europe-bet.com/
     
 
 
  • დელ პიერო, 19 წელი, ერთი სიყვარული
     
     დელ პიერო - ბოლოჯერ შავ-თეთრ მაისურში http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d-19-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90/
  • "იუვენტუსი" - "ნაპოლი" ( განაცხადი )
     
     რომში - მეორე ტიტულისთვის http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa-2/
  • იუვენტუსი 2011/2012
     
      http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-20112012-2/
  • ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?
     
     პირველი წინადადება კავანის : 5 მილიონი და 5 წლიანი კონტრაქტი  http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98/
  • ნეაპოლიტანელთა განაცხადი
     
      http://forzajuve.ge/2012/05/19/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93/

პრანდელი: “დელ პიეროს და ტოტის უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ ნაკრებისთვის”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ჩეზარე პრანდელი ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტიზე საუბრობს.
“არიან თუ არა ტოტი და დელ პიერო ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრების კანდიდატები? რასაკვირველია, როდესაც საუბარი ტოტიზე და დელ პიეროზეა მათ მიმართ თითოეულ ჩვენგანს დაფასების უდიდესი გრძნობა უჩნდება. მათ ნაკრებისათვის ბევრი აქვთ გაკეთებული და უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლიათ. ჯერ გადაწყვეტილი არაა გუნდის საბოლოო შემადგენლობა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ახალგაზრდული ასაკის გამო არ მოხდება. ანტონიო კასანო? ის ძალიან კარგი იყო ნაკრებში, მაგრამ როგორც იცით ჯანმრთელობის პრობლემების გამო გუნდში აღარ არის. იმედია იგი მალე დაბრუნდება ნაკრებში უფრო დიდი ენთუზიაზმით. ჩვენ ველით მას” – აცხადებს ჩეზარე პრანდელი.

გაგრძელება »

Share

ბალოტელი: ” “იუვენტუსის” აპლოდისმენტები მინდა “

ალესანდრო ალჩიატომ, სკაი სპორტის ჟურნალისტმა მარიო ბალოტელისთან საუბრის შემდეგ იტალიელი ფორვარდის ინტერვიუდან ამონარიდი გამოაქვეყნა. დიდი ხანია მარიოს სახელს “მილანსა” და “ინტერს” უკავშირებენ, თუმცა: “ბალოტელიმ მითხრა, მხოლოდ მილანურ გუნდებზე საუბარი არ ღირსო, თურმე კიდევ არის რაღაც. წარსული გამოცდილების გახსენებისას “ბიანკონერიზე” ალაპარაკდა.”

“იუვენტუს სტედიუმის” აპლოდისმენტების მიღება მინდა. შესაძლოა, “იუვენტუსის” ტიფოზებმა სხვა პოზიცია დაიკავონ, მაგრამ ოდესმე მათი აზრის შეცვლაც შეიძლება. ” -განუცხადა ბალოტელიმ სკაი სპორტს. ასევე აღსანიშნავია, რომ მინო რალიოლა, ბალოტელის აგენტი ძალიან ახლო ურთიერთობაშია პაველ ნედვედთან. მათ შორის უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ კონკრეტული დეტალები უცნობია. გაგრძელება »

Share

პეტრალიტო: “რობენის “ბაიერნიდან” წასვლა რეალურია”

ფიფას აგენტი, ჯაკომო პეტრალიტო, რომელიც გერმანული სატრანსფერო ბაზრის ექსპერტად ითვლება, Calciomercato – ს გაესაუბრა და არიენ რობენის ტრანსფერთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა…

გაგრძელება »

Share

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

Share

დამიაო ტრანსფერთან ახლოსაა

22 წლის ლეანდრო დამიაო მომავალი სეზონიდან “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “ტუტოიუვეს” ბრაზილიელ ფორვარდთან დაახლოებული პირი ესაუბრა: ” დიახ, დამიაო ივნისიდან მართლაც “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიაში ამას ყველა ადასტურებს, ასე რომ, ერთადერთი რაც დარჩა ოფიციალური გაფორმებაა. ” -აღსანიშნავია, რომ დამიაომ კარიერაში ჩატარებულ 86 ოფიციალურ მატჩში 58 გოლი გაიტანა და ბრაზილიური “სერია ა” -ს ბომბარდირის სტატუსიც არაერთხელ მოირგო. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 47 მატჩში 34 -ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და ცხრაჯერაც საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან სტატისტიკის მიხედვით, ლეანდროს ყოველი მესამე დარტყმა გოლით მთავრდება. ახალგაზრდა ვარსკვლავს უკვე ნაკრების ღირსების დაცვის საშუალებაც მიეცა და ბრაზილიის მაისურით ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ხუთ შეხვედრაში მის ანგარიშზე ერთი გოლია. შეგახსენებთ, მის სახელს უკვე რამდენიმე თვეა “ბიანკონერის” უკავშირებენ. გაგრძელება »

