ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#Qasra-ს მატჩისშემდგომი მიმოხილვა

იტალიის ჩემპიონატის მე-2 ტური და ამდენივე გამარჯვება, შესაბამისად, მოპოვებული 6 ქული, 3 გატანილი და ერთი გაშვებული გოლი და ეს ყველაფერი ფიორენტინასა და ლაციოს წინააღმდეგ.


ანუ იდეალური სტარტი მივიღეთ იუვენტუსისაგან, რომელიც ჯერ კიდევ შორსაა ოპტიმალური ფორმიდან თუ შემადგენლობიდან. როგორც წინა ტურში, ალეგრიმ, 3-5-2 ტაქტიკას მიმართა და იგივე ფეხბურთელებს უხმო გარდა ერთისა, საუბარია ლეონარდო ბონუჩიზე, რომელიც ძირითადში იქნებოდა, რომ არა პირადი პრობლემები (მისი შვილია საოპერაციო) მის ნაცვლად კი ბარძალი-კიელინის მხარდამხარ ახალწვეული მეჰდი ბენატია ირჯებოდა.

“იუვენტუსი“ (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბენატია, კიელინი, დანი ალვეში (ლიხტშტაინერი 73′), ხედირა, ლემინა, ასამოა, ალექს სანდრო, დიბალა (პიაცა 88′), მანჯუკიჩი (იგუაინი 63′)

სათადარიგოთა სკამი: ნეტო, აუდერო, რუგანი, ევრა, ჰერნანეში, პიანიჩი, იგუაინი გოლი: ხედირა 65′ (0-1)

რაც შეეხება თავად მატჩს, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ უსახური პირველი ტაიმის შემდეგ, იუვენტუსმა უმატა ტემპს, მეტად სახიფათო გახადა იერიშები და როგორც წინა მატჩში, როგორც ქართველები ვიტყვით ,,კარგ ფეხზე შემოვიდა” იგუაინი და მისი თანამემამულის იდეალური პასით, სემი ხედირამ, მატჩში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

აქვე პატარა სტატისტიკა სამი ხედირაზე: გერმანელმა იუვენტუსში ჩატარებული ბოლო 22 მატჩიდან, 21 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ასე და ამგვარად კარგი სტარტის შემდეგ, იუვენტინოები სანაკრებო ბატალიებში ჩაერთვებიან, 11 სექტემბერს კი შინ დაუხვდებიან ასევე 6 ქულის მქონე სასუელოს. 1 სექტემბერს იტალია შინ, ამხანაგურად გაეჯიბრება ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ საფრანგეთს ნაკრებს.

5 სექტემბერს კი 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურს გამართავს ისრაელში. ფორცა იუვე, ფორცა იტალია.

კეთილი სურვილებით თქვენი #Qasra

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Black Jack Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Shako
იუვენტინო
Shako

როგორ არ მიყვარს სანაკრებო პაუზები.

x