დიბალა:”კარგი იქნება იმ გამოცდილების მიღება რაც ტევეს გააჩნდა”

“როდესაც სარკეს ვუყურებ, იქ ისევ იმ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც იტალიაში წავიდა კარიერას მოსაწყობად. ბუნებრივია მოედანზე შესვლა სულ სხვა პიროვნებად მაქცევს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მაქვს ის დიდი გამოცდილება რაც ტევეს გააჩნდა.. კარლიტოსი ცივ სისხლიანი მკვლელი იყო.. თუმცა, ნაკრების და საკლუბო პერიოდი ამ ჩამორჩენას მალე აღმოფხვრის. ბევრს საუბრობენ თითქოს იუვეში გატარებულმა პირველმა თვეებმა გარკვეული ეჭვები გამიჩინა გადაწყვეტილების მართებულობაში.. ან თითქოს ჩემზე ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდებოდა 40 მილიონის გამო.. არასოდეს არაფერი არ მინანია.. ასე იყო პალერმოში ყოფნის პერიოდშიც. მესმოდა, რომ სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა და ვარჯიშებზე თავდაუზოგავად მეშრომა. ფაქტია, ფიზიკური კონდიციები გასაუმჯობესებელი იყო და ამ მხრივ დიდი სამუშაო გავწიე. იუვეში ფრეზეც კი ვერ იფიქრებ.. თუმცა, ამ ყოველივეს მალევე შევეჩვიე. ჯერ კიდევ სამი ბურთი მაქვს გასატანი.. ანუ ზუსტად იმდენი რამდენიც ტევესმა მიითვალა პირველ ტურინულ სეზონში. კარგი იქნება ჩემთვისაც და გუნდისთვისაც მოცემული ციფრის მიღწევა”.

ვერონი:”იუვე მუდამ დარჩება ტევესის გულში”

ხუან სებასტიან ვერონმა საკმაოდ დადებითად დაახასიათა პაულო დიბალა, თუმცა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა:“ვფიქრობ, არ ღირს მასსზე დიდი იმედების დამყარება ასეთ ადრეულ პერიოდში. იშვიათად, მისი წლოვანების ფეხბურთელმა უმალვე მოიკიდოს იუვეს ძირითადში ფეხი და ლიდერი გახდეს. საჭიროა სიმშვიდე და ეტაპობრივი განვითარება. დიბალა მარტო უნდა დავტოვოთ და მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ. თუ მესის მიაჩნია, რომ იგი მომავალია, როგორც არგენტინელს ბედნიერების საბაბი ნამდვილად გამაჩნია. საერთოდაც, თუ ყველაფერი წარმატებით განვითარდა, მაშინ ვგონებ მესის ნეიმარის და დიბალას სახით ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტები ეყოლება. ტევესი? პაულოსთან შედარებით ფიზიკურად აღემატება, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა ახალგაზრდას უფრო მეტი აქვს. რაც შეეხება ტევესს.. მას შევხვდი და ჩვენ სხავდასხვა საკითხზე დიდხანს ვისაუბრეთ.. იუვე, მუდამ მის გულში დარჩება, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რაოდენ ბედნიერია იგი შინ დაბრუნებით. კარლიტოსი განვითარების სხვა ეტაპზეა და ამჯერად ნამდვილად გახდა მისაბაძი სპორტსმენი”..

გაგრძელება »

ტევესი შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს

საკმაოდ სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება კარლიტოს ტევესის თაობაზე. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში აპაჩე ტურინში დაბრუნდეს. ტრანსფერი ბოკა ხუნიორსში მისი უშუალო სურვილით განხორციელდა, მაგრამ რამდენიმე თვიანმა უხელფასო ასპარეზობამ, შესაძლოა შეცვალა არგენტინელი მოთამაშის გეგმები. ხმამაღლა ჯერჯერობით საკითხზე არავინ საუბრობს, მაგრამ ტურინში დირექტორთა საბჭოს ნაწილს როგორც ჩანს არ სურს კარლიტოსის იუვენტუსში დაბრუნება. ყველაფერი უახლოეს ხანებში გადაწყდება და როგორც აპენინიური პრესა ვარაუდობს ტევესის დაბრუნება რთული, მაგრამ შესაძლებელია.

