ლიხტშტაინერი “იუვენტუსის” აღსაზრდელებს შეხვდა
“იუვენტუსის” აღსაზრდელებს ლექცია შტეფან ლიხტშტაინერმა ჩაუტარა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მომავალ პროფესიონალ სპორტსმენენებს საჭირო რჩევები მისცა და საკუთარი კარიერის საწყისი წლებიც გაიხსენა… (სრულად…)
“იუვენტუსის” აღსაზრდელებს ლექცია შტეფან ლიხტშტაინერმა ჩაუტარა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მომავალ პროფესიონალ სპორტსმენენებს საჭირო რჩევები მისცა და საკუთარი კარიერის საწყისი წლებიც გაიხსენა… (სრულად…)

სერია ა-ში მილანის „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ დაპირისპირება მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე 32-ჯერ ფრედ დასრულდა, 26 გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს, ხოლო 18 გამარჯვებით სტუმრები შემოიფარგლნენ. ამ ორთაბრძოლის საუკეთესო ბომბარდირი რობერტო ბეტეგა გახლავთ 5 გატანილი გოლით. სერია ა-ში პირველი შთამბეჭდავი გამარჯვება „სან-სიროს“ სტადიონზე 1971-72 წლებში შედგა, რომელშიც „როსონერი“ 1:4 დამარცდა „ბიანკონეროსთან“. ეს ის წლების, როდესაც „ბებერმა ქალბატონმა“ თავის მე-14 სკუდეტო იზეიმა სეზონის ბოლოს. (სრულად…)
ტიაგო სილვა წლევანდელი “იუვენტუსით” გაკვირვებულია. როგორც ჩანს, ბრაზილიელი მცველი არ ელოდა, რომ “ბებერი ქალბატონი” “სკუდეტოსათვის” შეძლებდა ბრძოლას, ეს მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა: ” სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ “იუვე” ასეთი ძლიერი იქნებოდა. “ბიანკონერებმა” დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ ასევე ძლიერი მწვრთნელით სათავეში. ნამდვილად კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია. უნდა შევამციროთ შეცდომათა რიცხვი, მათთან თამაშისას წუნი ყოველთვის ბევრი გვქონდა. “იუვე” სახიფათო მეტოქეა, რადგან თითოეული შენი შეცდომის გამოყენება ძალუძს. ტურინელები კონტრ-შეტევებზეც კარგად თამაშობენ და აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, უფრო განსხვავებული, ვიდრე სხვა ნებისმიერ გუნდს, რომელსაც დავპირისპირებივართ. ყველა ფეხბურთელს უნდა ვუფრთხოდეთ, მხოლოდ პირლოს არა. ანდრეა მხოლოდ ის ელემენტია, რომლის გავლითაც იქმნება თამაში. ” -აცხადებს სილვა. (სრულად…)
ბოლო პერიოდში იტალიაში გავრცელებული ჭორები ხაბი ალონსოს “იუვენტუსში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ იუწყებოდნენ, თუმცა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის აგენტი ყველაფერს უარყოფს. ინიაკი იბანიესი ტრანსფერს შეუძლებლად მიიჩნევს: ” აპირებს თუ არა “იუვე” ჩემი კლიენტის გადმობირებას? არ ვიცი, მათ ჰკითხეთ. საქმე ფულში როდია, უბრალოდ “რეალში” თავს კარგად გრძნობს და არც “იუვეში” და არც სხვა ნებისმიერ გუნდში გასავლის საჭიროება არ არსებობს. თანაც სამეფო კლუბთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრით აკავშირებს და არც მისი გახანგრძლივება დგას ეჭვის ქვეშ. “იუვეს” ნამდვილად ჰქონდა ალონსოს ყიდვის შანსი, ეს ორი წელიწადნახევრის წინ იყო, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. ამ მატარებელმა უკვე დიდი ხანია ჩაიარა. ” -აცხადებს აგენტი. (სრულად…)
