აგენტი: “ვუჩინიჩი საუკეთესოა, უბრალოდ მედიასთან არ ვაჭრობს “
მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ევროპული ჟურნალ-გაზეთები “იუვენტუსის” სახელს უამრავ ტოპ კლასის ფეხბურთელს უკავშირებდნენ. მათ შორის იყვნენ სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი, ხავიერ პასტორე და სხვები, თუმცა, საბოლოოდ, “ბებერ ქალბატონში” მირკო ვუჩინიჩი ჩაირიცხა. ამით ბევრმა გულშემატკივარმა თავი მოტყუებულად იგრძნო, მაგრამ მონტენეგროელის აგენტი სხვანაირად ფიქრობს…
” რეალობა ის არის, რომ სწორედ ვუჩინიჩია ის უმაღლესი კლასის ფორვარდი, რომელსაც “იუვე” ეძებდა. მას მსოფლიო ფეხბურთი უბრალოდ არ აფასებს, რადგან მედიას თავს არ ჰყიდის, მედიასთან არ ვაჭრობს. დღესდღეობით კი პიარი გადამწყვეტი ასპექტია. ასეა თუ ისე, ვუჩინიჩს არაერთ პოზიციაზე ძალუძს თამაში და შეუძლია “იუვენტუსის” ზოგადი დონე აამაღლოს. ამ გუნდს გამარჯვების სურვილი და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ტურინელებს ისევ სურთ, ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ. ”
” პირადად მე ეჭვი არ მეპარება, “იუვეს” “სკუდეტოს” მოპოვების ძალა შესწევს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ხარისხის კუთხით, “მილანი” წინაა, “იუვენტუსს” ენთუზიაზმისა და ანტონიო კონტეს სახით უპირატესობა აქვს, ეს ბრწყინვალე სტარტის საშუალებას იძლევა. ამასთან “ინტერი” რეგრესს განიცდის, მათი ერა დასრულების პირასაა. ” -აცხადებს ალესანდრო ლუჩი TMW -სთან საუბარში.
nedvednedvednedved
არენდით გაუშვეს ალბათ იმიტომ, რომ ვარაუდობენ მაინც რომ კონტე შესაძლოა გაუშვან სეზონის ბოლოს თუ შედეგი ვერ დადო და დელნერის ვარიანტი არ გამოვიდეს. დელნერიმ გააშვებინა დიეგო და ბოლოს მანაც წავიდა :-)
pintu-ricchio
მელოს ზამენაზე როგორც კი დასვამდნენ, თვითონ მოინდომებდა წასვლას
და სისოკოს დელ ნერის დროსაც ყიდიდნენ და ვერ გაყიდეს, ამ ზაფხლში თვითონაც მოინდომა წასვლა და კი წავიდა პსჟ-ში…
აბა მაშინ ვცვალოთ ყოველ წელს მწვრთნელი, ვიხადოთ ფული ფეხბურთელებში და მერე იმ მწვრთნელს ის არ მოწონს, ამ მწვრთნელს ეს და 25 მილიონად ვიყიდეთ დიეგო, გავყიდეთ 16 მილიონად ერთ წელში, 25 მილიონად ვიყიდეთ მელო და საერთოდ გავანათხოვრეთ…და ამავდროულად დელპიეროს 1 მილიონ ხელფასზე ევაჭრებიან…
კონკურენცია უნდა იყოს გუნდში და მელოსთანები დამჯდარან ზამენაზე?