გაგრძელება »

ტევესი:”იუვეს დღევანდელი მდგომარეობა გულს მიკლავს”

კარლიტოს ტევესის განცხადებით იგი ოცნებობდა ბოკაში დაბრუნებაზე, თუმცა იუვეს დღევანდელ ყოფას ძალზედ განიცდის:“ძალიან მიყვარს ბოკა და ხედავდე მათ მძიმე მდგომარეობას, არ გაქვს უფლება განზე გადგე და მშვიდად უყურო. ფავორიტი მოთამაშის სტატუსი ბუნებრივია ძალებს გმატებს, მაგრამ საკმარისია ხელსაყრელი ეპიზოდი ხელიდან გაუშვა უმალვე კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ. იუვეს, რაც გამაჩნდა ყველაფერი მივეცი. უბრალოდ ერთ დღეს ვეღარ შევძელი ბოკას გაჭირვებული მდგომარეობის ატანა და ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება ვთხოვე. შემდგომ წავედი დასაძინებლად და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ბომბონერაზე როდის გავიდოდი. ჩემპიონთა ლიგის სიხარული უკვე მქონდა გამოცდილი, ხოლო იაპონურმა კლუბმა წლიური 20 მილიონი ევრო შემომთავაზა, მაგრამ ფული ჩემთვის არაფერია. იუვენტუსი? მათი დღევანდელი მდგომარეობა გულს მიკლავს.. ტურინში გულის დიდი ნაწილი დავტოვე.. მახსენდება პირლო, რომელიც 18 წლის მოზარდივით ასპარეზობდა, ხოლო ბუფონი ექსტრა კლასის სპორტსმენია. საერთოდაც ევროპაში გამორჩეული კლუბების მაისური მიტარებია”.

გაგრძელება »

ტევესის ტრანსფერის დეტალები

დიახ, აპაჩემ ოფიციალურად დაგვტოვა. საწყენია ასეთი კალიბრის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა, თუმცა ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ფეხბურთელის ნება და მასთან ერთად გადადგა ეს ნაბიჯი. თუმცა, მაროტა რისი მაროტაა თუ სარგებელს არ ნახავდა გარიგებისგან. ტურინელებმა მოიპოვეს ოთხ უნიჭიერეს არგენტინელზე პირველი ტრანსფერის უფლება. უკვე ამ ეტაპზევე გაემგზავრა აპენინებზე გუიდო ვადალა, რომლის გამოსასყიდლად იუვეს 3.5 მილიონის გადახდა მოუწევს 2017 წლის სეზონში. გარდა ამისა, მაროტამ უპირატესობები მოიპოვა რობერტო ბენტაკურზე – 9.4 მილიონი ევრო, ფრანკო კრისტალდოზე 8.2 მილიონი ევრო და ადრიანო კუბასზე 6.9 მილიონი ევრო.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ტევესი “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კარლოს ტევესის “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნება დაადასტურა.ორი შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ არგენტინელი ფორვარდი ბებერ ქალბატონსა და მთლიანად ევროპას დაემშვიდობა.მისი ბიანკონერებში ტრანსფერი განსაკუთრებული მოვლენა იყო, ტურინის აეროპორტში აპაჩეს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, ხელმძღვანელობამ კი მას ალესანდრო დელ პიეროს ათიანი უბოძა.31 წლის ფეხბურთელი გამორჩეული იყო მისი ბრძოლისუნარიანობით, კლასითა და ლიდერის ხასიათით, იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალის უკანასკნელ წუთებამდე ღირსეულად იცავდა შავ-თეთრ ფერებს.ტევესის დებიუტი ტურინელთა რიგებში საოცარი აღმოჩნდა : გოლი, გამარჯვება და იტალიის სუპერთასი ოლიმპიკოზე, ეს იყო 2013 წელს.მას შემდეგ კარლიტომ 96 მატჩი ჩაატარა და 50-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების დამწუხრება.აპაჩე სერია A – ში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე ფეხბურთელია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, მან 53 შეხვედრის მისი გუნდის სასარგებლოდ დასრულება შეძლო.ევროიუვეშიც გამორჩეული ადგილი ეჭირა ტევესს, 13 შეხვედრაში მან 7-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, იქამდე კი, სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში, 33 მატჩი მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა ანგარიშზე.ახლა არგენტინელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში ბრუნდება, მან ბოკას ღირსება უნდა დაიცვას, კარიერაში უკვე მეორედ.ასეთი დონის, კლასისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ყოველთვის ემახსოვრებათ არგენტინაშიც, ბრაზილიაშიც, ინგლისშიც და იტალიაშიც, ეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, სადაც აპაჩეს უთამაშია.დიდი მადლობა კარლიტოს, წარმატებებს გისურვებთ !

გაგრძელება »

ტევესი : “მადლობა იუვეს”

ტურინის “იუვენტუსიდან” სულ რამდენიმე კვირის წინ წასული კარლოს ტევესი ბებერი ქალბატონის მადლიერია და აცხადებს, რომ ტურინელთა გულშემატკივარი მუდამ იქნება : “ჩემს კარიერაში ახალი გვერდის წერა უნდა დავიწყო, მაგრამ მანამდე, მადლობა მინდა ვუთხრა იუვენტუსს, გუნდს, რომელშიც ორი შესანიშნავი წელი გავატარე.განსაკუთრებულად გამოვყოფ გულშემატკივრებს, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ მაშინ როცა ვიგებდით და მაშინაც, როცა ვმარცხდებოდით.ბიანკონერებს საოცარი ტიფოზები ჰყავთ.მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრსა და თანაგუნდელებს, მათთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე.წარმატებებს გისურვებთ.ფორცა იუვე !”

