ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ინტერი კვლავინდებურად ფავორიტია, თუმცა..”

მაქს ალეგრი ინტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ DAZN -ის კორესპონდენტს გაესაუბრა:

პირველ ტაიმში მცირეოდენი ხარვეზები შეიმჩნეოდა, თუმცა მეტოქისთვის ბევრი არაფრის საშუალება მიგვიცია. პრობლემა უფრო იმაში მდგომარეობდა, რომ გაშვებული ბურთის შემდეგ რამდენიმეჯერ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღეთ, რისი დახმარებითაც მეტოქეს ბურთს ფაქტიურად უბრძოლველად ვაბარებდით.

მეორე ტაიმში უკეთ დავიწყეთ და დეიან კულუსევსკის ორ გადაცემას ფლანგიდან, წესით უესტონ მაკენის ან ალვარო მორატას მხრიდან შესაბამისი დაგვირგვინება უნდა მოყოლოდა.. ან თუნდაც ის ეპიზოდი როდესაც ლოკატელიმ ბენტანკურს ყველა წინაპირობა შეუქმნა, რათა ურუგვაელს ბურთი კარში გადაეგზავნა? 

მომენტები გვქონდა, ხოლო მეორე მეორე 45 წუთში ჩვენს კარში ერთხელაც არ დაურტყამს.. მე აქამდეც ვთქვი ინტერის დადებით მხარეებზე და ახლაც გავიმეორებ – ნერიაძურის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ყავს და მათთან გამკლავება იოლი საქმე არ იქნებოდა..

საბედნიეროდ სიმონე ინძაგის კრებულთან სამ ქულიან დისტანციას ვინარჩუნებთ, რომელიც ოპტიმისტურ განწყობაზე გვაყენებს.. მთავარია სანაკრებო პაუზამდე დისტანციის მეტად შემოკლება მოვახერხოთ.

კიეზა? მეტოქის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოედანზე საჭირო იყო იმ ფეხბურთელების ყოლა რომლებიც პრესინგს აქტიურად შეძლებდნენ.. ამიტომაც გავამწესე კულუსევსკი და არა დიბალა ან კიეზა.. მჭირდებოდა ფეხბურთელი შესაბამისი აგრესიით, ენერგიით და ინტელექტით.. მას პირველ რიგში ბროზოვიჩისთვის პრესინგი უნდა შეესრულებინა.. ამ და სხვა დავალებებს შვედმა თავი კარგად გაართვა.

უკვე მეორე ტაიმში სხვა ტიპის ფეხბურთელებით გადაწყვიტე ასპარეზობა და ამიტომაც გამოჩნდნენ მინდორზე დიბალა, კიეზა, არტური და კაიო ჟორჟი.. ახალი ძალებით, განსხვავებული მონაცემებით..

კაიო ჟორჟიმ ბონუჩის წერილი გადასცა? ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, რადგან ეს ეპიზოდი არ დამინახავს და შესაბამისად ამ კითხვაზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x