ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-13 ტური”: 21-21-21!

სერია ა-ს მე-13 ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იტალიის კლასიკა იყო: “იუვენტუსი” – “მილანი”, რომელიც შავ-თეთრების გამარჯვებით დასრულდა. 21-21-21: 21 ნოემბერს “იუვეს” 21 ნომერმა მოაგებინა თავის გუნდს, რომელმაც ამ ტურში 21 ქულა დააგროვა; აღსანიშნავი იყო ჯიჯის 20 წლის იუბილე სერია ა-ში, ბერარდის წითელი ბარათი და “ფიორენტინასა” და “ინტერის” კოჰაბიტაციის დასასრული.

ამ ტურში ჯიჯი ბუფონმა სერია ა-ში დებიუტის 20 წლის იუბილე აღნიშნა.სადებიუტო მატჩი კი “მილანის” წინააღმდეგ ჩაატარა (პარმა – მილანი 0:0), მაშინ დონარუმა დაბადებულიც კი არ იყო. ჯიჯისთვის ეს 21-ე სეზონია, 567 თამაშით, 475 გაშვეული გოლით და 253 უგოლო მატჩით. ყველა ტურნირის დონეზე კი 925 მატჩი აქვს ნათამაშევი, აქედან 388 უგოლო შეხვედრა. ლეგენდარულმა მეკარემ გაიმეორა ლეგენადრული შირეას რეკორდი, ჩაატარა რა 552-ე ოფიციალური თამაში “იუვენტუსის” მაისურით. ამაზე მეტი მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს აქვს – 705 მატჩი.

ეს “იუვენტუსის” ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, რაც პირველად დაფიქსირდა ამ სეზონში. “იუვემ” “მილანს” მოუგო ბოლო ექვსივე შეხვედრა, შინ თუ გარეთ, და ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. ეს ნეგატიური რეკორდია “მილანისთვისაც”: ასეთი შედეგი არცერთ სხვა ტოპ კლუბთან არ აქვს.

“უდინეზესთან” 0:1 ერთადერთი საშინაო მარცხია “იუვენტუსისთვის” ბოლო 54 შინ ჩატარებულ შეხვედრაში.

სინიშა მიჰაილოვიჩს არასოდეს დაუმარცხებია ალეგრი. “მილანის” წაუგებელ 5 ტურიან სერიას კი წერტილი დაესვა ამ ტურში. თურმე პაოლო დიბალას “მილანის” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო სამ თამაშიდან (მათ შორის “პალერმოს” რიგებში) ყოველ შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი.

ამ ტურამდე “ინტერს” ორბურთიანი ან მეტი უპირატესობით არ მოუგია, და მხოლოდ ერთ მოგებულ თამაშში აქვს ერთზე მეტი გოლი გატანილი (2:1 “კარპისთან”), ამ ტურში კი 4:0 გაანადგურა “ფროსინონე“. ნერაძური მეოთხე თამაშია მშრალად ინახავს კარს და ასეთი რამ არ მომხდარა 2009 წლის შემდეგ. რობერტო მანჩინიმ 13 სხვადასხვა შემადგენლობით დაიწყო ამ სეზონის 13 თამაში. მაურო იკარდიმ სერია ა-ში მე-100 თამაში და 45-ე გოლი აღნიშნა.

ფიორენტინას” აქამდე ფრე არ დაუმთავრებია უკვე 22 რაუნდია (15 მოგება და 7 წაგება). ვიოლას 28 ქულა აქვს 13 ტურის შემდეგ – ზუსტად იმდენი, როგორც მოცემულ ეტაპზე ჰქონდა 1968-69 წლებში, როდესაც სკუდეტო მოიგო.

ემპოლი” დაუმარცხებელია ბოლო სამ გასვლით თამაშში. თუმცა “ფიორენტინასთან” გასვლაზე ერთხელ მოიგეს, 1997 წელს. მარკო ჯამპაოლოს შეგირდებმა მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში 7 გოლი გაუშვეს, რაც სხვა გუნდების მაჩვენებელთან შედარებით მაღალია.