გაგრძელება »

მოჯი : “იუვეს უკვე ჰყავს ათიანი და ის პაულო დიბალაა”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ლუჩიანო მოჯი ბიანკონერების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს შეეხო და მათზე მცირე კომენტარი გააკეთა : “ოგბონას პრემიერ ლიგაში ტრანსფერი ტურინელთათვის სწორი გადაწყვეტილება იყო, ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა და როცა რომელიმე გუნდი მზადაა 11-12 მილიონი გადაიხადოს ასეთ მოთამაშეში, აუცილებლად უნდა დათანხმდე.წარმატებებს ვუსურვებ ანჯელოს ვესტ ჰემის შემადგენლობაში, თუ მეტი სათამაშო დრო ექნება, ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაუჩნდება.პირლო იუვეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, მისი ჩანაცვლება მარკიზიომ უნდა შეძლოს, კლაუდიო ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ბურთის გათამაშება, რაც შეეხება ტევესს, მისი ჩანაცვლება უფრო დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.გასაგებია, რომ მანჯუკიჩი მებრძოლი და მაღალი დონის წინახაზელია, მაგრამ არგენტინელი და ხორვატი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან.ათიანი ? – პაულო დიბალა, ის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდაა, როცა მაროტამ მასში 32 მილიონი გადაიხადა, იქ გადაჭრა ათიანის პრობლემა, არგენტინელი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფორვარდია.”

გაგრძელება »

ტევესი დაემშვიდობა იტალიას და მის ნაცვლად ტურინს ეწვევა გუიდო ვადალა

ტურინული პრესის ინფორმაციით, კარლიტოს ტევესის სანაცვლოდ ბიანკონერი ბოკა ხუნიორსის ნიჭიერ ტრეკუარტისტას გუიდო ვადალას მიიღებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი 1997 წელს არის დაბადებული და სამხრეთ ამერიკული პრესა საკმაოდ იმედიანად არის მის მიმართ განწყობილი. ვადალა დაუყონებლივ შეუერთდება ალეგრის გუნდს, თუმცა დარჩება თუ არა მოახლოებულ სეზონში შავ-თეთრთა რიგებში ჯერჯერობით რთული სათქმელია. თავდაპირველად მაროტა ტევესის სანაცვლოდ ბენტანკურის ჩართვას ითხოვდა, მაგრამ როგორც ჩანს მოლაპარაკებების შემდეგ არჩევანი ვადალზე შეჩერდა. მის გარდა მაროტამ ორ ნიჭიერ არგენტინელ ტალატზეც მოიპოვა უპირატესობა და ესენი არიან კრისტიან პავონი (მიიჩნევენ როგორც ახალ როდრიგო პალასიოდ) და ფრანკო კრისტალდო. ზემოთხსენებული მოთამაშეები დაბადებულნი არიან 1996 წელს. რაც შეეხება ტევეს მისი პრეზეტაცია მოხდება 7 ივლის ბომბონერას სტადიონზე.

გაგრძელება »

“იუვენტუსი” ტევესის თაობაზე არ აპირებს დათმობაზე წასვლას..

ტურინელები არ აპირებენ რაიმე დათმობაზე წასვლას ტევესის ტრანსფერის თაობაზე. მაროტა არ აპირებს ოფიციალური ხელშეკრულების განულებას, რომელიც გულისხმობს კიდევ ერთ წელს ტევესთან ერთად. იტალიელებს სულ მცირე 6 მილიონის გამომუშავება ან რომელიმე არგენტინაში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელის გადმობირება სურს. განსაკუთრებულ ყურადღებას ტურინი რობერტო ბენტანკურის მისამართით იჩენს. ახალგაზრდა ურუგვაელი ფეხბურთელი ამპლუით გამთამაშებელია და თუ გავითვალისწინებთ, სატრანსფერო ბაზარზე ბიანკონერის აქტიურობას ამ პოზიციის მოთამაშისადმი, ინტერესი სრულებით ბუნებრივია. სათადარიგო ვარიანტად განიხილება კარლოს ნიკოლა კოლაცო.. საყრდენი ტიპის ნახევარმცველი, რომელმაც ნაყოფიერად იასპარეზა უახლოეს ხანებში ბოკას რიგებში. შეხვედრა მაროტას და ანგელეჩის შორის დღეს ან ხვალ შედგება, რის შემდეგაც ოფიციალურად გაირკვევა მოლაპარაკების დეტალები.

გაგრძელება »