ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”დაგვტოვებს თუ არა კულუსევსკი იანვარში?”

მაქს ალეგრი მალმიოსთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ესაუბრა:

“პირდაპირ გეტყვით, რომ პერინი, რაბიო, რუგანი და ალექს სანდრო ითამაშებენ. მოიზენ კინთან არსებულ სიტუაციას მოგვიანებით დეტალურად გავივლით, რის შემდეგაც გახდება ცნობილი იასპარეზებს თუ არა შვედების წინააღმდეგ.

დეიან კულუსევსკის მცირე ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია და უკვე ორშაბათიდან დაგვიბრუნდება. იმედი მაქვს, რომ მატია დე შილიოს რამდენიმე წუთს მივცემთ. 

ახალგაზრდებს თუ ექნებათ თამაში მონაწილეობის საშუალება? დე ვინტერი და მირეტი გვეყოლებიან, მაგრამ სულე არა.. ისინი კარგი ბიჭები არიან და იმედი მაქვს გარკვეული დრო დაეთმობათ, რადგან ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

არტური? თავს კარგად გრძნობს. ამ ეტაპზე ერთადერთი ვინგერი მყავს ფედერიკო ბერნარდესკის სახით და შესაბამისად, გადასაწყვეტია ღირს თუ არა სამი ცენტრალური შუახაზელით გამოსვლა.. ამაზეა დამოკიდებული არტურის ასპარეზობა.

პაულო დიბალა? დასვენება არ ესაჭიროება, რადგან საკმაო დრო გაუცდა ტრავმის გამო.. ახლა პირიქით რაც შეიძლება ბევრი უნდა ითამაშოს. 

წავა თუ არა კულუსევსკი იანვარში? სამწუხაროა, რომ ახლა არ გვეყოლება და სხვა მხრივ სატრანსფერო თემებზე საუბარი არ მსურს. 

4-2-3-1 სქემა? ფაქტია ახლა უფრო მეტად ორგანიზებულები ვართ, თუმცა არ იფიქროთ თითქოს სულ ამ სქემით ვიასპარეზებთ. ხვალ გაგვიჭირდება, რადგან როგორც უკვე გითხარით ფლანგზე მხოლოდ ერთი ნომინალური ვინგერი გვყავს ბერნარდესკის სახით.

გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასე უკეთესები ვხვდებით და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტი სიმტკიცე გვემატება. ამიტომ კარგ საღამოს ველოდები, სადაც იმედია გავერთობით და გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.

ფავორიტები? ბაიერნი, ლივერპული, სიტი, პსჟ და რეალი.. სწორედ ეს კლუბები მიმაჩნია ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტებად.

1/8 ფინალი? მარტისთვის საუკეთესო გარემო უნდა შევქმნათ გამარჯვებისთვის.. როცა ეს წამი დადგება, ერთად ვნახავთ რამდენად ვართ მზად ნაბიჯის წინ გადადგმისათვის.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
8 months ago

აუ აი ამ გუნდმა თუ ყველა არ გააოცოს წელს და მინიმუმ ფინალი არ ითამაშოს თავი მომაჭერით ))))))) ეს არ არის უაზრო ოპტიმიზმი და ჩემი სურვილი… ესე იქნება… დღეს სამწუხაროდ გრანდები იუვეს მარტივად უყურებენ რაც ჩვენთვის კარგი არის,მოტივაცია შინაგანად ბევრ რამეს შვება,რაც უფრო ნაკლები ექნება მოწინააღმდეგეს მით უკეთესი… ლივერპული ან ბაიერნი არ გვინდა ფინალამდე, დანარჩენს ყველაფერს ეშველება… მთავარია დიბალა კიეზა მორატამ საქმე გააკეთონ!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x