“იუვენტუსის” ოფიციალური განცხადება
“იუვენტუსმა” “პარმასთან” მატჩის შემდგომ მთავარი არბიტრის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს მხარი დაუჭირა. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა: ” საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი” ადასტურებს და მხარს უჭერს ანტონიო კონტეს (იხილეთ ბმული), საბჭოს წევრის პაველ ნედვედისა (იხილეთ ბმული) და ანდრეა პირლოს (იხილეთ ბმული) მიერ “პარმასთან” შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. “იუვენტუსს” იმედი აქვს, რომ ყველას მიმართ თანაბარი მოპყრობა – კლუბის უმთავრესი ფასეულობა – ყოველთვის იქნება, როგორც საფეხბურთო წესებთან, ისე სპორტულ თუ იურიდიულ კანონებთან თანხვედრაში მოყვანილი. ” -ნათქვამია განცხადებაში. (სრულად…)









თებერვალი 17, 2012
|
Posted by Nachke
Categories:
“სერია ა” -ს ასოციაციამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ “იუვენტუსისა” და “ბოლონიას” შორის გადადებული მატჩი 7 მარტს, ოთხშაბათს 21:30 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, მატჩი, რომელიც 12 თებერვალს უნდა გამართულიყო, ძლიერი თოვის გამო გადაიდო.
მატჩი, რომელიც “ბოლონიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის ხვალ საღამოს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.შეხვედრის გაუქმების ერთადერთი მიზეზი უამინდობაა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლონიაში დიდთოვლობაა და კლუბებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაპირისპირება არ გაიმართოს.ინფორმაცია უკვე რუსობლუს პრეზიდენტმა, ალბანო გუარალდიმაც დაადასტურა.
ცუდი ამინდის გამო გადადებული წინა ტურის ოთხი შეხვედრის გამართვის თარიღები დადგინდა. “ლეგა სერია ა” -მ ოფიციალური გადაწყვეტილება გამოიტანა. “იუვენტუსს” “პარმა” საკუთარ “ენიო ტარდინიზე” 15 თებერვალს, ოთხშაბათს თბილისის დროით 20:30 საათზე უმასპინძლებს.
“იუვენტუსისა” და “პარმას” დაპირისპირება უამინდობის გამო გადაიდო. შეხვედრის გამართვის თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, ის 7 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, მატჩის გადადება სწორედ “იუვენტუსს” სურდა, პარმას პრეფექტი და თავად კლუბი მატჩის გამართვაზე თანახმანი იყვნენ. გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო. ” ამის ვარაუდი შეიძლებოდა, მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაშია, სათამაშოდ არანაირი პირობები არ არის. არც ფანების უსაფრთხოებაა გარანტირებული. რაც შეეხება პადოინს, გარწმუნებთ, გუნდის ხარისხის ამაღლება შეუძლია, ახლა ყველაფერი კონტეზეა, იმაზე თუ როგორ შეძლებს მის გამოყენებას. ” -ეს ინტერვიუ სპორტულმა დირექტორმა სულ რამდენიმე წუთის წინ ტელეარხ “სკაი სპორტს” მისცა.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა ტურინის ”იუვენტუსის” კიდევ 3 ტრანსფერი. საუბარია 2 პერსპექტიულ და ახალგაზრდა ფეხბურთელზე. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი ვასიმ ბოია, ”აიაქსის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. იგი 1993 წელსაა დაბადებული და პოზიციით ნახევარმცველია. იჯარის წესით, ”ბლექბერნიდან” ტურინულ გრანდში კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ითამაშებს. საუბარია დეივიდ ლუმინოსო.”ვილავაერნიდან” აიყვანეს იჯარით კიდევ ერთი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანდრეა მარკესოტი.
“იუვენტუსმა” ვინჩენცო იაკინტას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელი ფორვარდი “ჩეზენას” რიგებში არენდის წესით სეზონის დასრულებამდე ითამაშებს, კონტრაქტის ვადა 2012 წლის 30 ივნისს იწურება. იაკინტა ტურინში 2007 წელს გადმობარგდა და 101 მატჩში 40 -ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.
მიკელე პაციენცა “უდინეზეს” ფეხბურთელია.უდინური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, იტალიელი ნახევარმცველი გუნდს არენდის წესით, 2012 წლის 30 ივნისამდე შეუერთდა.შეგახსენებთ, რომ 29 წლის პაციენცა “უდინეზეს” შემადგენლობაში 2003/04 და 2004/05 სეზონებში გამოიდიოდა.
სიმონე პადოინი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელბამ შეთანხმებას მიაღწია ბერგამოს “ატალანტასთან” პადოინის ყიდვის თაობაზე. 27 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა “ბიანკონერებთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მარკო მოტა “კატანიას” ფეხბურთელია. მცველის ტრანსფერი სიცილიურმა გუნდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. 1986 წელს დაბადებული იტალიელის ანგარიშზე “სერია ა” -ში ჩატარებული 131 მატჩი და ორი გატანილი გოლია. 







