აი თუ რატომ გადაიხადა იუვემ გონსალოში 90 მილიონი..
“იუვენტუსმა” ყველანი გაგვაოცა: ტურინულმა კლუბმა თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამხო, მან 90 მილიონად 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი იყიდა:
იტალიაში ჰეგემონია ცოტაა
როდესაც ამ ტრანსფერის განხილვა მიმდინარეობს, ფრაზა ასე იწყება: “გონსალო იგუაინი 90 მილიონ ევროდ”.. მოდით, ეს ფრაზა გავხლიჩოთ ორად და ასე განვიხილოთ პირველი ნაწილი: გონსალო იგუაინი.. სჭირდება კი იუვეს ის?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავერკვეთ, რა მიზნები აქვთ ტურინელებს მომავალი სეზონისთვის. “იუვენტუსი” იტალიაში ბატონობს, უკვე ხუთი წელიწადია სკუდეტოს შეუცილებელი მფლობელი ხდება. შარშან შემოდგომაზე კლუბს ჩავარდნა ჰქონდა და გაჩნდა ეჭვები, ვინ მოიგებდა სერია ა-ს: რომა, ნაპოლი, ფიორენტინა თუ ინტერი..თუმცა ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად დასრულდა: იუვემ მორიგი სკუდეტო აიღო.
საშინაო არენაზე მიღწევები არაჩვეულებრივია, მაგრამ გუნდს მეტის ამბიცია აქვს. “იუვენტუსის” ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ევროპის უმთავრესი ტიტული ტურინელებმა 20 წლის წინ მოიგეს; მას შემდეგ 4-ჯერ იყვნენ ფინალში და ოთხივეჯერ წააგეეს, აქედან ბოლო წაგება ჯერ ყველას არგად გვახსოვს.
იგუაინის ყიდვა – ეს კლუბის განაცხადია, მთელი მსოფლიოსთვის რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს. არგენტინელი ტოპ ფორვარდია. რამდენიც უნდათ იმდენი გაიხსენონ მისი ეპიკური მომენტების გაფუჭებები, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, რომელიც ჯიუტია. შარშანდელ სეზონში იგუაინმა 36 გოლი გაიტანა სერია ა-ში; ნაპოლის შემადგენლობაში ჩატარებულ 146 მატჩში მის აქტივში 91 ზუსტი დარტყმაა.
იგუაინი -ეს კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელია, სწორედ ისეთი, როგორც იუვენტუსს სჭირდებოდა მორატას წასვლის შემდეგ. არა ისეთი ფორვარდი, რომელიც სიღრმიდან ან ფლანგზე თამაშობს, არამედ სწორედ ცენტრ ფორვარდი, შეტევის დამაგვირგვინებელი. თან გუნდს სჭირდებოდა არა ამ ტიპის თავდამსხმელი, არამედ უკვე ბომბარდირი. მანჯუკიჩი კარგი ფორვარდია, მაგრამ მაინც რაღაც აკლია. ძაძას მითუმეტეს. შეიძლება ბერარდის გაზრდა, მაგრამ ამას დრო უნდა, იუვენტუსს კი მობეზრდა ლოდინი, როგორც ჩანს.
იგუაინის მოსვლა – ეს ტორტის თავზე საბოლოო მოსართავია. არგენტინელის მოსვლამდეც არაჩვეულებრივი გუნდი შეიყარა და იუვეს შესწევს უნარი მის გარეშეც კარგ შედეგს მიაღწიოს ლიგაზე, თუმცა იგუაინი მოიყვანეს გუნდის გასაძლიერებლად და რომ ეს მექანიზმი იდეალურად ამოქმედდეს.
იუვენტუსი “ფულის ტომარა” გახდა
იუვეს ტიფოზებმა დაკარგეს მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დებატებში: ისინი სიამოვნებით აღიშნავდნენ რეალის, ბარსელონას, ბაიერნის და ინგლისური კლუბების თაობაზე, რომ ისინი ფულის ტომრები არიან და რომ ასეთი ფინანსებით ადვილია მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აი იუვენტუსი კი დიდი დანახარჯის გარეშე ფინალამდე მივიდა. ახლა უკვე ტურინელებიც შევიდნენ ამ “ტომრების” სიაში.
იგუაინის ტრანსფერი შევიდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერების ხუთეულში, ან სულაც სამეულშიც. მასზე ძვირად რეალმა იყიდა გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდო; შესაძლოა ბარსელონას მეტი დაუჯდა ნეიმარი და სუარესი, თუმცა ზუსტი თანხა არ არის ცნობილი.