რობერტო დონადონის მოსვლის შემდეგ “ბოლონია” დაუმარცხებელია, მათ ანგარიშზეა ორი მოგება და ერთი ფრე. დონადონიმ მხოლოდ ერთხელ დაამარცხა “რომა” მწვრთნელის რანგში, “პარმაში” მუშაობის დროს 2012 წელს.

რომას” არასოდეს წაუგია ბოლონიაში 2004 წლის შედმეგ (3 ფრე და 4 მოგება). რუდი გარსიას შეგირდებს მატჩის ბოლო წუთებზე (ბოლო 15 წუთში) 6 გოლი აქვთ გაშვებული. ასეთი ცუდი მაჩვენებელი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს.

ვერონა” კვლავ ერთედერთი კლუბია სერია ა-ში, რომელსაც თამაში არ მოუია ამ სეზონში და ბურთი არ გაუტანია 375 საფეხბურთო წუთის მანძილზე. გუნდები, რომლებიც გამარჯვების გარეშე დარჩნენ სერია ა-ს 12 ტურის შემდეგ, იყვნენ “კივო” და “ასკოლი” 2006-07 წლებში და ორივე გავარდა.

ნაპოლის” წაუგეელი სერია გაგრძელდა: 12 გამარჯვება და ოთხი ფრე ყველა ტურნირზე. გარდა ამისა, 375 წუთია, გოლი არ გაუშვიათ.

გონსალო იგუაინს 12 გოლი აქვს გატანილი 16 ოფიციალურ თამაშში, ხოლო სერია ა-ში – სულ 10, რაც მეტია, ვიდრე “ვერონას” მთელი გუნდის მიერ გატანილი გოლები ამ სეზონში.

უდინეზეს” კი ოთხთამაშიანი შინ წაუგებელი სერია აქვს, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. საკუთარ სტადიონზე კი 284 წუთია გოლი არ გაუშვიათ.

სამპდორიას” არ მოუგია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ბოლო 4 თამაშში სულ 2 ქულა აქვთ დაგროვებული.

ლაციომ” კი ზედიზედ სამი წაგების შედმეგ ფრედ დაასრულა თამაში. ეს მათი პირველი ფრეა ოლიმპიკოზე აპრილის შემდეგ.

პალერმო” კანდრევას საყვარელი სამიზნეა (ფეხბურთელს 4 გოლი აქვს გატანილი მათ წინააღმდეგ). “პალერმომ” მოახერხა ქულის აღება; მათი ბოლო გამარჯვება “ლაციოს” წინააღმდეგ გასვლაზე შედგა 2008 წელს, რის შემდეგაც ნეგატიური ბალანსი აქვს რომაელებთან: სამი ფრე და ოთხი წაგება.

ატალანტამ” პირველად განიცადა ამ სეზონში საკუთარ მოედანზე მარცხი. “ტორინოს” კი აქამდე 6 თამაშიდან 2 ქულა ჰქონდა მოპოვებული და როგორც იქნა დაასრულა ეს უიღბლო სერია.

ჯენოამაც” მოიგო სამი ფრის და წაგების შემდეგ. საკუთარ მინდორზე მათ არასოდეს წაუგიათ “სასუოლოსთან”.

სასუოლოს” მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან.

დომენიკო ბერარდი სამჯერ არის გაძევებული და 27-ჯერ გაფრთხილებული სერია ა-ში ჩატარებული 71 თამაშიდან. ბოლო სამ სეზონში თაბდამსხმელმა სხვებზე მეტი ბარათი მიიღო. “ჯენოას” კი ყველაზე უარესი სტატისტიკა აქვს დისციპლინის კუთხით: გუნდის ანგარიშზე 6 წითელი ბარათია.

კარპის” ერთი ქულა აქვს ბოლო 6 მატჩიდან. “კიევომ” კი როგორც იქნა გამარჯვება იზეიმა 7 მოუგებელი თამაშის შემდეგ. რობერტო ინგლეზემ ყოფილ კლუბს გაუტანა გოლი და პირველად თავის კარიერაში ის ერთ თამაშში გოლის და საგოლე გადაცემის ავტორია.

წყარო: Football Italia

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x