შესაფერის დროს არასწორ ადგილას
„მოედანზე გამოდის ეროლ ფლინი“ – ასეთი კომენტარი გააკეთა ამერიკული სპორტული არხის - ESPN-ის წამყვანმა „იუვენტუსი“ „მილანის“ იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩზე მარკო ბორელოს მოედანზე გამოსვლასთან დაკავშირებით. კარგად გაკრეჭილი, ბრიოლინიანი გვერდზე გადავარცხნილი თმებით, მოვლილი ულვაშებით, თუმცა არა ჰოლივუდის ვარსკვლავი, არამედ ფეხბურთელი – „იუვენტუსის“ ახალწვეული – მარკო ბორიელო ძალიან ჰგავს 1930-40-იანი წლების ჰოლივუდელ კინო ვარსკვლავს – ეროლ ფლინს. მათი მსგავსება ვიზულაური მხარის გარდა, შესაძლებელია მალე სხვა კუთხითაც შესამჩნევი გახდეს, ვინაიდან ეროლ ფლინი უფრო მეტად მისი ვიზუალურობის, სკანდალური ცხოვრების და არამყარი რეპუტაციის გამო ახსოვთ, ვიდრე გამორჩეული კინო როლებით. მარკო ბორიელოს მალე 30 წელი შეუსრულდება. მისი როგორც თავდამსხმელის მონაგარი მხოლოდ და მხოლოდ 2 გატანილი გოლია ბოლო 35 მატჩის მანძილზე, რაც არც მეტი არც ნაკლები 14 თვეა. თუ ასე გააგრძელა, ეროლ ფლინის მსგავსად, შესაძლებელია ბორიელოც მხოლოდ მისი ვარცხნილობის და ვიზუალორობის გამო უფრო დაამახსოვრდეთ იტალიის სერია ა-ში, ვიდრე მინდორზე მისი საფეხბურთო მიღწევებით…













აპრილი 3, 2012
|
Posted by pintu-ricchio
Categories:

სერია ა-ს 30-ე ტურის დასრულების შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც მოუწევთ მომდევნო, 31-ე ტურის მატჩების გამოტოვება. მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლისთან” მატჩში “იუვენტუსის” ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი, კონტე პალერმოში სრული შემადგენლობით გაემგზავრება. პაოლო დე ჩელიესთვის გასულ ტურში მიღებული გაფრთხილება რიგით მესამე აღმოჩნდა სეზონში და მასაც დისკვალიფიკაციის ზღვარზე მოუწევს თამაში ანდრეა ბარძალის, ემანუელე ჯაკერინის და ალესანდრო მატრის მსგავსად. ვიდალისთვის “ნაპოლისთან” მიღებული ყვითელი ბარათი, რიგით მეათეა მიმდინარე გათამაშებაში, მარკიზიოსა და ლიხშტაინერისათვის კი შესაბამისად მეექვსე და მეხუთე. (აქვე შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ოთხი ყვითელი ბარათის დაგროვების შემთხვევაში ტოვებს ერთ მატჩს).
“იუვენტუსი” 3-0 “ნაპოლი” ( ფოტომიმოხილვა )…
სულ ცოტახნის წინ , ტურინის ” იუვენტუსმა ” პაოლო დე ჩელიეს გაუხანგრძლივა კონტრაქტი , დღეს კი ალესანდრო მატრის და ლეონარდო ბონუჩის ჯერიც დადგა . ეს ორი ფეხბურთელი , გუნდს შარშანდელ სეზონში შეუერთდა და საკუთარი საიმედო ასპარეზობის გამო , ბიანკონერიმ მათთან კონტრაქტი 2017 წლამდე გახაანგრძლივა .
“იუვენტუსის” ექს მთავარი მწვრთნელი – მარჩელო ლიპი ურჩევს ანტონიო კონტეს, რომ არ მიაქციოს ყურადღება საუბრებს “ტოტენჰემის” ინტერესების თაობაზე და გააგრძელოს მუშაობა ახალი წარმატებებისათვის:“საერთოდ არ მიკვირს “ტოტენჰემის” მიერ გამოჩენილი ინტერესი კონტეს მიმართ, იმიტომ რომ განვითარებად მწვრთნელებზე ყოველთვის არსებობს მოთხოვნა. მეც საკმაოდ ბევრ შემოვათავაზებას ვიღებდი, მაგრამ როდესაც შენ “იუვენტუსთან” ერთად ახალ წარმატებებს აღწევ, უბრალოდ შეუძლებელია სხვა უკეთეს კლუბში მუშაობა ინატრო. დელ პიერო? მე არ ვიცი დაასრულებს თუ არა ის თავის საფეხბურთო კარიერას “იუვენტუსში”, თუმცა ერთი ვიცი ზუსტად, რომ ის გააგრძელებს თამაშს” – განაცხადა მარჩელო ლიპიმ.
“იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ბეპე მაროტა მასიმილიანო ალეგრისათვის პასუხის გაცემას თავს არიდებს. შეგახსენებთ, “კატანიასთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მსაჯობაზე განაწყენებულმა ალეგრიმ მაროტა ურჩია “მოეკეტა”:” ალეგრი კარგი მწვრთნელია, მაგრამ სხვა გუნდთა დამრიგებლების განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. დაპირისპირების გამწვავება არ მსურს. ვფიქრობ, რობინიოს გოლი უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ეს ახალ ტექნოლოგიებს მოითხოვს და არა გვერდითი მსაჯების რაოდენობის ზრდას. რაც ნაკლები იქნება შეცდომა, მით უკეთესი გახდება ფეხბურთი. სწორი საქციელი ის იქნება, “მილანმა” ფედერაციას კარის ხაზზე სენსორული სისტემის დაყენება ოფიციალურად მოსთხოვოს. რაც შეეხება “ნაპოლისა” და მის დიდ სამ ტენორს, გეტყვით, რომ ჩვენც არანაკლები ტენორები გვყავს. გვაკლია თუ არა კავანისნაირი ფეხბურთელი? შეიძლება, მაგრამ მაინც ბევრს ვიტანთ, სატრანსფერო ფანჯარაზე კი შემტევი ხაზის გაძლიერებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ” -აცხადებს მაროტა.
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი – ვალტერ მაცარი თვლის, რომ მისი გუნდი “იუვენტუსის” ფიზიკურმა სიძლიერემ და ამავდროულად სულიერმა გატეხვამ დაამარცხა მეორე ტაიმის შუა წელში…
გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , გუშინდელი შეხვედრის შემდეგ …
მიმდინარე სეზონში , ლეონარდო ბონუჩიმ უკვე მეორედ მოახერხა თავის გამოჩენა . ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა , მშვენიერი ფორმა აკრიფა და დარწმუნებულია , რომ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს ჩემპიონატის ფინიშზე ” მილანს ” : ” კარგ ტემპში ვითამაშეთ . არ მივეცით მეტოქეს საშუალება ეპოვნა საკუთარი რიტმი . პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე , დიდი წნეხის და პრესინგის ქვეშ ვამყოფეთ , რამაც სასურველი შედეგი გამოიღო . გვჯეროდა საკუთარი თავის და ამიტომ ვიბრძოდით უკანასკნელ წამამდე . ვფიქრობ , ყველაფერი სამართლიანად არის რადგან მუხლჩაუხრელმა შრომამ ბოლო პერიოდში , გამოიღო ნაყოფი . არ შევჩერდებით ამაზე და გავაგრძელებთ ოცნებისკენ სწრაფვას . იმედი გვაქვს როსონერის კიდევ ერთხელ დაუსცდება ფეხი ” .
” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ ! ” - ჯორჯო კიელინის აზრით , ბიანკონერიმ მიაღწია დასახულ მიზანს , მიუხედავად იმისა , რომ ჯერ ჯერობით მათემატიკური გამოთვლების საფუძველზე , გადაწყვეტილი არაფერია : ” არ მსურს , რომ ვინმეს თავი მოვაჩვენო თითქოს ზედმეტად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში , მაგრამ ნაკლებად არის მოსალოდნელი უახლოეს რვა შეხვედრაში , ხელიდან გავუშვათ ის ქულათა უპირატესობა რაც მესამე გუნდთან გაგვაჩნია . მშვენიერი შედეგია , რომელიც გვაძვლევს საშუალებას ვიყუროთ წინ , არადა რამდენიმე კვირის წინ მიდიოდა საუბარი , რომ უკან მოგვიწევდა ყურება … ” .







