europe-bet.com/

Posts belonging to Category News



პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

(სრულად…)

იაკონი: ” “იუვენტუსი” ელ ხადურით ინტერესდება “

როგორც “ბრეშიას” სპორტული დირექტორი ანდრეა იაკონი აღნიშნავს, ტურინის “იუვენტუსი” მისი გუნდის ნახევარმცველის ომარ ელ ხადურის გადაბირებით ინტერესდება: ” “იუვენტუსი” ნამდვილად ინტერესდება ელ ხადურით, ეს საკითხი “ბიანკონერებთან” უკვე განვიხილეთ. დირექტორ ბეპე მაროტასა და მთლიანად “იუვენტუსთან” ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. თუ ინტერესი სერიოზული აღმოჩნდება, არა მგონია, პრობლემები შეიქმნას. ” -ბელგიელი ნახევარმცველი 21 წლისაა და თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ირიცხება. რამდენიმე სიტყვით იაკონიმ ნიკოლა ლეალის ტრანსფერზეც ისაუბრა: ” ლეალისთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია, ივლისში ის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.(სრულად…)

რობენი: ” “იუვენტუსი”? ვინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი “

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ არიენ რობენს ტელეკომპანია “სკაის” ჟურნალისტები გაესაუბრნენ. ნახევარფინალური შეხვედრის გარდა, საუბარი ჰოლანდიელის მომავალსაც შეეხო. ნახევარმცველს “იუვენტუსის” მხრდან ინტერესზე დაეკითხნენ: ” ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი დიდი გუნდის მხრიდან ინტერესი, როგორიც “იუვენტუსია”. ტურინელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, აშენებენ გუნდს, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება. ამჟამად “ბაიერნში” თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გამიხანგრძლივებია. ფეხბურთში არასოდეს იცი, რას გიმზადებს მომავალი. ” -აცხადებს რობენი. (სრულად…)

დელ პიერო: ” … სახლიდან მივდივარ “

ალესანდრო დელ პიერომ გამოცემა “ვანიტა ფეარს” ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა. “ბებერი ქალბატონის” კაპიტანი თავის წარსულსა და მომავალზე საუბრობს… (სრულად…)

ანშლაგი “იუვენტუს არენაზე”: ბილეთები 40 წუთში გაიყიდა

კვირას ტურინში ჩამოსულ “რომას” ბოლომდე გავსებული “იუვენტუს არენა” დახვდება. “იუვენტუსის” ახალ სტადიონზე ეს უკვე მეცხრამეტე ანშლაგია. ბილეთები მათი გაყიდვებზე გამოტანიდან 40 წუთის შემდეგ ბოლომდე გაიყიდა. შეგახსენებთ, მატჩი 22 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. (სრულად…)

აგენტი: ” “იუვენტუსი” ასტორითი ინტერესდება “

“იუვენტუსი” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიდე ასტორი შეიძინოს. ამის შესახებ 25 წლის იტალიელი ცენტრალური მცველის აგენტი რენცო კონტრატო საუბრობს: ” დავიდემ “სერია ა” -ში მაღალ დონეზე უკვე ასზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამ სეზონმა მისი წარსული დამსახურებები გაამყარა, ის მზადაა ახალ ეტაპზე გადავიდეს. რაც შეეხება “იუვენტუსს”, დიახ, ტურინული კლუბის მხრიდან გარკვეული ინტერესი არსებობს. ამ ჭორების დადასტურება შემიძლია. ” -შეგახსენებთ, “მილანის” აკადემიის აღზრდილი ასტორი 2008 წლიდან “კალიარის” ღირსებას იცავს. (სრულად…)

პაოლო მალდინი: “შანსები 50-50%-ზეა”

გასულ კვირას მასიმილიანო ალეგრიმ პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიხსენა სალი მუნტარის დარტყმა „იუვენტუსთან“ მატჩში და აღნიშნა, რომ გოლის ჩათვლის შემთხვევაში „მილანი“ სატურნირო ცხრილის ლიდერი იქნებოდა და სკუდეტოსათვის ბრძოლა სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. მათი მწვრთნელის მხრიდან ასეთი უადგილო განცხადებები უკვე არამარტო მოწინააღმდეგე გუნდის, არამედ შავ-წითლების თავგადაკლულ გულშემატკივარსაც აღარ სიამოვნებს. მათ შორის არის „მილანის“ ლეგენდარული მცველი და კაპიტანი – პაოლო მალდინი, რომელიც ურჩევს ალეგრის, რომ შეეშვას წარსულზე საუბარს და თავის მართლებას გუნდის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. (სრულად…)

Gazzetta : “იუვენტუსი” ზაფხულისთვის ემზადება

გასულ უქმეებზე La Gazzetta Dello Sport – ის რედაქტორებმა ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმების შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნეს.გთავაზობთ ბებერი ქალბატონის საზაფხულო გეგმების დეტალურ განხილვას.

(სრულად…)

სუარესი: ” “ლივერპულში” დარჩენა მსურს “

ლუის სუარესი ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. როგორც ჩანს, ურუგვაელ თავდამსხმელს “ლივერპულში” სურს კარიერის გაგრძელება. ფეხბურთელმა ინგლისურ Express.co.uk – თან ისაუბრა:“მსურს, კარიერა “ლივერპულში” განვაგრძო. კონტრაქტი გუნდთან კიდევ ოთხი წლით მაკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ მოვლენები ამის შესაბამისად წარიმართება. ევრასთან დაკავშირებული ინციდენტი ჩავლილი ამბავია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის თანადგომაა. ამ თემაზე საუბრის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ის ფაქტი უკვე წარსულს ეკუთვნის.” – აცხადებს სუარესი. (სრულად…)

“იუვენტუსს” არჩევანის გაკეთება მოუწევს

“იუვენტუსს” თავდამსხმელი სჭირდება. ფეხბურთელი, რომელიც სახიფათო მომენტების უმრავლესობას გოლად აქცევს, ფეხბურთელი, რომელიც დაეხმარება გუნდს, შექმნას სივრცეები შეტევის დროს, ერთი სიტყვით – უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. მისი პოვნა ძნელია, ისევე როგორც მისი ფინანსების დაზოგვით მოპოვება… (სრულად…)