ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri|ბონუჩი:”კონტესთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ”

“ჩვენ იტალიის ნაკრები ვართ და ბუნებრივია, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.. ვერატის და მარკიზიოს გამო საკმაოდ პესიმისტური ატმოსფერო იგრძნობა.. მესმის, რომ ეს მძიმე დანაკარგია, მაგრამ ჯეროვანი ორგანიზებით წარმატებაში დარწმუნებული ვარ. მოედანზე ერთმანეთისთვის ყველაფერს გავიღებთ და როდესაც ჩნდება პრობლემა, მზად ვართ მის ამოსაფხვრელად.. ტაქტიკური განსწავლულობა ასევე მნიშვნელოვანია და სწორედ ამ კომპონენტით თითოეულ მეტოქეს დიდ თავისტკივილს გავუჩენთ”..

“ბელგიის გუნდი სავსეა ნიჭიერი ტალანტებით, რითაც სამწუხაროდ უკანასკნელ ხანებში ჩვენ ვერ დავიკვეხნით.. თუმცა, ტრავმების კუთხით მათაც არანაკლები პრობლემები აქვთ. იუვენტუსის მენტალიტეტი? ეს იგრძნობა და სასიამოვნოა.. მუდამ გამარჯვებაზე ორიენტირებულობა მოგვიტანს სასურველ შედეგს.. სხვა მხრივ განვითარებაზე ფიქრი უადგილო იქნება. სასიამოვნოა იმის გაცნობიერებაც, რომ აძურის უკანა ხაზი სრულად არის ბიანკონერის მიერ დაკომპლექტებული..

კონტე? ვერ ვხედავ პრობლემას, რომ იგი ჩელსიში მიდის.. ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ყველაფერს იღონებს გამარჯვებისთვის.. ანტონიო იმ პიროვნებებს შორის, შედის, რომლებსაც საქმის ბოლომდე მიყვანა უყვართ და რაც მთავარია შედეგიანად.

ნუ დაგავიწყდებათ რამდენი რამ მისცა საკუთარი გამარჯვებული მენტალიტეტით იუვეს.. ნაკრებსაც ანალოგიური წარმატება ელის.

ბუფონი კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა! ბუნებრივია იგი იმედგაცრუებულია ოქროს ბურთის გამო.. საკუთარი კარიერის განმავლობაში ჯიჯი არაერთხელ იმსახურებდა ამ ჯილდოს. დიდებული პიროვნება და სპორტსმენია, რომელმაც ყველაფერი გაიღო საკუთარი გუნდისთვის და ნაკრებისთვის”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

6
Leave a Reply

avatar
6 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
ALLENATORE10_means_alexDutch Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

რაღაც ბელგიას ძაან აუწიეს კოეფიციენტი ) შეილება აზარი არ იყოს )

10_means_alex
სტუმარი
10_means_alex

ეს და მარკიზა მიყვარს, დელპიერო ბუფონის მერე ამათი სახელები დარჩება

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მაგარი ხალხი ხართ ასე ოპერატიულად რომ პასუხობთ ყველაფერს…………

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ადმინ ბერარდიზე იტალიურ პრესაში ბევრი იწერება და ეგებ რამე ახალი მოიძიოთ და დადოთ საიტზე თუ რა ხდება მის ირგვლივ???გადმოდის იუვეში თუ ისევ სასუოლოში რჩება???თქვენ მადლობა ასეთი ოპერატიული იმფორმაციების მოწოდებისთვის