ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “პიაცა რონალდუსა და კაკას მიქსია”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულის, მარკო პიაცას აგენტმა იტალიურ პრესასთან ინტერვიუში საკუთარ კლიენტის მახასიათებლებზე ისაუბრა..

მარკო ნალეტილიჩი პიაცას ლეგენდარულ კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს ამსგავსებს : “სულ მალე ნახავთ, იგი ყველას სასიამოვნოთ გააკვირვებს.მარკოს შეუძლია ითამაშოს როგორც ფორვარდად, ისე ტრეკუარტისტად.რაღაცით კაკას მახსენებს, ფორვარდების უკან ტრეკუარტისტად იდეალურად გრძნობს თავს, მუდმივად შეტევაზე ფიქრობს და რონალდოს მსგავსი მოძრაობები აქვს.არ დაგავიწყდეთ, პიაცა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და პროგრესს აუცილებლად განიცდის, მით უმეტეს იუვენტუსის დონის გრანდში.”

სხვა კლუბების ინტერესის შესახებ : “ახლა უკვე პირდაპირ შემიძლია გაგიმხილოთ იმ კლუბების ვინაობა, რომლებსაც ფეხბურთელის შეძენა სურდათ.უპირველეს ყოვლისა, მილანი აქტიურობდა, კონტაქტი მქონდა ლივერპულის, ბორუსიას, ფიორენტინას, შალკესა და ვოლსბურგის წარმომადგენლებთანაც.როცა იუვენტუსის ინტერესის შესახებ შევიტყვეთ, მარკომ გადაწყვიტა, რომ სწორედ აქ სურდა თამაში.საუბარი გვაქვს ძალიან დიდ ტალანტზე, იმედია, პიაცა ალეგრისთვის ღირებული ფიგურა იქნება.მას შეუძლია იუვენტუსის სიმბოლო გახდეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ბუფონი,ნეტო,აუდერო- ალვეში,ლიხშტა-ბონუჩი,კიელინი,ბენატია,ბარძალი,რუგანი,მარონე,ევრა,სანდრო-პიანიჩი,მარკიზიო,პოგბა,ხედირა,ასამოა,ლემინა,სტურარო, და ერთი ვინმე , დიბალა, იგუაინი, მანჟუკიჩი, პიაცა. ესეც 25 კაციიიიიი :forza: :forza:

Vega
6 years ago

ფორცა მარკო

osvaldo ardiles
6 years ago

ეს გამოკვეთილი ფლანგელია. ვითომ ცენტრში შემოწევს ალეგრი? მოკლედ კაცმა არ იცის რა სექემით ვითამაშებთ რა. მალე დაიწყეთ სეზონი ბიჭოოოოოოო. :forza: :forza:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ძალიან კარგი მონაცემები აქვს

Lb19
Lb19
6 years ago

კი მეც ვამბობდი ოდნავ რონალდუს გავს მოძრაობებით ოღონდ ბევრად ნაკლები კლასი აქვს ჯერ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იუვეს სიმბოლო გახდე ასე ადვილი არაა

Dutch
ადმინისტრატორი
6 years ago

:love: :up:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x