Share

მოჯი: ” წინ მხოლოდ “რომა” არაა “

ლუჩიანო მოჯი “იუვენტუსის” ირგვლივ შექმნილ სიტუაციასა და დელ პიეროს წასვლის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე საუბრობს. ყოფილი დირექტორის აზრით, კაპიტნის გაშვება არასწორი იქნება, “სკუდეტომდე” კი ჯერაც შორი და დამღლელი გზაა: ” მართალია, რომ ალექსი ის აღარაა, რაც უწინ, თუმცა, როგორც წინა მატჩებში დამტკიცდა, შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. დელ პიეროს ჯერაც შეუძლია “იუვენტუსის” დახმარება, თუნდაც შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ. ამ მხრივ, სავსებით შესაძლებელია, დელ პიერო ჟოზე ალტაფინის დაემსგავსოს. რაც შეეხება ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ამ გზაზე მხოლოდ “რომა” როდი წარმოადგენს სირთულეს. “ლეჩე” ამჟამად იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და შეუძლია კონტეს გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნას. არც “ჩეზენა” უნდა დავივიწყოთ, ბერეტას შეგირდები ბოლო პერიოდში დაცვაში ბრწყინვალენი არიან. ხარისხის კუთხით, “იუვენტუსი” საუკეთესოთა შორის ნამდვილად არაა, მაგრამ როცა საქმე მოტივაციასა და შემართებაზე მიდგება, “ბიანკონერები” უკონკურენტონი არიან. ” -აცხადებს მოჯი. გაგრძელება »

Share

ვიალი: ” დელ პიერო უნდა წავიდეს “

ჯიანლუკა ვიალის სჯერა, რომ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ დელ პიეროს წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. “ბებერი ქალბატონის” ყოფილი ფორვარდი “სკაი სპორტთან” საუბრობს: ” ანიელის გადაწყვეტილება მოულოდნელობა სულაც არ უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, ერთი წლის წინ ანდრეას უფრო გაუკვირდა, როცა დელ პიერომ ღია კონტრაქტის ხელმოწერაზე გამოთქვა მზაობა. სრულიად ჩვეულებრივია, რომ “იუვენტუსი” დელ პიეროს გარეშე მომავალზე დაფიქრდა. შესაძლოა, მისი გუნდში ყოფნა სხვა ფორვარდებს ბოჭავს და ამიტომაც ვერ ახერხებენ შესაძლებლობათა მაქსიმუმის ჩვენებას. შესაძლოა, ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, როცა სკამზე ასეთი მნიშვნელობის ფეხბურთელი ზის. ამასთან თავად დელ პიერომაც იცის, ხალხის ყელში ამოსვლას დაშორება ყოველთვის ჯობია. იმაზე ცუდი არაფერია, ვიდრე ამ სიტყვების მოსმენა: როდისღა აპირებ ფეხბურთიდან წასვლას? ” -აცხადებს ვიალი. გაგრძელება »

Share

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

Share

იაკონი: ” “იუვენტუსი” ელ ხადურით ინტერესდება “

როგორც “ბრეშიას” სპორტული დირექტორი ანდრეა იაკონი აღნიშნავს, ტურინის “იუვენტუსი” მისი გუნდის ნახევარმცველის ომარ ელ ხადურის გადაბირებით ინტერესდება: ” “იუვენტუსი” ნამდვილად ინტერესდება ელ ხადურით, ეს საკითხი “ბიანკონერებთან” უკვე განვიხილეთ. დირექტორ ბეპე მაროტასა და მთლიანად “იუვენტუსთან” ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. თუ ინტერესი სერიოზული აღმოჩნდება, არა მგონია, პრობლემები შეიქმნას. ” -ბელგიელი ნახევარმცველი 21 წლისაა და თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ირიცხება. რამდენიმე სიტყვით იაკონიმ ნიკოლა ლეალის ტრანსფერზეც ისაუბრა: ” ლეალისთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია, ივლისში ის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.გაგრძელება »

Share

რობენი: ” “იუვენტუსი”? ვინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი “

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ არიენ რობენს ტელეკომპანია “სკაის” ჟურნალისტები გაესაუბრნენ. ნახევარფინალური შეხვედრის გარდა, საუბარი ჰოლანდიელის მომავალსაც შეეხო. ნახევარმცველს “იუვენტუსის” მხრდან ინტერესზე დაეკითხნენ: ” ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი დიდი გუნდის მხრიდან ინტერესი, როგორიც “იუვენტუსია”. ტურინელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, აშენებენ გუნდს, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება. ამჟამად “ბაიერნში” თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გამიხანგრძლივებია. ფეხბურთში არასოდეს იცი, რას გიმზადებს მომავალი. ” -აცხადებს რობენი. გაგრძელება »

Share