აგენტი : ” კრასიჩის მომავალი იუვენტუსის ხელშია ”
აპენინურ პრესაში არ წყდება საუბარი , მილოშ კრასიჩის შესაძლო წასვლის შესახებ ტურინული გრანდიდან . სერბ ფეხბურთელს ამ ეტაპზე , არა ერთი საინტერესო წინადადება აქვს მიღებული პრემიერ ლიგის კლუბებიდან . საუბარი ასევე დორტმუნდის ” ბორუსიაზეც ” მიმდინარეობს : ” ბორუსია ? სიმართლე გითხრათ ნაკლებად მგონია , რომ მილოში კარიერას ბუნდეს ლიგაში გააგრძელებს , გამომდინარე მათი ფინანსური რესურსიდან . ჩვენ გვქონდა რამდენიმე წინადადება ინგლისიდან , მაგრამ ფეხბურთელთან კონსულტაციის შემდეგ , გადავწყვიტეთ რომ უარი გვეთქვა . თუ კრასიჩს , ისევ მიეცემა თამაშის საშუალება იტალიაში , მაშინ კლუბის გამოცვლაზე საუბარი ზედმეტი იქნება , მაგრამ უახლოესი თვეების მანძილზე , თუ სიტუაცია არ შეიცვლება , მაშინ მილოში კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს ” .
წყარო : TuttomercatoWeb
დარწმუნებული ვარ მოუმატებს მილოშა-ამ კაცის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება-უნდა ვაცალოთ ეს სეზონი სულ მინიმუმ და ვნახოთ რამდენად დაიხარჯება-თუ მაინც მოხდა ისე, რომ გაზარმაცდა მაშინ სულ სხვა საქმეა-დარმაედების ადგილი ბიანკონერიში არ არის!!
მაგადია სად უნდა გავუშვან აფსურდია.

კრასიჩი კარგია მარა იუვეს დონის მაინც არ არის, ჩემი აზრით უნდა გაუშვან მარტო სისწრაფე არ კმარა იუვეში

კრასიჩი ძაან მაგარი ფეხბურტელია, ჩემი აზრით მაგის ნაირი ტექნიკა არავის არ აქვს და დიდი სულელობა იქნება კონტეს მხრიდან, მილოს კრასიჩის გაყიდვა
არადა მაგრად მევასება, არ მინდა რო წავიდეს
ამ მომენტისთვის კრასიჩის გაშვება შეცდომა იქნება, შარშანდელი სეზონის შემდეგ ფეხბურთელს უნდა მიეცეს მცირე შანსი, ფორმაში არაა და რაღაც მეეჭვება, კონტემ ასე ადვილად გაუშვას მილოში..
კონტემ უნდა ათამაშოს რო გამოაჩინოს რაც შეულია თორე 10 წუთში ვერაფერს იზამს
LASHAJUVENTINO – მართალი ხარ, კრასიჩის მომავალი თავის ხელშია
სულ ზამენაზე თუ იყო წავა აბა რას იზავს.
კრასიჩის მომავალი თავად კრასიჩის ხელშია თუ მოინდომა და ფორმაში ჩადგა იუვეში დარჩება,წელს რა დაემართა ვერ გავიგე არადა მაგარია