ლოთარ მათეუსი ხამეს როდრიგესზე:”მას იუვეში უნდა”

ბაიერნის და საერთოდ გერმანული ფეხბურთის განსაკუთრებულმა ფიგურამ ლოთარ მათეუსმა ხამეს როდრიგესთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გაავრცელა:

გაგრძელება »

ხამესი:”ტურინი თუ ნაპოლი?..”

ბევრი იწერება კოლუმბიელ ხამეს როდრიგესზე:

გაგრძელება »

იტალიური მედია:”იუვეში ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ”

როგორც გამომცემლობა ლა სტამპა იუწყება მომავალში შავ-თეთრი მაისურით ვერც ისკო ალარკონს და ვერც ხამეს როდრიგეს ვიხილავთ:

გაგრძელება »

ტურინულ-მადრიდული სატრანსფერო საგა

მორატას საგას დასასრული არ უჩანს. ერთის მხრივ მადრიდელები მის დაბრუნებას აქტიურად განიხილავენ, ხოლო მეორეს მხრივ მაროტა დამატებით 20 მილიონის გადახდაზეა თანახმა.. შედეგად ჯამში ესპანელი ფორვარდი ტურინელებს 40-45 მილიონი დაუჯდებათ.. ჯერჯერობით ესპანელთა პოზიცია უცნობია, მაგრამ უკვე ამ ეტაპზევე ჟღერდება ხამეს როდრიგრესის და ისკოს ვარიანტები.. ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი ნაკლებად შედის ზინედინ ზიდანის გეგმებში და შესაძლოა მორატას გამო სამეფო კლუბმა ერთ-ერთი მათგანი დათმოს. იუვე მოახდენს მორატასგან აღებული თანხის რეინვესტირებას სწორედ ამ ორიდან ერთ მოთამაშეში.

ხამესი :”გრანდიოზული მატჩი გველის”

ხამეს როდრიგესის მოსაზრებით ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივარი 12-ე ფეხბურთელის როლს შეასრულებს და დაეხმარება რეალს ტურინელთა დამარცხებაში:”ხვალ, ენერგიულად და ინტენსიურად მოგვიწევს თამაში. არცერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს, ყველაზე უმნიშვნელოც კი. იუვე დაცვაში ხუთ მცველს დააყენებს და მოგვიწევს თავისუფალი სივრცის პოვნა. გრანდიოზული და უნიკალური დაპირისპირება გველის. რეალის ინჩასმა კი 12-ე მოთამაშის როლი უნდა შეასრულოს. ბეილი? მასთან ერთად ნებისმიერს მოესურვებოდა თამაში. როგორც ერთიანი გუნდი ისე უნდა ვთამაშობდეთ. რაც შეეხება კასილას იგი კაპიტანია, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მადრიდულ კლუბში მოპოვებული და შესაბამისად დიდ პატივისცემას იმსახურებს. იმ შემთხვევაში თუ კი ფანები მისი მისამართით უსტვენენ, გამოდის რომ მთელ გუნდს აკრიტიკებენ”.

გაგრძელება »