ასე თუ ისე, იგუაინი 90 მილიონად – ეს სიგიჟეს ჰგავს. რატომ ჩადო იუვენტუსმა 28 წლის ფეხბურთელში ასეთი თანხა? პასუხი ერთია: ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ და სჭირდებოდათ ტოპ კლასის ფორვარდი. რამდენია მსოფლიოში ასეთი უკვე ჩამოყალიბებული ბომბარდირი? ლევანდოვსკი, აგუერო, ბენზემა, სუარესი. სულ ესაა.. აქედან ტურინელები ვერცერთს ვერ იყიდიდნენ. არიან კიდევ სხვა აარჩვეულებრივი თავდამსხმელები, მაგრამ კლასით მაინც ჩამორჩებიან ან ძველებურ ფორმაში ვეღარ არიან.
იგუაინს კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს. ის ადაპტირებულია იტალიურ ფეხბურთში. იუვენტუსს რეალურად შეეძლო ასეთი ხარჯის გაწევა. იუვენტუს სტადიუმს მუდმივი სტაბილური შემოსავალი მოაქვს, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის საპრიზო თანხამაც კარგად შეავსო კლუბის ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ Exor-მა, რომელიც ანიელების ოჯახთან არის დაკავშირებული, კლუბში სერიოზული თანხები ჩადო. პოგბას გაყიდვის გარეშეც იუვენტუსმა თავისუფლად გადაიხადა 90 მილიონი.
გამოდის, რომ იგუაინი იუვენტუსისთვის აუცილებელი იყო და მას ნებისმიერი თანხა გააჩნდა მის საყიდლად. საქმე “ნაპოლიში” იყო და ამ მხრივ დე ლაურენტისმა არ დაიხია უკან. შესაძლოა, მან ბევრჯერ დაუძახოს კიდევ გონსალოს გამყიდველი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მან კარგი ბიზნესი გაჩარხა. რა თქმა უნდა, იგუაინი დიდი დანაკარგია, მაგრამ 90 მილიონი ევრო ეს ის თანხაა, რომლიდანაც ახალი გუნდის აწყობა შეიძლება. თვითონ დე ლაურენტისი არანაირ ფასდაკლებაზე არ წავიდა. მან თვითონ აღიარა, რომ შეთავაზება ჰქონდა “ატლეტიკოსგან” 60 მილიონად პლიუს უფლება ერთ-ერთ ფეხბურთელზე, რომელიც არ სახელდება, მაგრამ მან უარით გაისტუმრა ესპანელები. გინდათ ფეხბურთელი? გადაიხადეთ გამოსასყიდი. ტურინელებმა კი სწორედ ეს გააკეთეს. მათ იმოქმედეს სწრაფად, რადგან გამოსასყიდი თანხა მოქმედებდა 1 აგვისტომდე, ხოლო ამის შემდეგ უკვე მოლაპარაკების წარმოება მოუწევდა.
აღსანიშნავია, რომ იუვეტუსი ერთ რეიტინგს ლიდერობს: ბოლო ორი წლის მანძილზე მან ყველაზე თანხა დახარჯა გუნდის გასაძლიერებლად – 293,1 მილიონი ევრო, მას მოსდევენ მანჩესტერ სიტი (250,7) და მანჩესტერ იუნაიტედი (226,2).
იგუაინის მოტივაცია
თუ რატომ გადადის გონსალო იუვეში ეს ყველამ კარგად იცის.. ფორვარდი დაიღალა მუდამ მეორე ადგილით.. არგენტინის ნაკრებთან განცდილმა მარცხმა მასსზე როგორც ჩანს მძიმედ იმოქმედა.. ამიტომაც უნდა რაიმე ტიტულის მოპოვება.. ნაპოლის რიგებში ამის გაკეთება, რომ წარმოუდგენლად გაუჭირდებოდა ფაქტია.. ნეაპოლიტანელებს ჯერ მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ სკუდეტოზე. თან გონსალო პატარა ბიჭი აღარ არის.. წლები გარბის და მას ალბათ 3-4 სეზონი აქვს დარჩენილი უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად და შესაბამისად ახალი პროექტის სათავეში მოსაქცევად დრო აღარ არის.. გამარჯვება ახლაა საჭირო და ეს იდეალური საშუალებაა.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პირადი მოტივიც.. დე ლაურენტისთან ურთიერთობა აეწეწა.. საუბრობდნენ, რომ ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა კლუბს.. როგორც ჩანს ეს სიმართლეს მოკლებული არ ყოფილა, რადგან მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე დატოვა ნაპოლი.. სარისაც კი არ დაემშვიდობა, რომელთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
რა ბედი ეწევა ნაპოლის?
