პირლო:”ბალოტელი, დროა გონს მოეგო!”

ანდრეა პირლო მარიო ბალოტელის თემას შეეხო:

გაგრძელება »

პირლო გერმანიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს იხსენებს

ახლოვდება გერმანელებთან 1/4 ფინალური დაპირისპირება და ბუნებრივია მედიის წარმომადგენლები მას განსაკუთრებულად უდგებიან. ამჯერად კომენტარი დიადმა მაესტრომ გააკეთა, რომელსაც ბუნებრივია 2006 წლის გახსენებაც თხოვეს:”გერმანიაში მოპოვებული გამარჯვება არასოდეს დამავიწყდება, თუმცა ფინალთან ერთად საოცარი ემოცია ახლავს ნახევარფინალის გახსენებასაც.. ეს იყო ორი ყველაზე გამორჩეული ევროპული გუნდის დაპირისპირება.. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყოფნისას ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო.. საბედნიეროდ ყველაფერი საუკეთესო კუთხით განვითარდა.. 2012?

გაგრძელება »

მაესტროს ვიდეო-შეტყობინება:

მაესტრომ სპეციალურად იუვენტუსისთვის ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი კლუბს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და..:

გაგრძელება »

პოგბა:”პირლოსგან ბევრი რამ ვისწავლე”

“აუცილებელია თითოეულ შეხვედრაში სიმშვიდე და ცივსისხლიანობა შეინარჩუნო. შეხედეთ პირლოს, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა.. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რადგან უნიკალური პიროვნებაა და ფანტასტიკური ფეხბურთელი. მაესტრომ მუდამ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულ ეპიზოდში და მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის მართებული იყო. შესაძლოა ანდრეა უფრო მსუბუქად ასპარეზობდა, როდესაც მე პირველი წამიდან ბოლო წამამდე ბრძოლაში ვატარებ. სხვა ფეხბურთელები? განსხვავებული ტიპის მოთამაშეებს ვაკვირდები.. დაწყებული ია ია ტურედან, დამთავრებული დიბალათი.. მესიმპატიურება ინიესტა და ასევე როგორ თამაშობდა მაკელელე.. ვცდილობ თითოეული მათგანისგან საჭირო თვისება გადავიღო”.

პირლო:”პოგბა უნიკალურია”

“პოგბა, რომ უნიკალურია ამას ჩემი მხრიდან მტკიცება არ ესაჭიროება. მესმის იმ აურზაურის, რომელიც მის გარშემო სუფევს.. თუმცა, ზუსტად აქ ჩანს მისი მტკიცე ხასიათი, რადგან ასეთ ახალგაზრდულ ასაკში შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. დარწმუნებული ვარ იუვესაც და მასაც ერთად ყოფნა სურთ.. ტურინელებს თავისუფლად შეუძლიათ ფრანგის გარშემო ახალი გუნდის აშენება, მაგრამ დავუშვათ პოლს წასვლა მოუწია.. ეს იქნება რეკორდული ტრანსფერი და კლუბ ნებისმიერ სიტუაციაში იხეირებს”- ანდრეა პირლო.

გაგრძელება »

პირლო:”ამერიკაში სიამოვნებით დავრჩები”

ანდრეა პირლოს თქმით იგი ამერიკაში თავს ბედნიერად გრძნობს და შესაძლოა შტატებში საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც დარჩეს:

გაგრძელება »

პირლო:”გაბრაზებულ კონტესთან ყოფნას არავის ვურჩევ”

კონტეს ჩელისში შესაძლო გადასვლას ანდრეა პირლო გამოეხმაურა:

გაგრძელება »

პირლო:”ჩემი მემკვიდრე? რთული სათქმელია”

ანდრეა პირლოს მოსაზრებით პოლ პოგბა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია..

გაგრძელება »

პირლო:”წასვლის გადაწყვეტილება ბერლინის შემდეგ მივიღე”

ჟურნალისტებმა ანდრეა პირლოს კიდევ ერთხელ სთხოვეს საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა.. საუბარი რა თქმა უნდა კარიერის შტატებში გაგრძელებას ეხება:“ბერლინში გამართული ფინალის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი.. მომავალში რთული იქნებოდა იმავე შედეგის მიღწევა, რასაც 2015 წელს მივაღწიეთ.. ამიტომაც გადავწყვიტე ანდრეა ანიელისთან შეხვედრა, რომელიც ჭკვიანი ადამიანია. ვუთხარი, რომ ახალი გამოწვევის მიღება მსურდა. იგი გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას. ინტერი? უკანასკნელი კვირის განმავლობაში არაერთი კლუბი დამიკავშირდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ვფიქრობ, ის ადამიანები ვინც ამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩემს გვერდით პატივისცემას იმსახურებდნენ”.

გაგრძელება »

პირლო:”იუვეს ჩემი გაშვება არ სურდა”

ანდრეა პირლოს განცხადებით იუვეს მისი გაშვება არ სურდა, თუმცა მაესტრომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო:“პრესაში უამრავი ჭორი იწერებოდა.. სიმართლე კი ისაა, რომ იუვეს ჩემი გაშვება არ სურდა. გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე მას შემდეგ რაც რამდენიმე საინტერესო წინადადება მოვისმინე. დგება დრო როდესაც ფიზიკური კონდიციების კუთხითაც გიწევს გადაწყვეტილების მიღება. ეს იყო ოთხი ფანტასტიკური სეზონი, რომლის განმავლობაშიც პრაქტიკულად ყველაფერი მოვიგე. კონტე? მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, რომელიც არ შეცვლილა.. მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობების შესახებ და საჭიროებისამებრ აუცილებლად მიხმობს. პატივისცემა და მეგობრობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია არის სამუდამო”.

გაგრძელება »