ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calcio-მიმოხილვა:”მე-11 ტური და კონკურენტებთან შემცირებული სხვაობა”

სიურპრიზების გარეშე არც მე-11 ტურს ჩაუვლია.. მთავარი მოულოდნელობა რა თქმა უნდა ნეაპოლიტანური კლუბის მშრალი ფრე იყო სტუმრად ჯენოასთან.. არადა სარის გუნდს ერთპიროვნულად შეეძლო სატურნირო ცხრილს ჩადგომოდა.. სხვა მხრივ კი ლიდერები და ჩვენი კონკურენტები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ.. ლაცო მილანს მასპინძლობდა, ხოლო ინტერი რომას..

სტეფანო პიოლის გუნდს უკვე 5 მარცხი დაუგროვდა და თუ იგი ცოტახნის წინ მე-4 პოზიციით იწონებდა თავს, ეხლა უკვე მილანის ქვევით მოკალათდა 7-ე ადგილზე.. ძალზედ უსუსურად ასპარეზობდნენ ლაციალეს მოთამაშეები. უნდა ითქვას, რომ სინიშამ პირწმინდად აჯობა ვიზავის.. თითქოს ისე იყო ყველაფერი ჩაფიქრებული, რომ მიჰაელოვიჩის თითოეული გადაწყვეტილება წარმატებისთვის იყო განწირული.. ასე მაგალითად ბერტოლაჩის სასტარტოში გამოჩენა და გატანილი გოლი.. შემდგომ მექსეს შემოყვანა და ფრანგის მეორე ბურთი ლაციოს კარში.. ტაქტიკურად, გაკეთებული შეცვლებით სინიშა ამ საღამოს მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თავად მილანისტებსაც ეტყობოდათ, რომ ფსიქოლოგიურად მეტად უკეთ იმყოფებოდნენ ვიდრე მაგალითად გასულ 3-4 ტურში.

ასეთი სახის გამარჯვებებით იბრუნებ სახეს.. შესაძლოა ამიტომაც იყო ასეთი შემტევი და აგრესიული როსონერი, რომელიც თითოეულ პოზიტიურ შეტევაზე ერთბაშად 5 მილანისტას შეამჩნევდით მეტოქის საჯარიმოში.. ზეწოლამ ბუნრივია ლოგიკური შედეგიც გამოიღო. თან ლაციალე მიმდინარე სეზონში მაინც და მაინც სტაბილური უკანა ხაზში არ არის. ერთი სიტყვით მოიგო იმ გუნდმა ვინც უკეთ მოემზადა და ვისაც მეტად სთხოვდნენ.. კარლოს ბაკას გატანილი გოლიც უნდა აღვნიშნოთ ისევე როგორც როსონერის კარში გამოჩენილი ახალგაზრდა მეკარის საიმედო ასპარეზობა. თვალსა და ხელს შუა სინიშას დამოძღვრილი გუნდი მეექვსე პოზიციაზეა და ლიდერ თანაქალაქელებს სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება.. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სავარაუდოდ მომავალ ტურში ბერლოტაჩის და ალექსის გარეშე იასპარეზებენ, რომლებმაც ტრავმები მიიღეს მატჩის მსვლელობისას.

გასულ მიმოხილვაში როდესაც მათ დაპირისპირებას ვარჩევდით, აღვნიშნე, რომ ფავორიტი მიუხედავად რიგი მიზეზებისა დედაქალაქელები იყვნენ.. სან სიროზე გამართულმა შეხვედრამ ერთ რამეში კიდევ უფრო დამარწმუნა. იმ შემთხვევაში თუ იუვენტუსი გადაბმულად მოიგებს 4-5 შეხვედრას, რომას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სერიოზულად შეერყევა ძირი.. ეს არის გუნდი, რომელმაც ნამდვილად იცის კარგი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ საკმარისია ოდნავ გეგმები შეიცვალოს, მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს ან ამინდის პროგნოზი არ გამართლდეს, რომ ბრინჯივით იბნევიან.. სხვა რა უნდა დავარქვათ ნერვოზულ გუნდს? პიანიჩის გაძევება მაშინ როდესაც გუნდს ის ძალზედ ესაჭიროებოდა? მათი მოქმედება არ არის ჩემპიონური.. სკუდეტოსთვის მებრძოლი კლუბი არ უნდა იქცეოდეს ისე თითქოს სერია ც-შია..

სხვა მხრივ შექებას იმსახურებს ჩვენთვის ნაკლებად სიმპატიური ინტერი.. მწვრთნელის ხელი ეტყობა გუნდს.. დისცპლინა ისწავლეს და დაცვაში საიმედო ასპარეზობა. გარი მედელის და ფელიპე მელოს შექმნილი დუეტი აშკარად ყველაზე პოზიტიური მიღწევაა უკანასკნელი წლების მანძილზე. სწორედ ჩილელმა მოუტანა გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა და სანატრელი პირველი ადგილი.. თუმცა ცოტახნით, მაგრამ მაინც. მეორეს მხრივ არავინ იცის რა მოხდება შემდგომ ტურებში და ვინ რამდენი იქნება 1-2 ადგილებზე.

ამ შეხვედრაზე რა უნდა ითქვას? მძიმე და დაძაბულს ორთაბრძოლების მხრივ თუ დავარქმევთ. დიახ, იყო ეპიზოდებიც და ერთი ორი ისეთი, რომლის შემდეგაც იფიქრებდით, კი მაგრამ როგორ ვერ შეძლეს მისი გოლად გარდასახვა? რატომ და ჰანდანოვიჩმა დაიწყო საოცრებების ჩადენა.. სხვათაშორის მისი მოქმედებები მიმდინარე სეზონში ქებას იმსახურებს. სალაჰის ეპიზოდი რად ღირს, როდესაც ერთ შეტევაში ოთხჯერ შეძლო რეაქციის გამოვლენა. იბრძოლა რომამ.. ვერ ვიტყვით, რომ არა მაგრამ ჩემპიონობისთვის მაძიებელს მეტი მართებს.. მითუმეტეს გარსია უკვე მერამდენე სეზონია უშედეგოდ ცდილობს სანუკვარი მიზნის მიღწევას. იქნებ დროა შემცვლელზე დაიწყონ ფიქრი?