სკუდეტოს მოპოვებაზე საუბარი უადგილოა.. იგუაინის დაკარგვა მათთვის სერიოზული დარტყმაა. სავარაუდოდ გაგრძელდება ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის. რომამ ასევე ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა და ძლიერი ნამდვილად არ გამხდარა.. მილანი და ინტერი კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ჩინური ინვესტიციები ამ გუნდს საერთოდ არ დატყობია.
სხვათაშორის ნეაპოლიტანელთათვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.. ადრე გუნდი კავანიმ, შემდეგ ლავეცი დატოვეს.. მაგრამ აურელიომ ჭკვიანური სვლებით საქმე უკეთესობისკენ წაიყვანა. უკვე ახლა საუბრობენ, რომ სარის კრებული შესაძლოა იკარდით, მილიკით, ბაკათი და სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებით გაძლიერდეს.
ახლა მთავარია აურელიომ ფეხბურთელები სწორად შეარჩიოს.
Nu agyavt cashi pogba da morata ra.vis ra mochama pogbam.dgesdgeobit modrichic da krosic pogbas gagudaven naluboi dros.aseve higuaini moratas atarebs jibit.vinc modis aravin varga.vinc midis isini arian saocrebebi.ager nacavt tu pjanicma meti sargebeli ar moutanos gubds vidre pogbam.sheileba pogba udzlierisi gaxde tumca dges nagdad araa.pipitaze ro idzaxit setia a shi yara burtebio.pogbam ra gaaketa ligaze saswauli.arc araferi.iyidian vinmes normalurs da arc ise davsustebit xalxs ro gonia.gamixades pogba zidani.ise zogs ki urchevnia vinc fegburti ar icis
იუვე ისევ თავისას აწვება სკუდეტო უნდა 6 ჯერ ზედიზედ დადოს და არაფერი არ უნდა სხვა. ამიტომაც არ დაენანათ 90 ევრო თან.გონიათ რო პიპიტა დაეხმარება მაგრამ შეიძლება მაგრად დაისაჯონ!!! 2017 წელს გავიხსენებთ ამას, მაისში.
140;milonia danaxarji shemosuli 150. Plius magas kide gayidian pereiras an leminas an zazas da kide shemova. Xo da juvem pulis xarjva daiwyoo. Pirikit pulis shovna kvia amas. Ormocdati milioni daxarja transperebshi sul da aravin gaeshva yvela normaluri grandi xarjavs amdens aramakvs laparaki realze da eget pulis stanokebzee
Zaan didi ajiotajia . Da imedebi logikurat gundi dasustda davijero ver xvdebit?? Pogba da morata wavida . Da movida pianicji da iguani. Me piradat morata murchevnua iguans jer narto imitom principyl tamashs tamashobs yoveltvis da axalgazda. Pianichi da pogbas shedarebas ar daviwyeb yvelam kargat icis. Ligas movigebt saswauli gundi gavxdit rato askvnit?? Ligis mogeba tu ginda transperebshi puli ar unda dagches minimum
ღირდა თუ არა მაგას სეზონი გვაჩვენებს _)))) რამდენად გავნითარდება პიპიტა და ჩამოირეცხავს იმ ტალახს რასაც გადამწყვეტ თამაშებში 100% მომენტების გაფუჭება ქვია )) იუვენტუსი იგუაინის გარეშეც მოიგებს სერია ა ს, დღეს ისეთი ვითარებაა კალჩოში სულ რო არავინ მოვიყვანოთ იუვეს სკუდეტოს ვერავინ წაართმევს უახლოეს წლებში ) იგუაინმა თავისი ფასი და კითხვაზე პასუხი ღირდა თუ არა მისი მოყვანა უნდა გასცეს გადამწყვეთ თამაშებში ევროსარბიელზე )) აქამდე ამ ფეხბურთელს არაფერი ღირებული არ გაუკეთებია ეგეთი ტიპის თამაშებში გარდა იმისა რო სასწაული ბურთები აქვს გამაზული )) თუ გონსალო განვითარდება ამ მხრივ და გადამწყვეტ მომენტებში არ ჩაისვრება მაშინ თამამად შეილება ითქვას რო ღირდა ) სერია ა ში კალიერის… Read more »
მაგარი სტატიაა, გაიხარეთ
Araperi ar chaudia didi tanxa shemovida 150 miloni pogba da marota da ramdeni daixarja shexedet . Magitomac iyides ise gamoricxuli iyo
პოგბას გაყიდვა ამასთან არაფერ შუაშია. პლიუს ნახევარდაცვაა მოსაყვანი ახლა ისევ.
ავტორ საღოლ ამხელა სტატია მადლობა მაგარი ხარ