ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”იუვენტუსი ბუფონს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს”

ჯანლუიჯი ბუფონი

Calciomercato-ს მტკიცებით ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც დიდი ალბათობით დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება და პაულო მალდინის რეკორდს გააუმჯობესებს სერია ა-ში ჩატარებული მატჩებისას, სულ მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ჯიჯი მიმდინარე წლის ზაფხულში დაბრუნდა პარიზში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ და თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს..

მხარეები შეთანხმებას, ოფიციალურად სულ მალე გაასაჯაროებენ.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of