ჯანსაღ კონკურენციას ვგულისხმობ და არა ისე, რომ კონტეს ბრაზილიელები არ ევასება და მელო გაუშვა და ბასტოსი დაბლოკა… (ბრაზილიელები მეც არ მევასება ზოგადად, მაგრამ ხუშტურებზე არ წყვება გუნდი)
მელო გაუშვეს კიდევაც ფა თვითონაც გადაწყვიტა წასვლა, ხელფასი მიორმაგდება და მივდივარო, იტოგში იმედი მაქვს კონტეძალინ დიდი დროის განმავლობაში იქნება იუვენტუსის მწვრთნელი და ასეთი რევოლუციები აღარ მოხდება
ეგ თქვა ეგრე, ან ათქმევინეს, თორე სიამოვნებით დარჩებოდა… ფეხბურთელის, რომელიც ასე თუ ისე სუსტ იუვეში თამაშზე თანახმა იყო, არ მგონია, რომ ახალი გუნდის პროექტზე, ახალ სტადიონზე და ა.შ. თამაშზე უარი ეთქვა… მითუმეტეს იუვეს ერა მალე დაიწყება…
ისე, არენდით გაშვება მართლა ძალიან გამიკვირდა…
ვუჩინიჩი არის ძალიან მაღალი კლასის თავდამსხმელი და ამ სეზონში ყველანი დარწმუნდებით ამაში
ცვეტში ძაან კლასნია
გამომდინარე იქედან, რომ წელს მხოლოდ სერია ა გვაქვს სათამაშო, ვუჩინიჩი იყო სწორი გადაწყვეტილება… იგივე აგერო და ა.შ. კაცმა არ იცის რას იზამს სერია- ა-ში… ამიტომ აქცენტი გაკეთა სერია ა-ში გამოცდილ ფეხბურთელზე… და ვინმე თუ ინგლისში, ესპანეთში ან ა.შ. ბრწყინავს, სულაც არ ნიშნავს რომ სერია ა-ს მოერგება და ათეულობით მილიონი უნდა გადავყაროთ… არ ვგულისხმობ ერთეულ ვუნდერკინდეს…
ჩემი აზრით, უნდა დაეტოვებინათ გუნდში ფილიპე მელო ან მომო სისოკო მაინც (თუნდაც ზამენაზე, თუ იკადრებდა რომელიმე), რეტო ციგლერიც ფლანგზე და მოეყვანათ დიეგო ლუგანო… სრულყოფილი გუნდი ვიქნებით ყველა ასპექტში…
გეთანხმები : )
მელო ზამენაზე არ დაჯდებოდა და სისოკოსაც არ უნდოდა სკამზე ჯდომა, ძირითადზე აცხადებდა პრეტენზიას და მამენტ პაციენცა გავიფორმეთ უფასოდ და კარგი შემცვლელი იქნება მომენტებში
მე პირადად ძალიან იმედიანად ვარ განწყობლი
ციგლერის გაიყიდვა მართლა ძალიან მეწყინა, მარა რა ვუყოთ…
რას ქვია არ დაჯდებოდა? სწორი მიდგომა უნდა ფეხბურთელს და დაჯდება… სისოკოს იმიტომ აღარ უნდოდა გუნდში, რომ ყოველდღე ახსენბდენ გყიდით გყიდითო და მელოს რომ დისკვალიფიკაცია არ მიეღო ზამთარში გაყიდდნენ… ფეხბურთელს რომ ეტყვი არ მჭირდებიო იმას ვერც მოთხოვ გულით თამაშს… იგივე უთხრეს ციგლერს, მაგრამ მანდ რა მოხდა არ ვიცი… პირლო და ვიდალი კაია, მაგრამ პირლო სისტემატიურად ტრავმიანი ფეხბურტელია ამ ბოლოს და არ მიმაჩნია გუნდის მასზე აწყობა სწორად… შეიძლება ბრახ და ვიღაცამ აკიდოს ტრავმა და საერთოდ აირევა გუნდი… იუვეს ზიდანზე არ აუწყვია გუნდი და ერთ ფეხბურთელზე არასოდეს ყოფილა დამოკიდებული… ამიტომ ახალს თუ ვერ ყიდულობ, ის მაინც უნდა შეინარჩუნო ვინც უკვე გყავს და ძალათი… Read more »
