ანიელი უკმაყოფილოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციით
როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსის“ ხელმძღავნელობის მიერ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილია სააპელაციო განცხადება, რომლითაც კლუბი ითხოვს კალჩიოპოლის შედეგად ჩამორთმეული სკუდეტოების დაბრუნებას 2005 და 2006 წლების სეზონში. როგორც გახსოვთ, აქედან ერთი სკუდეტო გადაეცა მესამე ადგილოსან „ინტერს“, ხოლო ერთი ჩემპიონატის შედეგი საერთოდ გაუქმდა. ახალი მტკიცებულება, რომელიც შეტანილია ნეაპოლის სამოქალაქო სასამართლოში არის საფუძველი იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ხელახლა დაბრუნდეს საქმე გამოძიებაში. კერძოდ, საქმე ეხება ისეთ მტკიცებულებებს, რომლითაც „ინტერის“ ხელმძღავნელობაც ასევე შემჩნეულია მოსყიდვაში, რის გამოც დაისაჯა „იუვენტუსი“.
„იუვნტუსის“ პრეზიდენტმა – ანდრეა ანიელიმ საკმოად მოკლე და ბევრისმთქმელი შეტყობინება გაუგზავნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას. „თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ჩვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ისე ჭირს, რომ ამას ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება, მაშინ შესაძლებელია, რომ მათი სინდისი არც ისე სუფთაა.“ (სრულად…)








მაისი 23, 2011
|
Posted by pintu-ricchio
Categories:

5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ დღეს პროკურორი პალაცი და ყოფილი სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელი ბერგამო . იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შენობიდან გამოსვლის დროს ბერგამომ შემდეგი რამ განაცხადა : ” ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე 2006 წელს . როდესაც ეს ყველაფერი დღეს პალაცის განვუცხადე , მან მითხრა რომ იმ პერიოდში არ არსებობდა ამის დამადასტურებელი საბუთები . კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საკუთარი პოზიცია ამ ფაქტზე , ისინი ან ყველანი არღვევდნენ კანონს , ან პირიქით , იუვენტუსის ჩათვლით ყველა კლუბი უდანაშაულოა . უკანანოს ჩვენ არაფერს ვაკეთებდით . არარსებობს ერთი სატელეფონო ზარიც კი სადაც მე ვუთითებ რომელიმე მსაჯს , დაიჭიროს რომელიმე კონკრეტული გუნდის მხარე . აბსოლიტურად ყველა კლუბთან მქონდა კონტაქტი , რადგან უშუალოდ ფედერაციამ დაგვავალა მათთან მჭიდრო თანამშრომლობა . ასე რომ ჩვენ მათ განკარგულებაში ვიმყოფებოდით . ფედერაციამ გასაგებად გვითხრა , რომ ეს არ იყო უკანონო ქმედება “ .
კალჩიოპოლი : ეს ( არა ) სატელეფონო საუბარი
კალჩიოპოლი : მტერი შიგნით ანუ უცხო შენიანებში ( 4 )
კალჩიოპოლი : დანაშაული , დასჯა !!!
კალჩიოპოლი : ისტორია , შედეგები და გამოძიება … 







