30 VOLTE JUVENTUS !!!
დავბრუნდით !!! დავბრუნდით იმისთვის , რომ მსოფლიოს საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთხელ ნახოს შავ თეთრი ფორმა , რომელიც არასოდეს დანებდება , ბოლომდე იბრძოლებს და გაახარებს საკუთარ გულშემატკივარს ! ეს ტურინის ” იუვენტუსია ” ! ჩვენ კი მისი ერთგული გულშემატკივრები ვართ , რომლებსაც განსაკუთრებულად გვესმის საკუთარი გუნდის ქომაგობა ! ეს ყველაზე განსხვავებული გუნდია , ჩვენ კი ყველაზე განსხვავებული გულშემატკივრები ვართ !!! ისტორიული დღეა საიტისვითს , რომლის არსებობის მანძილზე ( ForzaJuve.Ge 3 წლის არის ) ბიანკონერიმ პირველი სერიოზული ტიტული მოიპოვა ! სიმბოლურია , რომ ეს გუნდისთვის 30-ე სკუდეტო გამოდგა ! მომავალი სეზონიდან ჩვენს შავ თეთრ მაისურებზე მესამე ვარსკვლავი გამოჩნდება !!! გილოცავთ ყველას !!! ეს ერთი და სხვა მრავალი ! წინ დიდი გამარჯვებები გველის !!! მადლობა იმისთვის , რომ ჩვენს საიტზე შემოდიხართ ! მართლაც რომ ჩვენს საიტზე , რადგან ForzaJuve.Ge ყოველი თქვენთაგანისაა !!!
ძალიან დიდ პატივს გცემთ თითოეულს ! მუდამ თქვენი იუვენტინო დავით ჯიშკარიანი და სრულიად ForzaJuve.Ge -ს გუნდი !!!








მაისი 7, 2012
|
Posted by დათკა
Categories:
Campioni D’italia !!! ” იუვენტუსი ” იტალიის ჩემპიონია !!! 30 – ე სკუდეტო !!! Forza Juve !!!
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მწვრთნელი, მარჩელო ლიპი დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს სკუდეტო ბიანკონერებს დარჩებათ.ტიტულისთვის ბრძოლა შესაძლოა დღეს დასრულდეს, იმ შემთხვევაში, თუ ტურინელები “კალიარის” დაამარცხებენ, “ინტერი” კი მილანურ დერბიში არ წააგებს.
კრისტიან აბიატი უმნიშვნელოვანესი დერბის წინ “იუვენტუსთან” კონკურენციასა და ბუფონის მიერ წინა ტურში დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს. იტალიელი კარის დარაჯი “ბიანკონერის” პირველ ნომერს უთანაგრძნობს: “ ჩემს კარიერაში ასჯერ მეტი ასეთი შეცდომა დამიშვია – ღიმილით ამბობს აბიატი – გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ მეგობარსა და დიდებულ ადამიანს. ვიცი, თანაგუნდელთა გაწბილების გამო განაწყენებული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში რეაბილიტირებას შეძლებს. რაც შეეხება “სკუდეტოსათვის” ბრძოლას, ნორმალურია, რომ “მილანს” ისევ სჯერა ჩემპიონობის. მხოლოდ ორი შეხვედრაა დარჩენილი. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება და “იუვენტუსის” შეცდომის მოლოდინია. ” -აცხადებს აბიატი.
ტრიესტში გამგზავრებამდე გამართულ პრესკომფერენციაზე ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც “კალიარის” წინააღმდეგ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. გუნდი ტრიესტაში მთელი შემადგენლობით მიდის. ტურინში არ დარჩება არც ტრავმირებული პაოლო დე ჩელიე. გუნდში დაბრუნდა სიმონე პეპე.
როგორც დაგპირდით, დღეს უნდა გარკვეულიყო შეკრებისადგილი, სადაც ბათუმელი “ტიფოზები” ერთად მივადევნებდით თვალს ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. ეს ადგილია, სასტუმრო “მარინა”, ნინოშვილის ქუჩაზე, აქვაპარკის გვერდით. შესვლა არ არის ფასიანი, უბრალოდ წამომსვლელს უნდა ჰქონდეს თან მინიმუმ თხუთმეტი ლარი, რომელსაც იქვე დახარჯავს თავისთვის, ეს არის და ეს. დღეს საღამომდე ყველამ საბოლოოდ დააფიქსირეთ წამოსვლის სურვილი კომენტარებში, რათა გავიგოთ რამდენი ვართ. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ გუნდს!
ხვალ ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩს “კალიარისთან” გამართავს. “ბიანკონერები” “მილანს” ერთი ქულით უსწრებენ და “სტადიო დელა როკაზე” მხოლოდ გამარჯვებისთვის აპირებენ გასვლას. მთავარი მწვრთნელი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს…
ხვალინდელ შეხვედრაში მასპინძელი “კალიარია”, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. ტრიესტაში 5.000 -მდე სარდინიელთა ქომაგის საპირისპიროდ 20.000 -ზე მეტი “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივარი შეიკრიბება. მიუხედავად “კალიარის” პრეზიდენტის მიერ ბილეთებზე მაღალი ფასის დაწესებისა, მყიდველი მხოლოდ 150-200 ევროს ღირებულების ბილეთების ნაწილს არ გამოუჩნდა. სტადიონი თითქმის მთლიანად შავ-თეთრ ფერებში შეიღებება, “ნერეო როკოს” სტადიონზე იუვენტინოებს მთელი იტალიიდან ელოდებიან. ენთუზიაზმი პიკს აღწევს! 







