“იუვენტუსი” პასტორეს, აგუეროსა და პირლოს შეძენას აპირებს
ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერხიო აგუეროს, ხავიერ პასტორესა და ანდრეა პირლოს გადმობარგებას აპირებს.კომპანია Exor ბებერი ქალბატონისთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, რომელიც ახალი ფეხბურთელების შეძენას მოხმარდება.La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით, ბიანკონერებმა ანდრეა პირლოს თაობაზე მოლაპარაკებები ფაქტიურად დაასრულეს, იტალიელი ნახევარმცველი ჯუზეპე მაროტას პირველ შენაძენად უკვე შეიძლება ჩაითვალოს.ზინედინ ზიდანისა და მიშელ პლატინის “მემკვიდრის”, ხავიერ პასტორეს შესაძენად ტურინელებს 60 მილიონი ევრო დასჭირდებათ, კუნ აგუეროს სანაცვლოდ კი არანაკლებ დაბალი ფასი სახელდება.








მაისი 12, 2011
|
Posted by Darja
Categories:
კომპანია Promoesport – ის განცხადებით , რომელიც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის და მათ შორის ფელიპე მელოს ინტერესებს იცავს , ბრაზილიელი საყრდენი ტიპის ნახევარმცველი საერთოდ არ ფიქრობს იტალიიდან წასვლას და საჯაროდ უარყოფს მისი აგენტის სიტყვებს , რომ თურმე სელესაოს წევრს თვალი პრემიერ ლიგისთვის დაუდგამს . შეგახსენებთ , რომ მელოს შესაძლო წასვლაზე , მისი აგენტის სიტყვები გამოაქვეყნა შემდეგმა ვებ პორტალმა – sport.co.uk. ” ფელიპე საერთოდ არ ფიქრობს იტალიიდან წასვლაზე , მას აქ ყველაფერი აკმაყოფილებს . მელოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც პარტნიორებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან , ისე გულშემატკივრებთან . ხოსე როდრიგესმა , ფეხბურთელის აგენტმა , უბრალოდ ის განაცხადა რომ თუ გარკვეული მიზეზების გამო მის კლიენტს მოუწევდა იტალიიდან აბარგება , კარიერას ნისლიან ალბიონზე განაგრძობდა . ინტერვიუ რომელიც გამოქვეყნდა საიტზე sport.co.uk – არის სისულელე და მასში არ ფიგურირებს სიმართლის მარცვალი . მელო კონცენტრირებულია მხოლოდ იუვენტუსზე ! – სწორედ იუვენტუსია მისი მომავალი ” .
ქართველი იუვენტინოს შედევრი … 
“სიენას” მთავრმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ radio mana mana -სთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და დასძინა, რომ “იუვენტუსის” გაწვრთნაზე უარს არ იტყოდა. შეგახსენებთ, რომ არც “ბებერი ქალბატონის” ამჟამინდელი მწვრთნელის წასვლაა გადაწყვეტილი, თუმცა ჩაგდებული სეზონის შემდეგ ეს არავის გაუკვირდება. საგულისხმოა, რომ კონტეს “სიენამ” მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაში უკვე გაინაღდა: ” “იუვენტუსიდან” არავინ დამკავშირებია. თუ რომელიმე კლუბისგან შემოთავაზებას მივიღებ, პირველად ამის შესახებ პრეზიდენტი გაიგებს. “სიენას” მხოლოდ ძალიან საინტერესო წინადადების შემთხვევაში დავტოვებ. “იუვენტუსი”, ცხადია, ის გუნდია, რომლის გაწვრთნაზე უარს უბრალოდ ვერ ვიტყოდი. ამ კლუბს საფეხბურთო კარიერაში ბევრი მივეცი და ცოტა არც სანაცვლოდ მიმიღია. ” -აცხადებს კონტე.
