ჯიოვინკო : ” ძირითად შემადგენლობაზე პრეტენზია არ მაქვს “
Sky Sport – თან საუბარში , სებასტიან ჯიოვინკომ საკუთარ მომავალზე გააკეთა მცირე კომენტარი : ” შესაძლოა , ჩემთვის ნაჩქარევი იყო მეორე ფორვარდის პოზიციაზე გადანაცვლება . მართალია კმაყოფილი ვარ საკუთარი ასპარეზობით , თუმცა უფრო მეტიც შემიძლია . გავაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას . სიმართლე გითხრათ არც აქამდე დამიკლია , მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღწევად ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდებოდა . დღეს კი ( პარმა 3-1 ლაციო ) , შევძელით და შთამბეჭდავი გამარჯვება ვიზეიმეთ ჩემპიონატის ერთ ერთ ლიდერთან . რაც შეეხება უშუალოდ ჩემს მომავალს , ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის . არსებობს გარკვეული წესები სატრანსფერო ბაზარზე , რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს . დღეისათვის პარმას სრულუფლებიანი წევრი ვარ , უკვე შემდგომ კი გადავწყვიტავ რომელი ვარიანტი იქნება უფრო მისაღები . არ მაქვს პრეტენზია ძირითად შემადგენლობაზე , უბრალოდ მსურს პარტნიორებთან ერთად , ერთ დონეზე ვიმყოფებოდე სეზონის დასაწყისში , რაც აქამდე არ მქონია ” .








აპრილი 1, 2012
|
Posted by დათკა
Categories:
საკმაოდ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა დღეს ბრიტანულმა მასმედიამ . საქმე ანტონიო კონტეს ეხება . ცოტახნის წინ ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე შეიტყობდით , რომ ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტით ლონდონის ” ტოტენჰემი ” დაინტერესდა . უკვე დღეს კი , ფაქტიურად ოფიციალურად დადასტურდა , რომ მომავალ სეზონს კონტე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაიწყებს . საქმე იმაშია , რომ სერ ალექს ფერგიუსონს სერიოზული უთახნმოება მოუვიდა კლუბის მმართველებთან – გლეიზერებთან . ამ უკანასკნელებმა კი როგორც ჩანს უკვე დაიჭირეს თადარიგი და წინასაწარი შეთანხმება მიაღწიეს კონტესთან . იუნაიტედი ” სიენას ” ექს თავკაცს 5 წლიან კონტრაქტს , ხოლო წლიურად 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის . სხვათაშორის , კონტემ გუშინდელ ინტერვიუში ნათლად მიანიშნა , რომ მიუხედავად იმისა რომ იუვენტინოა , ნებისმიერ სხვა კლუბში უპრობლემოდ გააგრძელებდა მუშაობას . დამატებითი ფაქტორი ალესანდრო დელ პიეროა , რომლის გუნდში დარჩენის პირველი წინააღმდეგი სწორედ კონტეა . იუვენტუსის შესაძლო ახალ თავკაცზე კი ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება . სავარაუდოდ გუნდს ჯამპიერო გასპერინი ჩაუდგება .
დღევანდელ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელთა 22-კაციანი სია წარადგინა, რომელთაც ხვალ “ნაპოლის” წინააღმდეგ ასპარეზობის უფლება ექნებათ. განაცხადს დაუბრუნდა სტეფან ლიხტშტაინერი, რომელმაც “ინტერთან” დაპირისპირება დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა…
“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი კლუბის მომავალ სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს. ბეპე მაროტა დელ პიეროს წასვლასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟსაც ეხმაურება…
ფიფას აგენტის , რიკარდო სარტის განცხადებით , ბრაზილიური ” ვასკო დე გამას ” ცენტრალური მცველი დედე , ძალზედ ახლოს არის ტურინის ” იუვენტუსში ” გადასვლასთან . Tuttomercatoweb – თან საუბარში მან დაადასტურა ის ფაქტი , რომ ბიანკონერი უკვე დიდი ხანია რაც მოლაპარაკებებს მართავს დედეს აგენტთან და როგორც ჩანს შეთანხმება უმოკლეს პერიოდში შესდგება …
ალესანდრო დელ პიეროს აგენტის განცხადებით, მისმა კლიენტა თავის დროზე უარი განაცხადა ”მანჩესტერ იუნაიტედში” და ბარსელონაში” თამაშზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარე ნიკოლა ლეალი ტურინის ”იუვენტუსში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩაირიცხება. იგი დიდი ხანი რაც ტურინელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული და მას ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენ.”ლეალი თითქმის ”იუვენტუსის” ფეხბურთელია. სეზონის ბოლოს, იგი ოფიციალურად გახდება ტურინელთა წევრი”, – განაცხადა ”ბრეშას” სპორტულმა დირექტორმა ანდრეა იაკონიმ.
“იუვენტუსი” სვლას განაგრძობს, ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშ-თამაშ დიდი მიზნისა და ოცნებისკენ. ჯერ “ფიორენტინა” იყო, შემდეგ “მილანი”, “ინტერი”, ახლა კი რიგში “ნაპოლია”. რაც უფრო რთულდება გზა, მით უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი. ანტონიო კონტე ბრძოლას განაგრძობს, ლიდერამდე მხოლოდ ოთხი ქულაა…
კლაუდიო მარკიზიო პირველი წრის მატჩში არ იყო მოედანზე, ახლა კი მწვანე მინდვრიდან შეეცდება საყვარელი გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას. ზეგ ტურინელები “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან. ორი დღე მატჩამდე… 







