#ForzaAzzurri | სტურარო:”თანაგუნდელებს ვერ ვუღალატებდი”

სტურაროს ტრავმას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და ზოგიერთი მათგანი კონტესაც ადანაშაულებს, თუმცა სიტუაციის განმუხტვა თავად იუვეს შუახაზელმა გადაწყვიტა:

გაგრძელება »

ჩელსი სტურაროთიც დაინტერესდა..

ინგლისური პრესის მტკიცებით სტეფან ლიხტშტაინერის მომავალი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდესაც კონტე ოფიციალურად შეუდგება არისტოკრატთა გაწვრთნას.. სახელდება სავარაუდო თანხა, რის სანაცვლოდაც შვეიცარიული ექსპრესი ლონდონში გადაბარგდება.. ეს არის 15 მილიონი ევრო.. თუმცა, არ არის გამორიცხული საქმეში კიდევ ერთი იუვენტინო ჩაერთოს.. ანტონიო უკანასკნელ ხანებში ფრიად მოიხიბლა სტეფანო სტურაროს თამაშით და თუ ბრიტანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ აბრამოვიჩმა შესაძლოა დამატებით 20 მილიონი გამოყოს მის შესაძენად..

#ForzaAzzurri : სტურარო : “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სტეფანო სტურარომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, ფინეთის წინააღმდეგ.23 წლის მოთამაშე ჩატარებული პირველი თამაშით კმაყოფილია და საკუთარი გუნდის სჯერა : “ბედნიერი ვარ, გუნდმა მოიგო და ეს ყველაზე მთავარია, რაც შეეხება დებიუტს, ვფიქრობ, მშვენიერი გამოვიდა.მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელს, რომელმაც საბოლოო სიაში შემიყვანა, ვარჯიშებზე ასი პროცენტით ვიხარჯები და ნებისმიერ დროს მზად ვარ, მინდორზე თანაგუნდელებს დავეხმარო.შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით ფიზიკურად უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით, ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო და იმედია, სასურველ კონდიციამდე მივალთ.შედეგზე წინასწარ საუბარი ნაკრებში არ არის, ვეცდებით მაქსიმუმ შორს გავიდეთ.”

გაგრძელება »

სტურაროს აგენტი:”ჩემი კლიენტი არ არის ხელშეუხებელი”

გასულ სეზონში სტეფანო სტურარო გაცილებით დიდი ნდობით სარგებლობდა მასიმილიანო ალეგრისგან ვიდრე მიმდინარეში. შესაბამისად გაჩნდა რეალური საფუძველი, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში მაროტა მას მოახლოებულ ზაფხულშივე შეელევა:”ტურინში ხელშეუხებელი ფიგურა არ არსებობს.. ეს ეხებათ როგორც პოგბა-დიბალას, ასევე სტურაროსაც.. შარშანდელი სეზონით ყველანი კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ წელს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. კრისტალ პალასი? დიახ, ისინი მსგავსად ლესტერისა ჩემი კლიენტით ინტერესდებოდნენ.. მაგრამ მაშინ სტეფანო რეგულარულად ასპარეზობდა და წინადადება ვუარყავით. მარკიზიოს ტრავმა ბუნებრივია დიდი დანაკლისი იქნება ტურინელთათვის, მაგრამ შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა ფიგურაა, რომლებსაც ასე თუ ისე ძალუძთ პრინჩიპინოს შეცვლა.. საუბარი ეხებათ ლემინას, სტურაროს და როლანდო მანდრაგორას”.

სტურარო:”გოლი? ეს ალეგრის დამსახურებაა”

სტეფანო სტურაროს განცხადებით მისი გოლი მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა, რომელმაც მატჩის წინ საჭირო რჩევით მოამარაგა:

გაგრძელება »

სტურარო:”ჩემი კარიერისთვის ასეთ მატჩებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”

სტეფანო სტურარო გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.. ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე ხედირას ნაცვლად და საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა:

გაგრძელება »

სტურარო:”ჯენოა? მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ თამაშის დროს მეგობრობა არ არსებობს”

საუბარი თითქოს იუვესთვის თებერვლის პერიოდი გადამწყვეტია, ალბათ გადამეტებულია თუმცა მეორეს მხრივ რიგი მატჩების გათვალისწინებით საპასუხისმგებლო ნამდვილად არის:

გაგრძელება »