„მატჩი „იუვესთან“ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი“, ამ სიტყვებით მასიმილიანო ალეგრიმ ცოტაოდენ შეამცირა „მილანი“ „იუვენტუსის“ მომდევნო მატჩის მნიშვნელობა, მაშინ როდესაც გასულ თვეებში ის ამ მატჩის შესახებ ამბობდა რომ სწორედ ეს შეხვედრა იქნებოდა გადამწყვეტი სკუდეტოსათვის ბრძოლაში… (სრულად…)
საფეხბურთო აგენტი ანდრეა დამიკო, რომელიც რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის აგენტი გახლავთ Tuttosport-თან ინტერვიუში მისი ერთ-ერთი კლიენტის – 25 წლის იტალიელი პლეიმეიკერის – სებასტიან ჯოვინკოს მომავალზე საუბრობს. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისათვის ჯოვინკოს უფლებათა პაკეტის 50-50%-ს შესაბამისად „იუვენტუსი“ და „პარმა“ ფლობენ. აგენტის სიტყვების მიხედვით, ჯოვინკო იმ შემთხვეაში დათმობს „პარმას“ მაისურს და მოირგებს შავ-თეთრ ფორმას, თუ მას გარკვეული გარანტიები ექნება. (სრულად…)
იუვენტუსის პრეზიდენტი – ანდრეა ანიელი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის – ჯანკარლო აბეტეს კომენტარს ეხმაურება, რომლითაც აბეტე, თავის მხრივ, კონტეს „პარმასთან“ მატჩის შემდგომ ინტერვიუს გამოეხმაურა. (სრულად…)
20 თებერვლის ღამეს პორტუგალიურმა “ბენფიკამ” “გიმარაეშისგან” სეზონში პირველი მარცხი იწვნია, რის შემდეგაც ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად გახდა მთელს ევროპაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი! ესპანური პირველობის ლიდერები ორ-ორჯერ დამარცხდნენ, “პრემიერ ლიგაში” კი მანჩესტერულმა გუნდებმა სამ-სამი მარცხი იწვნიეს. ასევე სამჯერ დათმო მატჩი დორტმუნდის “ბორუსიამ” და ფრანგულმა “პე სე ჟემ”. ასე და ამგვარად, “იუვენტუსი” ევროპაში ერთადერთია, 25 თებერვალს კი “სან სიროზე” მილანის წინააღმდეგ გავა მოედანზე. მთელი კონტინენტის ყურდღება მილანისკენაა, შეძლებს კი “იუვე” “როსონერის” ერთ სეზონში ზედიზედ მესამეჯერ დამარცხებას? (სრულად…)
ბეპე მაროტას შემდეგ ახლა უკვე ანდრეა ანიელი აღნიშნავს, რომ “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის გასამართ მომავალ დაპირისპირებაში ფავორიტები “მილანელები” არიან. “ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი ტურის მატჩზე საუბრობს: ” საკუთარი საფეხბურთო ინტერესების დასაცავად ლიგაში ბევრი გუნდი იბრძვის, ცოტა არ იყოს ნერვიული ატმოსფეროა შექმნილი. მაგრამ მომავალ შეხვედრას იშვიათი უპირატესობით ვხვდებით – აბსოლუტურად მშვიდად ვართ. ვიცით, რომ ფავორიტები მასპინძლები არიან, “მილანი” იტალიის მოქმედი ჩემპიონია და თანაც უკვე “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედფინალშიც დაიბევა ადგილი, ეს მათ აშკარა ფავორიტებად ხდის. ასეა თუ ისე, ბრწყინვალე შეხვედრა გველოდება, დიდი ხანია, რაც კონკურენტები ვართ. ” -აცხადებს ანიელი. (სრულად…)
რიგით 64 – ე ვიარეჯოს თასის გათამაშება ტურინის “იუვენტუსის” სრული ტრიუმფით დასრულდა.ახალგაზრდა ბიანკონერებმა ბებერი ქალბატონის ისტორიაში მერვედ მოიპოვეს ტიტული, დაამარცხეს რა ფინალში “რომა”, ანგარიშით 2-1.მატჩი ტურინელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რომაელებმა მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.