აი ფლორენციელებმა კი გადადგეს მსგავსი ნაბიჯი როდესაც არასტაბილური შედეგების გამო ჯერ პრანდელი გაუშვეს, ხოლო შემდეგ მონტელა.. არ ვიცი რამდენად დიდხანს გასტანს ფიორეს დადებითი შედეგები, მაგრამ სოუზამ აშკარად კარგად იმოქმედა იებზე. მშვიდი და გაწონასწორებული პაულო სტაბილურად პროგრესირებს და მიიწევს ზევით. სკუდეტოსთან დაკავშირებულ კითხვებს კი მუდმივად თავიდან იცილებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი თამაშიდან თამაშამდე ემზადება.. მათ არ აინტერესებთ სატურნირო ცხრილი. მთავარია გულშემატკივრებმა თითოეულ შეხვედრაში იამაყონ საკუთარი გუნდის ასპარეზობით და შედეგით.. ფაქტია, ჯერჯერობით სოუზა და კომპანია მათ არ აწბილებს.

ფროსინონესთან, რომ უდაოდ ფავორიტები იყვნენ ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მაგრამ გასული სეზონის იების შემყურეს ადამიანები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი.. მიაჩნდათ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი დაღს დაასვავდა მათ შედეგს სწორედ სუსტ გუნდებთან ასპარეზობის დროს.. არამც და არამც.. ქვა ქვაზე არ დატოვეს “საცოდავი” ფროსინონესგან.. იმ გუნდისგან, რომელმაც ტურინში ისტორიული ქულა მოიპოვა. დაცვაში კარგად მოთამაშე გუნდმა, შეტევაშიც დაალაგა თამაში და ჯუზეპე როსის ფორმაში ჩადგომასთან ერთად შედეგიანადაც ათამაშდა. ერთი სიტყვით მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა პაულო სოუზა და მისი ფიორენტინაა შედეგის სტაბილურობის და თამაშის ხარისხის კუთხით.

ზედმეტი ქება კარგად არ ისახება.. ზუსტად ასე დაემართა ნაპოლის.. მაურისიო სარის კოლექტივმა ვერაფრით მოახერხა გენუელთა დაჩოქება. თუმცა, როდესაც ჯენოას ვგულისხმობთ, განსაკუთრებით პერინი უნდა გამოვყოთ, რომელმაც რამდენიმე “მკვდარი” ბურთი აიღო და არ მისცა საშუალება მეტოქეს შინ სამი ქულით დაბრუნებულიყო. ნეაპოლიტანელები ჩვეულად აქტიურობდნენ.. აგერესიულად და ცივ სისხლიანად.. უბრალოდ დამამთავრებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ.. ჰამშიკი, ინსინიე, კალეხონი, მერტენსი და იგუაინი ცდას არ აკლებდნენ, ხშირადაც ურტყამდნენ და კარგადაც კომბინირებდნენ, მაგრამ.. ისევ და ისევ მსურს პარალელის გავლება იმ პერიოდთან, როდესაც იუვეში კონტე მოვიდა.

გახსოვთ, მაშინაც ვუტევდით, ბურთს ვფლობდით, ძელს ვახვედრებდით, მეკარეს კუთხიდან კუთხეში “ვახუტნავებდით”, მაგრამ გოლები არ ჩანდა.. და განსაკუთრებით ჯენოას კალიბრის კოლექტივებთან. ასეა ნაპოლის შემთხვევაშიც. ამიტომ არ ღირს ხელის აღება მათზე. ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან სწორედ ნეაპოლიტანური კლუბი გამოუყურება მეტად მრისხანედ ვიდრე თუნდაც ინტერი ან რომა.. ეს უკანასკნელი საერთოდ საკუთარი არასტაბილურობით სამეულში თუ შევიდა დიდი საქმე იქნება.

ჩვენთვის პრინციპში მე-11 ტური ურიგო არ იყო. მოვიპივეთ უმძიმეს ბრძოლაში პრინციპული გამარჯვება და მნიშვნელოვანი სამი ქულა. მდევრებთან ასე თუ ისე შევამცირეთ სხვაობა და ჩემპიონატის ახალ ლიდერ ინტერს მხოლოდ 9 ქულით ჩამოვრჩებით.. მთავარია ეხლა როგორ გავაგრძელებთ.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
LB19VIKINGDi Francesco # 1forza bianconeri Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
LB19
იუვენტინო
LB19

Perini magrad mevaseba :forza:

VIKING
მოდერატორი

ტურის მოთამაშედ ჰანდანოვიჩი უნდა დაასახელონ))

Di Francesco # 1
იუვენტინო
Di Francesco # 1

პადელის იძახებს კონტე, ძან მაგარია, სიტიგუმაც დაყვინა პსჟში, პადელი პერინი უნდა გამოიძახოს

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

მარკეტიმ რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა პირველი 2 გოლის ეპიზოდში მესამეზეც შეეძლო გუნდის გადარჩენა, მაგან წააგებინა ლაციოს. ჩვენთან უნდება ხოლმე სუპერ მარკეტობა :chuvak: ჯობია პერინი გამოიძახოს ნაკრებში კონტემ