პირლო : “10 ნომრიან მაისურს არ ჩავიცმევ”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო ალესანდრო დელ პიეროს აზრს ეთანხმება და 10 ნომრიანი მაისურის გაუქმების წინააღმდეგია : “ალესანდროს აზრს ვეთანხმები, 10 ნომრიანი მაისური არ უნდა გაუქმდეს.პირიქით, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი კაპიტნის მაისურის მოპოვება დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს.ავიღებ თუ არა დელ პიეროს ნომერს ? – არა, მომავალ სეზონშიც 21 ნომრით ვიასპარეზებ.”













მაისი 15, 2012
|
Posted by Darja
Categories:

ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ გაჩნდა შიში, რომ კიელინი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებდა. ასეა თუ ისე, ფეხბურთელმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და როგორც აღმოჩნდა, სარეაბილიტაციო პერიოდი მხოლოდ 20 დღეს შეადგენს. შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 10 ივნისს ესპანეთთან გამართავს, ამ დროისთვის კი ცენტრალური მცველი – რომელსაც მარცხენა მცველად თამაშის გამოცდილებაც დაუგროვდა – სრულ მზადყოფნაში იქნება.
“ლა სტამპას” მტკიცებით ბეპე მაროტამ რობინ ვან პერსის ტრანსფერის თაობაზე ჰოლანდიელის აგენტთან ისაუბრა. თუ იტალიურ გამოცემას დავუჯერებთ, ფორვარდის წარმომადგენელი ტურინში გახლდათ და კონტრაქტის დეტალები განიხილა. “ბებერი ქალბატონი” მზადაა “არსენალის” ათ ნომერს ოთხწლიანი კონტრაქტი, წელიწადში კი 7.5 მილიონი ევრო შესთავაზოს. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ნაკლებ სავარაუდოა მეთოფეები თავის ბომბარდირს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიონ. ტურინელებს მომავალ სეზონში სამ ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა და გუნდის კლასის ამაღლება დირექტორატის უმთავრესი ამოცანაა.
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ჩეზარე პრანდელი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ საკუთარ გუნდზე და მის ფეხბურთელებზე საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს…
გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმების მოკლე ყოველკვირეულ მიმოხილვას..
Sky Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ალესანდრო დელ პიეროს საპატივცემულოდ 10 ნომრიანი მაისურის სამუდამოდ დახურვა გადაწყვიტა.37 წლის იტალიელი ბიანკონერების ცოცხალი ლეგენდა და კაპიტანია, მრავალი რეკორდისა თუ ტიტულის მფლობელი, სწორედ ამიტომ, დიდი შანსია იმისა, ბებერი ქალბატონის 10 ნომრიანი მაისური შემდეგში არავინ მოირგოს.
“ ფანტასტიური სეზონი იყო “ – საუბრობს ჟურნალისტებთან ტურინის ” იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი : ” საკუთარ გზას , სათავე 8 სექტემბერს დაედო , როდესაც პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ ახალ არენაზე . მიხარია , რომ ეს არ იყო უკანასკნელი და იმედს გამოვთქვამ , წინ კიდევ არა ერთი დიდი წარმატება გველოდება . დღეისათვის კი იტალიის ღირსეული ჩემპიონები ვართ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აბსოლიტურად ყველა ადამიანს , მოვუხადო მადლობა გვერდში დგომისთვის . მათ არ გაწირეს კლუბი და მძიმე სიტუაციაშიც კი ჩვენს გვერდით იდგნენ . პერსონალური მადლობა ასევე მათ ვინც თანამშრომლობდა ” იუვენტუსსთან ” და განსაკუთრებით ანტონიოს … მთელი პერსონალის წინაშე ვიხრი ქედს . მადლობა ლაპოს და ჯონს . დიდი მადლობა დელ პიეროს ! რომელიც ყოველთვის ჩვენი კაპიტანი იქნება . მადლობა ჯიჯის , რომელიც კაპიტნის სამკლაურს ატარებდა . მადლობა ასევე ჩემს ოჯახს , რადგან მათ გარეშე მომიხდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოფნა . გამორჩეული მადლობა გულშემატკივრებს . ეხლა კი რომში ! შემდეგი ტიტულისთვის ! ” .
“იუვენტუსისა” და დელ პიეროს გზები გაიყო. ტურინში გატარებული 19 წლის შემდეგ ის გუნდიდან მიდის. კაპიტანი გულშემატკივრებს გამომშვიდობების წინ ღია წერილით მიმართავს…
იტალიური პრესის მიმოხილვა…
ალესანდრო დელ პიერომ , კიდევ ერთხელ იზეიმა სკუდეტო ” იუვენტუსის ” მაისურით , რომელიც როგორც ჩანს მის გამოსამშვიდობებელ სეზონში იქნა მიღწეული : ” განუმეორებელი შეგრძნებაა . ჩემი ურთიერთობა გულშემატკივრებთან ცდება ყველანაირ ზღვარს და მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის . დღეს მე ბედნიერი და ამაყი ვარ . დიახ , არის გარკვეული მომენტები რაზეც გული მწყდება , თუმცა ასეთ ღირშესანიშნავ დღეს არ შეიძლება ცუდზე ფიქრი . იმისთვის , რომ არ მოვიწყინო ცუდი აზრების გამო , ხვალიდანვე შევუდგები იტალიის თასის ფინალისთვის მომზადებას . მომავალი ? ჩემი ხილვა დირექტორატში სურთ , მაგრამ დავიბადე იმისთვის , რომ ვითამაშო ფეხბურთი ამიტომ , სანამდეც ძალა მეყოფა დავრჩები ბედნიერ ადამიანად . მსურს თუ არა ინგლისში გადაბარგება ? ფეხბურთი – ეს არის დიდი გზა , უდიდესი გამოცდილებით . სიმართლე გითხრათ , 19 წლიანი კარიერის მანძილზე , სერიოზულად არც ერთხელ არ დავფიქრებულვარ სხვა გუნდში გადასვლაზე , ამიტომ ნამდვილად არ ვიცი ჯერ ჯერობით რა უნდა გავაკეთო , ან რა არ უნდა გავაკეთო ” .







