აგენტი : “პიაცამ იუვე თავად აირჩია”
მარკო პიაცას ტრანსფერი ტურინის “იუვენტუსში” გადაწყვეტილია, ამის შესახებ პრესასთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა..
“ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, როდის გაივლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ უახლოეს საათებში ესეც გადაწყდება.იუვენტუსი ყველაზე ახლოსაა დინამოელებთან შეთანხმების მიღწევასთან და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.ტურინელები მარკოს შესაძლებლობებს კარგად იცნობენ და სურთ, გუნდი გააძლიერონ.პიაცასთვის ეს დიდი გამოწვევაა, მას შეეძლება იტალიის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, იმედია, ჩემი კლიენტი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს.მილანი ? – მოლაპარაკებებს ადრიანო გალიანიც აწარმოებდა, თუმცა ფეხბურთელს ძალიან სურდა ევროასპარეზზე თამაში.”
25 მილიონს სკამისთვის არავინ არ გადაიხდიდა) მითუმეტეს იიუვე
სკამის ხეხვა აირჩია ანუ )) სად უნდა ითამაშოს იუვეს 3-5-2 სქემაში მაგრად მაინტერესებს… ფლანგელია გაქანებული, შემტევი
4-4-2საც ათამაშებს ალეგრი, ხშირად
ლიგაზე ჯუვე ითამაშებს და ეს ბიჭებს სკამს გაუთბობს ცოტახანში მიხვდება რო 2 ტონა ნეხვი ჭამა!!
Gavigettt))
მაგრად მეიმედება ამ ბიჭის, იუვეში თამაში უნდა და დიდწილად თავად გადაწყვიტა საკუთარი ბედი )) აქ გარანტირებული არ ექნება ძირითადში ადგილი, მაგრამ იცის იუვეში ბრძოლა სჯობია მილანში და ნაპოლიში თამაშს, ბერარდივით არ მოიქცა, არადა ზუსტად 21 წლისაა ესეც..მოდი მარკო
წარმატები ჯიგარო