ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-15 ტური”

სერია ა-ს მე-15 ტური საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა “იუვენტუსისთვის”. მან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტადიო ოლიმპიკოზე რომში და ასევე, ქულები დაკარგეს კონკურენტებმა. “ნაპოლის” წაუგებელი სერია “ბოლონიამ” შეწყვიტა და ნეაპოლელები ჩამოქვეითდნენ სატურნირო ცხრილში, ხოლო “რომამ” დრამატულად, ბოლო წუთებზე დაკარგა სამი ქულის აღების შანსი “ტორინოსთან”.
იუვენტუსმა” ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, პირველად 2014 წლის ოქტომბის შემდეგ. ტურინელებმა ბოლო შვიდი თამაშიდან ექვსი მოიგეს და გოლი არ გაუშვიათ 431 წუთის მანძილზე.

ლაციოს” “იუვენტუსისთვის” არ მოუგია 2003 წლის დეკემბრის შემდეგ (6 ფრე და 16 წაგება). რომაელებს ამაზე უარესი ბალანსი მხოლოდ “მილანთან” ჰქონდათ 1998-დან 2011 წლამდე პერიოდში. სტეფანო პიოლის არასოდეს დაუმარცხებია არც ალეგრი და არც “იუვენტუსი”.

პაოლო დიბალას ანგარიშზე 7 გოლი და სამი საგოლე გადაცემაა 15 ტურის შემდეგ. ეს იგივე მაჩვენებელია, რაც კარლოს ტევესს ჰქონდა ამ ეტაპზე “იუვენტუსში” ყოფნის დროს. ჯენტილეტის ავტოგოლი პირველი იყო “იუვესთვის”, რომელიც პირველ 15 წუთში გაიტანა. სამაგიეროდ, “ლაციოს” რეკორდული 6 გოლი აქვს გაშვებული პირველ წუთებში.

ნაპოლის” 18 თამაშიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ამ პერიოდში გუნდის აქტივში 14 მოგება, 42 გატანილი და 8 გაშვებული გოლია. ასეთი რეკორდი კლუბს 1989-90 და 2005-06 წლებში ჰქონდა.

ნეაპოლელებს ორზე მეტი გოლი არ გაუშვიათ 23 მაისის შემდეგ, როდესაც “იუვესთან” წააგეს 3:1. ამ სეზონში “ნაპოლის” არასოდეს მოუგია თამაში, როდესაც მდევრის როლში იმყოფებოდა: “ემპოლისთან” მოახერხა ფრის დამთავრება ანგარიშით 2:2 და წააგო “სასუოლოსთან” და “ბოლონიასთან”.

გონსალო იგუაინს სერია ა-ს ფარგლებში უკვე ზედიზედ მეოთხე თამაშში გააქვს გოლი და ეს მეორედ ხდება ამ სეზონში. პიპიტას ანგარიშზე 70 გოლია “ნაპოლის” მაისურით, და ამ მაჩვენებლით კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში მე-9 ადგილს იკავებს.

პეპე რეინას გასვლაზე თამაშებში არ ჰქონდა ბურთი გაშვებული 564 წუთის მანძილზე, სექტემბერში “ემპოლისთან” 2:2-ის შემდეგ.

მატია დესტროს ოთხი გოლი აქვს გატანილი და თან ბოლო ოთხ მატჩში.

რობერტო დონადონის მოსვლის შემდეგ “ბოლონიამ” 10 ქულა დააგროვა 5 მატჩში.

“ნაპოლის” უარყოფითი ბალანსი აქვს ბოლონიაში ჩატარებულ თამაშებში: 31 წაგება, 58 ფრე და მხოლოდ 14 მოგება.

ინტერისთვის” ამ სეზონში ეს მე-8 თამაში იყო, რომელიც 1:0 მოგებით დაასრულა და მე-10 თამაში, სადაც არ გაუშვია გოლი. გუნდს მოლოდ ერთხელ აქვს გატანილი გოლი პირველ ტაიმში.

ჯენოას” ბოლო გამარჯვება სან სიროზე “ინტერტან” შედგა 1994 წლის მარტში. გრიფონებს ამ სეზონში გასვლაზე ჯერ თამაში არ მოუგიათ.

რომას” “ტორინოსთან” გასვლაზე წაუგებელი სერია აქვს 1990 წლის შემდეგ (10 ფრე და 5 გამარჯვება).

ტორინომ” ბრძოლით მოიპოვა დამატებითი 10 ქულა იმ თამაშებიდან, სადაც მდევრის როლში იყო. ამ მაჩვენებლით ყველა სსხვა გუნდს სჯობნის სერია ა-ში. ტოროს 8 ქულით მეტი აქვს, ვიდრე შარშან ამ დროს, ხოლო “რომას” კი 7 ქულით ნაკლები შარშან ამ ეტაპტან შედარებით.

ფიორენტინა” დაუმარცხებელია 8 თამაშია. ვიოლას სასარგებლო 6 პენალტი დაინიშნა, მეტი ვიდრე სხვა კლუბებსითვის, და ყველა გოლად აქციეს.

უდინეზემ” კი დაასრულა თავისი პოზიტიური სერია, რომელიც 3 მოგების და ერთი ფრისგან შედგებოდა.

კარპი” – “მილანი” იყო მე-7 თამაში ამ სეზონში, რომელიც უგოლოდ დასრულდა.

ატალანტას” ფეხბურთელი ჯულიო მალიაჩო გააძევეს მოედანზე შემოსვლიდან 32 წამში. ეს ყველაზე სწრაფი გაძევება იყო, რაც სერია ა-ში დაფისქსირებულა 2004/05 სეზონის შემდეგ. “ატალანტას” მეორე მოგება აქვს ისე, რომ გოლი არ გაუშვია და 10 ქულით მეტი აქვს, ვიდრე ამ ეტაპზე გასულ წელს ჰქონდა.

პალერმოსთვის” კი ეს მესამე წაგება იყო, როცა სამი გოლი გაუშვა თამაშში.

სასუოლოს” ფეხბურთელი ლორენცო პელეგრინი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც გოლი გაუტანია სერია ა-ში. ის ზუსტად 19 წლის და 5 თვისაა.

სამპდორიას” არასოდეს მოუგია “სასუოლოსთვის” მარასიზე.

ვერონას” დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში ჯიჯი დელ ნერის მწვრთნელობით. თუმცა მაინც ვერ მოიპოვა პირველი გამარჯვება სერია ა-ს წლევანდელ სეზონში. “ვერონა” ძირითადად ქულებს კარგავდა მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით.

ემპოლი” დაუმარცხებელია გასვლაზე ცატარებულ ბოლო ოთხ თამაშში.

ფროსინონეს” წაგებული აქვს სამივე შეხვედრა, რაც კი ჩაუტარებია სერია ა-ს და ბ-ს ფარგლებში, “კიევოსთან“.

 

ბოლო 5 ტურში “იუვენტუსმა” მოაგროვა 15 ქულა, “ინტერმა” – 12, “ფიორენტინამ” – 11, “ნაპოლიმ” – 10, “მილანმა” – 8  და “რომამ” – 5.

 

წყარო: Football Italia

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x