europe-bet.com/
     
 
 
  • დელ პიერო, 19 წელი, ერთი სიყვარული
     
     დელ პიერო - ბოლოჯერ შავ-თეთრ მაისურში http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d-19-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90/
  • "იუვენტუსი" - "ნაპოლი" ( განაცხადი )
     
     რომში - მეორე ტიტულისთვის http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa-2/
  • იუვენტუსი 2011/2012
     
      http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-20112012-2/
  • ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?
     
     პირველი წინადადება კავანის : 5 მილიონი და 5 წლიანი კონტრაქტი  http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98/
  • ნეაპოლიტანელთა განაცხადი
     
      http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93/

იუვენტუსი 2011/2012

ტურინის “იუვენტუსმა” აწ უკვე გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა “სერია A-ში” გუნდმა დაუმარცხებლად იასპარეზა, ასევე გუნდი იტალიის თასის ფინალშია გასული. ეს კი თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. გაგრძელება »

Share

დაბადების დღეს გილოცავთ, ადმინ !

დღეს, 2012 წლის 17 მაისს ჩვენი საიტის მთავარ ადმინს, დავით ჯიშკარიანს 25 წელი შეუსრულდა.Forzajuve.Ge - ს სახელით ვულოცავ დათოს ამ ლამაზ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ღვთის წყალობასა და წარმატებებს როგორც პირად, ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში.

გაგრძელება »

Share

აგენტი: ” მიმდინარეობს მოლაპარაკებები “იუვენტუსთან” “

დონატო დი კამპლი ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი კლიენტი – მარკო ვერატი „პესკარას“ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ მხოლოდ „იუვენტუსში“ გადავა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს მხოლოდ „იუვენტუსთან“ ვაწარმოებთ. გაცვლა? არა, გაცვლას გამოვრიცხავ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ვერატის თაობაზე არასოდეს მქონია საუბარი „ჯენოასთან““ – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

გაგრძელება »

Share

ბუფონი: „ეს სკუდეტო განსხვავებულია“

ჯანლუიჯი ბუფონი დარწმუნებულია, რომ 2011-12 წლის სეზონის სკუდეტო განსხვავებული სიხარულია. ტურინის „იუვენტუსმა“ წლევანდელი ჩემპიონობა დაუმარცხებლად იზეიმა და კალჩიოპოლის (ფალსოპოლის) შემდეგ ეს იყო პირველი სერიოზული წარმატება „ბებერი ქალბატონისათვის“.
გაგრძელება »

Share

კანავარო: ” “იუვენტუსმა 30-ე სკუდეტო მოიგო”

“იუვენტუსის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ფაბიო კანავარომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” მოედანზე 30-ე სკუდეტო მოიგო და არ აპირებს უარი თქვას 2004/2005 და 2005/2006 წელს მოგებულ ტიტულებზე. “ვეთანხმები “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს, ფანებს, იმ ადამიანებს ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და მიიჩნევს, რომ “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში 30-ე სკუდეტო მოიპოვა. “იუვემ” ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რაც ანტონიო კონტეს დამსახურებაა.  მინდა მივულოცო კონტეს ეს წარმატება ვუსურვო და ამასთან დიდი მადლობა გადავუხადო მას. ვიცი რა ხდება ახლა ტურინში, გასული კოშმარული წლების შემდეგ ეს დიადი გამარჯვებაა”. – განაცხადა კანავარომ. გაგრძელება »

Share

კარგად, კაპიტანო კარგად …

კარგად კაპიტანო. შენს გარეშე ძალიან გაგვიჭირდება … გაგრძელება »

Share

მარკიზიო : “ეს ახალი ეპოქის დასაწყისია”

“იუვენტუსი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ტიტულისთვის იბრძოდა” – შესანიშნავი სეზონის შემდეგ კლაუდიო მარკიზიოს მორიგი ინტერვიუ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო : “თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯეთ და რაც მთავარია, შედეგი ვაჩვენეთ.გუნდი ცდილობდა ეთამაშა მისი თამაში, ყველგან – სახლში თუ გასვლაზე.დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს, გამარჯვების მენტალიტეტი სწორედ მისი პროფესიონალიზმის ხარჯზე დავიბრუნეთ.საუკეთესი მომენტი ? – დაჯილდოვების ცერემონიალი.ფეხბურთელები მოედანზე გამოდიოდნენ, პუბლიკა კი ჩვენს სახელებს სკანდირებდა.ზეიმი ჰქონდა ყველას, ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა თუ ხელმძღვანელებს.სკუდეტო ეს იყო ჯილდო იმის სანაცვლოდ, რაც მთელი წლის განმავლობაში გავიღეთ.არიან ადამიანები, რომლებსაც ხალხი უფრო ნაკლებად ხედავს, მაგრამ საერთო წარმატებაში მათ ლომის წილი მიუძღვით, თითოეული მათგანის მადლიერი ვარ.”

გაგრძელება »

Share

ბარძალიმ 2015 წლამდე გაახანგრძლივა

31 წლის იტალიელმა გუნდთან
კონტრაქტი კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ იტალიური გამომცემლობა Tuttosport-ი იუწყება. შეგახსენებთ,
რომ იტალიელი გუნდში 2011 წლიდა 50 მატჩის ჩატარებაც მოახერხა. გაგრძელება »

Share

სატრანსფერო ჭორი(ასუ-ეკოტო)

ტურინის “იუვენტუსს” ლონდონის “ტოტენჰემის” მცველის – ბენუა ასუ-ეკოტოს გადაბირება სურს. Sky Sport 24-ის ცნობით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი 28 წლის კამერუნელის ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ კამერუნელ ფეხბურთელს გუნდის სკაუტები წინა წელსაც აკვირდებოდნენ, მაგრამ გუნდში ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ არჩევანი პაოლო დე ჩელიეზე გაკეთდა. ცნობისათვის, კამერუნელი ლონდონურ კლუბში 2006 წლიდან იმყოფება და გუნდში ჩატარებული 141 მატჩში 4-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო წელს 34-ჯერ მოირგო  ”ტოტენჰემის” ფორმა და 2 გოლიც მიითვალა. სატრანსფერო ღირებულება ჯერ არ სახელდება. გაგრძელება »

Share

ფილიპე მელო : ” გალათასარაიში დავრჩებოდი … “

ბრაზილიელ ფეხბურთელზე ტურინის ” იუვენტუსში” ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ფილიპე მელომ გაწეული ავანსები ვერ გაამათლა, ამის გამო იგი ” გალათასარაიში ” გაუშვეს სათამაშოდ : ” დასასვენებლად ბრაზილიაში მივდივარ, იმედი მაქვს დავბრუნდები და აქ განვაგრძობ ჩემს კარიერას. ” ფილიპე არასდროს მალავდა, რომ იგი თურქეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას.თანაგუნდელთან ჩხუბის შემდეგ ( ალბერტო რიერა ) , მელოს იტალიაში დაბრუნების შესახებ ჭორები გამძაფრდა, მაგრამ ჩემპიონობამ შესაძლებელია ყველაფერი შეცვალოს. გაგრძელება »

Share