უბრალოდ ცენტრალური დაცვა უნდათ იტალიური და ბონუჩის გზას არ უკეტავენ… ალბათ ნაკრებისთვისაც კაი იქნება ეგ… თორე ლუგანო მართლა კაი ვარიანტი იყო ცენტრისთვის…
კი, გეთანხმები
რამდენიმე შეცდომიტ დაიწყო კონტემ ზოგადი გადმოსახედიდან… ვგულისხმობ მელოს გაშვებას, ბასტოსის არ მოყვანას, მაგრამ საერთო ჯამში კაი გუნდი ყავს და როგორც არ უნდა ათამაშოს მწვრთნელს უნდა აცალონ… არ შეიძლება ყოველ წელს სხვადასხვა მწვრთნელი… იმას ის არ მოწონს, ამას ეს და გუნდში ძვლივს მოყვანილ ფეხბურთელებს ვკარგავთ…და ფინანსურადაც ვზარალობთ მაგით (დიეგო, მელო და ა.შ.) ამიტომ კონტეს ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ორი წელი მინიმუმ უნდა აცალონ… გამოცდილება შეიძლება არ აქვს დიდი სერია ა-ს მაგრამ იუვენტინოა ნამდვილი და ხასიათი უნდა გადასდოს გუნდს… ეხლა რაც არ მესიამოვნა არის ის, რომ ციგლერი თუ არ უნდოდათ რას მოყავდათ, მაგრამ მანდ აქვს ალბათ რაღაც ვარიანტი, თუმცა გამოდის რომ სხვა რგოლიდან… Read more »
100 % ამბობს ეს კაცი
George
ტყუილად შაირობ გიო, ფერარასთან და იგივე დელ ნერისთან შედარებით ბევრად ძლიერი შემადგენლობა ყავს კონტეს, უნივერსალებით ( მარკიზიო, ვიდალი, პეპე ), სწრაფებით ( ელია, კრასიჩი, ჯაკერინი ), გამტანებით და შემქმნელებით ( ვუჩინიჩი, მატრი, კვალიარელა ) და რაც მთავარია მოედნის ცენტრის მაესტრო, პირლო, რომელიც დელ ნერის იუვენტუსის მთავარი მინუსი იყო..
მე იმედი მაქვს ძმაო და რომც არ მქონდეს, ჯერ ჯერობით იმის საბაბს ვერ ვხედავ რატომ უნდა გახდეს კონტე მეორე ფერარა, იმიტომ რომ ციგლერი გაუშვა ? ეგ არაფერია დამიჯერეთ, კი მეც მევასებოდა რეტო მაგრამ აქ სკამზე ჯდომას იქ თამაში ერჩივნა..
ვიდალს რა უნდა ბიჯო მარცხენა ფლანგზე რა ჩაიხვიე : ))) კაცი ცენტრისთვის იყიდეს პირლოს გვერდით რომ იდგეს . სარგებელი უნდა მოუტანოს გუნდს , მარცხენა მცველად კი არ უნდა ჯახირობდეს
ბუფონი
ლიხშტაინერი-ბონუჩი-კიელინი-ვიდალი(აქ უნდა დადგეს! აქ!!!)
კრასიჩი-პირლო-მარკიზიო-ელია
მატრი-ვუჩინიჩი
თუ ამ გუნდს დააყენებს, გულით ვუქომაგებ!!!
_____________________________________________
სტორარი
სორენსენი,მოტა,ბარძალი,დეჩელიე
გარიბია,პეპე,ჯაკეინი,პაციენცა
კვალიარელა,დელპიერო,ტონი
საკმარისია… სხვას ჯანდაბამდის გზა ჰქონია!!!
