ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ვხვდებით და შესაბამისად..”

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურში ლონდონში ადგილობრივ ჩელსის დაუპირისპირდება.

მაქს ალეგრის საკმაო საკადრო პრობლემები აქვს, თუმცა ტოსკანელი ამ ყველაფერს არ უჩივის:

“არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ტრავმირებულების ჩანაცვლება. მაგალითად დაცვაში ოთხი მოთამაშე გვყავს დე ვინტერის ჩათვლით, რომელიც კარგი ახალგაზდა მოთამაშეა.

პაულო დიბალასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. განაცხადში შევიყვანე, როგორც დეიან კულუსევსკი თუმცა არგენტინელს კაი ხანი გაუცდა და მიეცემა თუ არა არისტოკრატებთან სათამაშო წუთები ვერ გეტყვით.

ტაქტიკური სქემა 4-3-3? ეს ყოველივე მოთამაშე მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ლაციოსთან ალვარო მორატამ კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისევე როგორც მოიზე კინმა მინდორზე შესვლისას.. შესაბამისად მათ შესაძლოა 45-45 წუთით მოუწიოთ ინგლისელებთან დაპირისპირება.

უშუალოდ შეხვედრაზე? ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს და პრემიერ ლიგის დღევანდელ ლიდერებს უნდა შევხვდეთ, რომელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რომელო ლუკაკუ ირჯება.. ამიტომ ორიენტირი ყველასათვის გასაგებია.. თუ ბელგიელი არ იქნება, გამოდის რომ სხვა სტილში გადაწყვეტენ ასპარეზობას და ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ტრავმირებულები? როგორც მოგეხსენებათ დანილო ორი თვით გამოვაკლდა.. დე შილიო წესით ატალანტასთან ან უკიდურეს შემთხვევაში სალერნიტანასთან დაგვიბრუნდება.. ბერნარდესკი აგვიანებს, ხოლო კიელინი მომავალ კვირაში შემოგვიერთდება.

ადრიენ რაბიო? კოვიდის დადასტურებამდე ფრანგი კარგად ირჯებოდა.. ახლაც უკეთ გამოიყურება. მთავარია ყველა ხვდებოდეს, რომ მუშაობის პროცესი არ უნდა შეაჩერონ და საკუთარ თავზე დაუღალავად იშრომონ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლებრონი
ლებრონი
11 days ago

ე რა გვიქნეს კაცო :)))))))))

JUVENTUS
JUVENTUS
12 days ago

ვლაჰოვიჩზე სერიოზულად იწერება, ზამთარში თუ ვერა ზაფხულიდან ჩვენთანაა დიდი ალბათობით. მაგარი ბიჭია მაგაზე არ არის საუბარი მაგრამ, ვლაჰოვიჩი კი არა ლევანდოვსკიც რომ მოიყვანო ამ ნახევარდაცვის პირობებში შედეგი ვერ დაიდება. საერთოდ ახლიდან არი ჩამოსაყალიბებელი და ძაან ბევრია სამუშაო მაგ ზონაზე. რემზი-რაბიო ეგრევე მოსაშორებელია, მაკკენი-არტურიდან რომელიც უფრო კარგ ფასად გაიყიდება.

bero-juve10
bero-juve10
12 days ago

zalian cudi tamashi chavataret miuxedavad imis rom ukve gasulebi vart + ziritadis 2-3 motamashis ar yola ( chelsisac ar yavda maunti, lukaku, havertsi, aspilikueta ) da mainc amis fonze 4 goli bevrad metia makeni, bentankuri, rabio da lokateli ertad aravitar shemtxvevashi ar sheizleba tan roca inglisur gunds etamashebi romlebsac flangelebi swrafi motamasheebi yavt erti sityvit gundi seriozuli ganaxlebas sachiroebs amistvis ki gundidan unda gaushvan shesni, makeni, artur melo, kulusevski, sandro, morata, rugani, perini, remzi + koshta, piaca demirali, mandragora amatgan daaxloebit – 100-150 limons avigebt daamaton 150 da 300 limonad es xalxi moiyvanon teo ernandesi – 45 limoni donaruma –… Read more »

JUVENTUS
JUVENTUS
13 days ago

მაკკენი-რაბიო-ბენტანკური-ლოკატელი ერთად მოედანზე ზედმეტია. გამქცევები არ გვყავს საერთოდ, კიეზაა და მაგასაც მეორე ფორვარდად ვიყენებთ. დუგლას კოშტა (როცა ტრავმა არ ჰქონდა) რამხელა ძალა იყო გემახსოვრებათ. ჰუდსონ ოდიებს, ჩალობებს და ზიეჩს ვერ ეწეოდა სასტავი. მითუმეტეს ფლანგის მცველებიც სუსტები არიან. განსაკუთრებით სანდრო, რეგრესი აქვს საშინელი (სკამზე უნდა იჯდეს). ამ წყობით თამაში, 4 საყრდენით და ორი შემტევით ლიგაზე ვერაფერს მიგვაღწევინებს. საერთოდაც ლოკატელის გარდა მაგათგან არცერთი არ არის სასტავში სათამაშებელი, მითუმეტეს ერთად. ბურთს ვერ ინარჩუნებდნენ ცენტრში. პოგბას მოიყვანენ იმედია და ფლანგებსაც მიხედვა უნდა.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x