კლაუდიო მარკიზიომ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა : “ჩემი ტურინული ისტორია 1993 წელს დაიწყო, ბედნიერი ვარ, რომ იგი კიდევ დიდხანს გასტანს”.იტალიელი ნახევარმცველი ბიანკონერების ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, ბოლო წლების განმავლობაში კი ძირითადი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.მიუხედავათ “ინტერისა” და სხვა გუნდების ინტერესისა, დღეს კლაუდიომ კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა : “ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა.ბოლო თვეებია ჩემი კონტრაქტის შესახებ ბევრი იწერება, მიხარია, რომ ჭორებს დღეს ბოლო მოეღო.ჩემი უდიდესი ოცნება ამ გუნდთან ერთად თასების მოგება და იმ გულშემატკივრების გაბედნიერებაა, რომლებიც იუვენტუსს ურთულეს მომენტშიც გვერდით უდგანან”.
(სრულად…)