ბავშვობის წლები პაველ ნედვედი ჩეხეთის პატარა ქალაქ ხებში შავი მუშის ღარიბ ოჯახში დაიბადა. იმ დროისთვის ჩეხოსლოვაკაიში ჰოკეი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო, პაშკამაც პირველად ჰოკეის თამაში გადაწყვიტა, თუმცა 1976 წელს ჩეხოსლოვაკებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს და ამ ქვეყანაში ფეხბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, პაველიც სწორედ ამიტომ შეიყვანეს ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში. მომავალი ვარსკვალავი თავიდან დაიწუნეს, რადგან მწვრთნელებს საკმაოდ ზანტი და მოუხეშავი ეჩვენეთ. მაგრამ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ნედვედმა მათი გაოცება შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ პაშკა აქტიური სპორტით იყო დაკავებული, სკოლაში კარგად სწალობდა, განსაკუთრებით მათემამტიკას და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ბუღალტერი გამოვიდოდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთით მილიონების შოვნას შეძლებდა, ამიტომ სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად პეშკას ბუღალტრობა ეჩვენებოდათ, თუმცა მალე გადაწყვეტილება შეცვალა და საფეხბურთო სკოლის დასრულების შემდეგ პაველი ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბ ვიქტორიაში აღმოჩნდა. პატარა ფეხბურთელი აქ სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, მას არც ძირითად შემადგენლობაში უთამაშია და არაც არაფერი მოუგია, ოცნებებით სავსე ბიჭს რეალობა სულ სხვანაირი დახვდა, როგორც შემდეგ თვითონ იხსენებდა, ამ კლუბში თამაშისას მიხვდა, რომ ნიჭი არაფერია თუ შრომისმოყვარეობაც თან არ ახლავს.
(სრულად…)