ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მეზღვაურები შტორმის დროს გამოსავალს მუდამ პოულობენ”

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან შინაურ კედლებში ფედერიკო კიეზას გოლით გაიმარჯვა და ჯგუფში ჯერჯერობით 100%-იანი შედეგით პირველ პოზიციაზე იმყოფება.

მატჩის შემდეგ მაქს ალეგრი აშკარად კმაყოფილი ჩანდა შეგირდების გარჯით:

“მეზღვაურები შტორმის დროს გამოსავალს ყოველთვის პოულობენ და ასე უნდა მომხდარიყო ჩვენს შემთხვევაშიც. მესმის, რომ თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ არ არის იდეალური და მაგრამ მეორე კუთხით შევხედოთ – მეტოქეს რაიმე განსაკუთრებული ხიფათი ჩვენს კართან არ შეუქმნია.

ორი მატჩის შემდეგ, ჩვენს აქტივში 6 ქულა და 0 გაშვებული ბურთია, რაც კარგ წინაპირობას ქმნის 1/8 ფინალში გასვლისათვის. 

ტაქტიკური სქემა? ვიფიქრე, რომ სამი შემტევით ლონდონელებს მეტ თავსატეხს შევუქმნიდით.. შესაბამისად კიეზა წინ დავაყენე, ხოლო მასთან სიახლოვეში ფედერიკო ბერნარდესკი მოქმედებდა, რომლებმაც დავალებას თავი კარგად გაართვეს.

როდრიგო ბენტანკური საკუთარი ნატურიდან გამომდინარე ნამდვილი მებრძოლია. მანუელ ლოკატელი რომელუ ლუკაკუს მშვენივრად ავიწროვებდა, ხოლო ადრიენ რაბიომ სუსტად დაიწყო თუმცა რაც დრო გადიოდა ტემპს უმატებდა.

ფედერიკო კიეზას საკუთარი პოტენციალი 100%-ით ჯერ კიდევ არ უჩვენებია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე გავამწესე.. საერთოდაც ჩემი შეფასება მისთვის ცნობილია.. კიეზას ცენტრ ფორვარდად ან მეორე ფორვარდის როლში ვხედავ.

ბიჭებმა კარგად უნდა გაითავისონ ამ მოგების მნიშვნელობა.. როდესაც შენ იბრძვი მოედნის თითოეული მილიმეტრისთვის.. ასეთ რთულ ორთაბრძოლებში მიღწეული წარმატება კრავს გუნდს ერთ მუშტად! 

კიდევ ერთხელ ჩელსის მიმართ დიდი პატივისცემის და მიუხედავად ვოიცეხ შესნის დღეს რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 months ago

34/64 ბურთის ფლობა, 1/8ზე კუთხურები, 3/36ზე ჩამოწოდებები, 1-5ზე კარში დარტყმები(ნუ ეგ თუ კარში დარტყმა არის რავიცი) ამ ყველაფრის ფონზე ძალიან კმაყოფილი მე და სრულიად ტიფოზერია!! ფორცა იუვე, ფორცა ალეგრი და ფორცა კიეზა!! ბედნიერი ვარ რო ეს ფეხბურთელი მოიყვანეს და არ გაუშვეს ხელიდან… კულუშევსკის გაშვება და ძანიოლოს მოყვანა გამახარებდა კიდე ძალიან.. ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა იქნებოდა მსოფლიოში… კიეზა დიბალა ძანიოლო..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x