” მე უკვე მივეჩვიე, სეზონის ბოლოს დასკვნების გამოტანას, ამ მომენტისათვის კი სიტუაციის შეფასებას აზრი არ აქვს,”-განაცხადა ანიელიმ. ” ხელმძღვანელობიდან პირველი ვარ ვინც ამბობს, რომ როგორც ყველა გულშემატკივარი, შედეგით არც მე ვარ კმაყოფილი. მაგრამ ისიც ვიცით, რომ სეზონის სტარტზე ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ჭაობიდან ამოსვლა მარტივი არ იქნებოდა. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ და მათზე ვმუშაობთ. დელ ნერის მოედანზე მუშაობით კმაყოფილი ვარ. ის საუკეთესო თვისებებით არის დაჯილდოვებული. მე მას ვაფასებ.”
იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსმა” ანდრეა პირლო შეიძინა და სამ წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.ll Corriere Dello Sport – ის ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველის აგენტი ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას დღეს შეხვდა და კონტრაქტის დეტალები მოაგვარა.მიმდინარე სეზონში მასიმილიანო ალეგრიმ პირლოს მოედანზე გასვლის საშუალება 24-ჯერ მისცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანდრეას 2011 წლის 30 ივნისს როსონერისთან კონტრაქტი ეწურება.სკუადრა აძურას შუახაზელის გაფორმება ბიანკონერებისთვის ალბერტო აკვილანიზე უარის თქმას ნიშნავს, რომაელი ნახევარმცველი სავარაუდოდ ინგლისის “ლივერპულს” დაუბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გახშირდა საუბრები ვალტერ მაცარის ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა, შეცვლის თუ არა ლუიჯი დელნერის, „ბიანკონერის“ მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატთა შორის რობერტო მანჩინისაც მოიხსენიებენ პრესაში. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ინტერვიუ მისცა ყოველდღიურ გამოცემა გეზეთ ExtraTime-ს და განაცხადა, რომ აბსოლუტურად არანაირი წინადადება მას არ მიუღია „იუვენტუსისაგან“….
დღეს გალილეო ფერარისის ქუჩაზე ხალხმრავლობაა. “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა. განიხილება და დამტკიცდება სამწლიანი გეგმა,ივნისის ბოლოს საბჭო კიდევ ერთხელ მიუსხდება მოლაპარაკებათა მაგიდას, ხოლო აქციონერთა ანსამბლეა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. დღეს დღის განრიგში სპორტული საკითხების განხილვა არ შედის, საუბარი მხოლოდ ფინანსურ დეტალებსა და კლუბის მომავლის ეკონომიკურ მხარეს შეეხება. ცნობილია, რომ ბლანი მის მიერ დაკავებულ ორივე თანამდებობას დატოვებს, მაგრამ ამავდროულად სტადიონის მშენებლობის ბოლომდე მისაყვანად ადმინისტრაციულ საბჭოში დარჩება. ჯონ ელკანმა უკვე გაახმაურა ახალი ამბიციური პროექტი, რომელსაც კლუბი ოქტომბრის ბოლოს განიხილავს . კლუბის მიერ განცდილი 60 მილიონიანი ზარალი ბიუჯეტის გაზრდის პროექტის ხარჯზე დაიფარება. თუმცა ამ პროცესის განხორციელებას ბიუროკრატიული საკითხებისა და ოფიციალური ფორმალობების გამო საკმაო დრო დასჭირდება. საჭირო თანხის ზუსტ ოდენობა კრება განსაზღვრავს. ოფიციალური წყაროებით (როგორც ეს კრების დაწყებამდე გახმაურდა) საბჭო ჩვენი დროით დაახლოებით ერთი საათის წინ უნდა დაშლილიყო. საინფორმაციო საშუალებები დასკვნითი კომიუნიკეს მოლოდინში არიან.
ტურინის „იუვენტუსის“ მცველი – ლეონარდო ბონუჩი ამბობს, რომ „“იუვეს“ არ გაუმართლა „კიევოს“ წინააღმდეგ მატჩში“, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ „თუ ასეთი რამ რეგულარულად ხდება, ეს მხოლოდ არგამართლება არაა“.







