ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალდო სერენა:”მისი სახით დავიდსის და მარკიზიოს სინთეზს მივიღებთ”

იუვენტუსი

Tuttomercato -ს ჟურნალისტები იუვენტუსის და ინტერის ექს ფეხბურთელს ალდო სერენას დაუკავშირდნენ, რომელსაც საკუთარი მოსაზრების გაზიარება თხოვეს მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით:

“უაღრესად საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ, მითუმეტეს ბოლო ხანებში იუვენტუსმაც იპოვა საკუთარი რიტმი.. გუნდმა მიჯრით მოიგო მატჩები და კარგ ტონუსშია.

ინტერიც ამარცხებს მთელ რიგ პრობლემებს.. მაგალითად კრისტიან ერიქსენი უკეთ ჩანს მცველების წინ ბროზოვიჩის ალტერნატივად.. ასე რომ ეს შეხვედრა, ბევრად საინტერესო იქნება ვიდრე რამდენიმე კვირის წინანდელი.

ორი აზრი არაა რომ ნერიაძური აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. რომელო ლუკაკუ არამარტო გოლების მხრივ არის წონადი, არამედ უამრავ სამუშაოს ასრულებს, რომელიც ანტონიო კონტეს დიდ დახმარებას უწევს. 

მისი შეცვლა ურთულესი მისიაა, თუმცა ინტერს სკამი ურიგო არ ყავს და რაღაც გადაწყვეტილებამდე კონტე აუცილებლად მივა.

თებერვალი იუვენტუსისთვის კალენდარული თვალსაზრისით მძიმედ გამოიყურება. ანდრეა პირლოს ფეხბურთელების შეცვლა დიდი ყურადღებით მოუწევს, რადგან ახლა თითოეული მატჩი ოქროდ ფასობს. 

ფედერიკო კიეზამ დიდი პროგრესი განიცადა.. მომწონს დეიან კულუსევსკი მეორე ფორვარდის პოზიციაზე. არ უნდა დავივიწყოთ კრიშტიანო რონალდუ და ალვარო მორატა.. ასე რომ რესურსი არის, მიუხედავად გადატვირთული ცხრილისა. ახლა ყველაფერი სწორ დაგეგმვაზეა და პირლოს დიდი მისია აკისრია.

ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. თავადვე მაქვს არაერთ დერბი დ’იტალიაში მონაწილეობა მიღებული.. შეიძლება გეჩვენოს, რომ ფავორიტი შენ ხარ, მაგრამ საქმეზე ყველაფერი თავდაყირა დგება. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის რომ უაღრესად საინტერესო მატჩები გველის.. პირლო კი დამარცხდა სან სიროზე, თუმცა მაესტროს აქვს რესურსი სიტუაცია შეცვალოს.

არტური რეჯისტად? მან მშვენივრად წარმოაჩინა თავი ნახევარმცველად, რომელიც ოდნავ უფრო ზემოთ მოქმედებს. რეჯისტას ფუნქციები დღევანდელ ფეხბურთში იმდენად ფუნდამენტური გახდა, რომ მოთამაშე რომელიც ასეთ პასუხისმგებლობას იღებს, არაერთი თვისებით უნდა იყოს დაჯილდოებული. 

არტურს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ როდრიგო ბენტანკური. ურუგვაელი სხვა ტიპის მოთამაშე გახლავთ.. თუმცა, მაურისიო სარის პერიოდიდან მოყოლებული ცდილობს ტრანსფორმაცია განიცადოს და ახალ ეტაპზე ავიდეთ. მთავარია მოქმედებებში მეტი ვერტიკალურობა შეიტანოს.

განსაკუთრებულად გამოვყოფ ამერიკელს.. უინსტონ მაკინი მაკვირვებს. მოკრძალებული კლუბიდან მოსულმა ადაპტაცია მომენტალურად გაიარა და პროგრესირებს აგრძელებს. პოზიციის მიუხედავად გოლების გატანაც ძალიან უყვარს. თუ მან აღებული გეზი შეინარჩუნა, იუვე დავიდსის და მარკიზიოს სინთეზს მიიღებს.”

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
2 months ago

ეს პეეტერსი ვიღაა?

maradona73
maradona73
2 months ago

Juventus’ squad against Inter: Szczesny, Pinsoglio, Buffon; Chiellini, De Ligt, Alex Sandro, Danilo, Cuadrado, Bonucci, Demiral, Dragusin, Frabotta; Arthur, McKennie, Chiesa, Rabiot, Bentancur, Bernardeschi, Fagioli, Kulusevski, Peeters; Ronaldo, Morata

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<