სევალოს და პეპიჩს ” იუვენტუსში ” თამაშის უფლება მისცეს

დაიწყო ახალი თავგდასავლი ხოსე ფრანსისკო სევალოსისთვის ტურინის ” იუვენტუსის ” მაისურით . გუშინ ფეხბურთელმა და კლუბმა ყველა ბიოროკრატიული პრობლემები გადალახეს საერთაშორისო თანხმობით და ეკვადორელს უკვე სრული უფლება აქვს იასპარეზოს ბიანკონერის ოფიციალურ მატჩებში . ახალგაზრდა ფეხბურთელი არენდის წესით ჩაირიცხა ტურინულ გრანდში ” დეპორტივა უნივერსიტარიადან ” , ხოლო სეზონის ბოლოს იტალიის 30 გზის ჩემპიონს აქვს უფლება სრულად გამოისყიდოს სამხრეთ ამერიკელის კონტრაქტი . თუმცა , მხოლოდ სევალოს როდი მიეცა ასპარეზობის საშუალება , ანალოგიური უფლება ჰასან პეპიჩმაც მოიპოვა , რომელიც იტალიაში დრეზდენის ” დინამოდან ” გადავიდა : ” 31 იანვარს ჰასან პეპიჩმა და დინამო დრეზდენმა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს კონტრაქტი . ჩერნოგორიელმა მომენტალურად გააფორმა კონტრაქტი ” იუვენტუსსთან ” , სადაც პრიმავერას ღირსებას დაიცავს . დინამო დრეზდენი მადლობას უხდის პეპიჩს ყველაფრისთვის და წარმატებებს უსურვებს ”  . ჰასანი 1993 წელს არის დაბადებული და ამპლუით შემტევი ნახევარმცველია .

გაგრძელება »

ოფიციალურად : სევალოსი ” იუვენტუსის ” ფეხბურთელია

ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც ხოსე ფრანსისკო სევალოს ენრიკე , რომელიც 1995 წელს არის დაბადებული კარიერას ბიანკონერის რიგებში განაგრძობს მინიმუმ სეზონის ბოლომდე . იტალიელებმა მიაღწიეს შეთანხმებას მის ყოფილ კლუბთან არენდაზე , სრულად გამოსყიდვის უფლებით . სევალოსი ერთ ერთი ყველაზე ნიჭიერი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია , რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ . მიუხედავად მისი ასაკია , სევალოსი უკვე ასპარეზობს ეკვადორის 20 წლამდელთა ნაკრებში .

გაგრძელება »

სევალოსი : ” ბედნიერი ვარ შეთანხმების მიღწევით ”

ახალგაზრდა ეკვადროელი ტალანტი ხოსე ფრანსისკო სევალოსი სულ მალე ბიანკონერის რიგებში იასპარეზებს . გთავაზობთ მის კომენტარს ადგილობრივ ტელეარხთან Ecuador TV : ” ბედნიერი ვარ , უზომოდ ბედნიერი ვარ რადგან ერთ კვირიანი დამღლელი მოლაპარაკებების შემდეგ , როგორც იქნა შეთანხმება შესდგა . კონტრაქტს უკვე მოვაწერე ხელი და დარჩენილია უბრალოდ გადაბარგება სამხრეთ ამერიკიდან ტურინში . ვიცნობ ისეთ დიდ ფიგურას როგორიც ჯანლუიჯი ბუფონია . 2002 წლის მუნდიალზე მამაჩემმა მაისური გაუცვალა მას და როდესაც ვნახავ , ვკითხავ ახსოვს თუ არა ეს ეპიზოდი . ვიბრძოლებ ადგილის მოსაპოვებლად გუნდში . ვფიქრობ , ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება ” .

გაგრძელება »