ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

RMC Sport:”პსჟ-ს დიბალა სურს”

RMC Sport-ის ცნობით პსჟ-ს გენერალურმა დირექტორმა ლეონარდომ იუვენტუსისგან პაულო დიბალას თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა:

პარიზელები როგორც ჩანს მართლაც განიხილავენ ნეიმარის გუნდიდან წასვლას და შესაბამის მის შემცვლელზე იწყებენ ფიქრს..

ბრაზილიელის ერთ-ერთ შესაძლო კლუბად სწორედ იუვენტუსი სახელდება, თუმცა საქმეში უკვე დიდი ხანია რაც ბარსელონაც ფიგურირებს, რომელიც არ კარგავს იმედს რომ მოახერხებს სამხრეთ ამერიკელის უკან დაბრუნებას.

მეორეს მხრივ ლეონარდო საკმაოდ მცირე თანხის იმედად გეგმავს არგენტინელის გაფორმებას. საუბარი ეხება 50 მილიონ ევროს, რაც ნამდვილად არ დააკმაყოფილებს ტურინულ გრანდს..

ბიანკონერი დიბალას 80 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასულ სეზონში ლა ჯოიას პროგრესმა იკლო და შესაბამისად ფინანსურადაც მისი ფასი შედარებით შემცირდა.

რამდენიმე დღის წინ ესპანური მედია იმასაც კი აცხადებდა, რომ იუვე ნეიმარის დასამატებლად, სწორედ დიბალას გამოიყენებდა, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ყოველივე დრო გვიჩვენებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დავაი 120 მლ და დიბალა ნეიმარი კი იუვეში

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ეგ მაზუთიანი 50 კარგად გადაახვიოს და …
არუნდათ რა ეს ცირკაჩი ნეიმარი,ქეშად გაუშვან და სავიჩი დადონ

x