მომკალი და მგონია მარცხენა მცველი პეპე იქნება დეჩელიეს შემცვლელი
დიეგო-ჯოვინკო-პასკუატო-კრიშიტო-მოლინარო-ნოჩერინო-პალადინო-მიკოლი-ბალძარეტი
დაკარგული ,,მარგალიები”
ამაური-იაკინტა-მარტინესი-გროსო-პაციენცა-ჯაკერინი-მოტა
შეტენილი ,,უსაქმუები”
მარგალიტები არა
პალადინო რა მარგალიტია , მოლინარო , მიკოლი ვაფშე ეპიკია
რა ნოჩერინო : D
კარგი რა
პასკუატო გავანათხოვრეთ

ვინებზე მოსთქვამ , მართლა ღირსი ხარ ეგეთ იუვენტუსს უყურო რა
დიეგოზე გეთანხმები
დიეგო-ჯოვინკო-პასკუატო-კრიშიტო-მოლინარო-ნოჩერინო-პალადინო-მიკოლი-ბალძარეტი-
ამათგან მხოლოდ პასკუატო დანარჩენები სანაგვეზე დოეგოს თამადობით
დაკარგული ,,მარგალიტები”
ამაური-იაკინტა-მარტინესი-გროსო-პაციენცა-ჯაკერინი-მოტა
შეტენილი ,,უსაქმუები”-
ჯაკერინიზე ვერ დაგეთანხმები, აი ტონი კი ამ სიაში უნდა იყოს
ინტერი ეგრესს განიცდისო, ყველა ამას გაიძახის და ამ დროს ეტო წავიდა, მაგრამ კარგი შევსებაც მიიღეს… ჩვენზე წინ გავა: 1.მილანი 2.ინტერი 3.ლაციო 4.ნაპოლი 5.იუვენტუსი კონტე მე2 ალეგრი ვერ იქნება, კონტე მე2 ფერარაა და მე2 დელნერი! რატომ??? ეხლა გეტყვით: 1. კონტე-ფერარა იმიტომ იქნება ფერარასავით სუსტი, რომ სიენასა და ბარიში მუშაობა საკმარისი არაა იმისათვის, რომ სერია-ას დონე გაქაჩო და იუვე ჩაიბარო. ხელმძღვანელები მარტივ გზას ეძებენ და სულ არ ფიქრობენ გულკშემატკივრებზე!!! სანამ ლიპის დონეს არ მოვიყვანთ, სანამ ანჩელოტი ა დაბრუნდება, სანამ დელპიერო და ნედვედი გამხდარა მწვრთნელი კიდევ იუვესი, მანამ არაფერი ეშველება ამ გუნდს!!! 2. კონტე-დელნერი დეგენერატმა ლუიჯიმ, შარშან გაუშვა დიეგო-ჯოვინკო და მოიყვანა მარტინესი-პეპე!!! ეხლა… Read more »
რიგ საკითხებში გეთანხმები-ზოგშიც ცალსახად -არა: 1. ძლიერი მწვრთნელი საჭიროა და ეს ცალსახაა, მაგრამ კონტე სულით-ხორცამდე იუვენტინოა და ამის იმედი მაქვს, ნედვედის მხარდაჭერაც არ დაგვავიწყდეს და დელპიეროს ავტორიტეტი-ეს ჯამში დიდი ძალაა-კონტეს ვაცადოთ, ამ წელს სკუდეტოს მოგება-უტოპიაა, ამიტომაც არ ღირს ნერვების შლად, თუ ვერ გაქაჩავს ლიგისთვის ახალ ტოპს მოვიყვანთ… 2.მარტინესი და პეპეს მოყვანა იუვეში შეცდომაა, მაგრამ არც დიეგოს და ჯოვინკოს გაჩერება შეიძლებოდა-ჯოვინკო მატრაკვეცაა და დიდ იგროკად ვერ იქცევა, ესაა მისი მაქსიმუმი რაც ეხლა არის, აი დიეგო კი თავისი კვერცხი ხასიათით და არაგუნდურობით შიდა ატმოსფეროს ამღვრევდა, როგორც ადებაიორი სიტიში-ამიტომაც პანღურით გასაგდები იყო და თავისი მიიღო კიდეც-ვნახოთ ერთი რა ბედენა იქნება ატლეტიკოში…. შეცდემა ისაა,… Read more »
სულ არ არის საჭირო ეს “მეგატრანსფერები” გამომდინარე იქიდან, რომ მაგ მეგატრანსფერებით იმაზე უკეთესს შედეგს მაინც ვერ მივაღწევდით, რასაც ამჟამინდელი შემადგენლობით მივაღწევთ… გუნდში იყო პრობლემა უფრო პრობლემა ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელში და ამ პრობლემის გადასაჭრელად კონტე მოიყვანეს.
არადა იუვესთვის ვუჩინიჩი კარგი მაგრამ ბოლო ვარიანტი იყო აგუეროს და როსის მერე
ასე რომ “მეგა ტრანსფერები ზაფხულში” დარჩა უბრალო დაპირებად
მართალს ღაღადებს ეს კაცი