სტურაროს აგენტი:”სტეფანოთი მოურინიოც ინტერესდებოდა”

ბიანკონერიმ მორიგი 17 მილიონიანი წინადადება მიიღო სტეფანო სტურაროს სანაცვლოდ.. ინფორმაციას მისი საფეხბურთო აგენტიც ადასტურებს:“ჩემი კლიენტით ერთბაშად 6 ინგლისური კლუბი იყო დაინტერესებული და დიახ 17 მილიონი მართლაც ფიგურირებდა შემოთავაზებულ ციფრებში. ფაქტია, პრემიერ ლიგის საშუალო გაქანების კლუბებს აქვთ რესურსის მსგავსი ინვესტირებისთვის. სხვათაშორის სტეფანოთი ჟოზე მოურინიოც აქტიურად ინტერესდებოდა, მაგრამ ყველაფერი მაშინ ჩაიშალა როდესაც პორტუგალიელს ლონდონის დატოვება მოუწია. თუმცა, მეორეს მხრივ ბიანკონერის ხელმძღვანელობა გამორჩეულად აფასებს სტურაროს და არ აპირებს მასთან განშორებას. ნახევარმცველი პროგრესირებს და ყველა მხარისთვისთვის არის მისაღები. თავად ფეხბურთელიც ორიენტირებული არის საკუთარ საქმეზე და ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს”.

გაგრძელება »

იუვემ 17 მილიონიანი წინადადება უარყო

La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ცოტახნის წინ ერთბაშად რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა მიმართა ბიანკონერის სტეფანო სტურაროს თაობაზე. მათგან ყველაზე მეტად აქტიურობს ორი პრემიერ ლიგის ბინადარი და ესენი არიან “ვესტ ჰემი” და “საუთჰემპტონი”.. პირველი მათგანმა იტალიის მოქმედ ჩემპიონებს 15 მილიონი შესთავაზა ახალგაზრდა შუახაზელის სანაცვლოდ.. ხოლო მეორემ სატრანსფერო თანხა 17 მილიონამდე გაზარდა. მილანური გამომცემლობის მტკიცებით მაროტამ ორივე შემოთავაზება უარყო და განაცხადა, რომ იუვენტუსი არ აპირებს სტურაროსთან განშორებას.

გაგრძელება »

სტურარო თუ ჰერნანეში? ვინ შეცვლის მარკიზიოს..

ახლოვდება მატჩი და მთავარი კითხვა, რომელიც ეხლა ტურინელ ჟურნალისტებს აწუხებთ არის კლაუდიო მარკიზიოს შემცვლელი.. იტალიელი ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბიანკონერის საიმედო ასპარეზობა მოედნის ცენტრალურ ზონაში, დიდწილად მისი დამსახურებაა და მაშინ როდესაც მიმდინარეობს შეუპოვარი ბრძოლა სკუდეტოსთვის, პრინციპინოს არყოფნა მეტად პრობლემატურად გამოიყურება. გენუაში თამაში ადვილი არავისთვისაა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს იუვენტუსი.. ნუ დაგავიწყდებათ ფსიქოლოგიური წნეხის საკითხზეც, რომელიც ბუნებრივია იუვეს თითოეულ მატჩს თან ახლავს. დავუბრუნდეთ მარკიზიოს შემცვლელს.. ალეგრის განკარგულებაში ამ ეტაპზე სამი ნახევარმცველია, რომლებსაც შეუძლიათ ცენტრალური ტრიოს შედგენა, მაგრამ რეჯისტაზე? ამ მხრივ რაოდენობა მკვეთრად იზღუდება, რადგან რეალურად ასეთად ერთადერთი ჰერნანეში რჩება ან ხედირას მოუწევს პოზიციის შეცვლა და მარჯვენა ზონიდან მცველების წინ თამაში.. გერმანელის სათამაშო ფორმა გარკვეულ ეჭვებს ბადებს.. გასულ შეხვედრაშიც თითქოს არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ შექმნითაც ვერ დაგვამახსოვრა თავი. ასე რომ ალეგრის განკარგულებაში არის ორი ვარიანტი – ჰერნანეში რეჯისტაზე, ან სტურარო მარჯვენა ზონაში და ხედირას ვიხილავთ ვიცე-მარკიზიოს ამპლუაში.. წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე საათში შედგება, ალბათ მეტ ინფორმაციას შევიტყობთ ამ საკითხზე.

გაგრძელება »

1 2