ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მეტოქის მიმართ პატივისცემა არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან..”

მაქს ალეგრი ლაციოსთან მატჩზე საუბრობს, რომელიც მისი გუნდის უპირატესობით და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა:

მაურისიო სარის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.. მისი გუნდები საკუთარი თამაშის წესებს კარნახობენ და ცდილობენ ის სტილი რაც გააჩნიათ თავზე მოგახვიონ.

თუმცა, დღეს ჩემმა შეგირდებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს. დგება მომენტები, როდესაც თავი უნდა დაიცვა და ეს შესაძლოა ორი, სამი ან უფრო მეტი წუთი გაგრძელდეს, თუმცა ბოლოს ბურთი მაინც ჩვენ დაგვიბრუნდება! აქ კი სრული ოსტატობის დემონსტრირება გვმართებს, რათა მიზნისკენ წავიდეთ და მის რეალიზებას შევეცადოთ.

დღეს კარგები ვიყავით ბურთის კონტროლის თვალსაზრისით.. გოლები? ვფიქრობ, გვქონდა მომენტები სადაც უფრო კარგად და რაც მთავარია ცივსისხლიანად გვმართებდა ასპარეზობა.. ამ მხრივ სამუშაო გვაქვს.  ვერ ვიტყვი რომ ფორვარდის ნაკლებობის პრობლემაა, მაგრამ იგივე დეიან კულუსევსკის მეტი სითამამე მართებს საჯარიმოში.. ორი მომენტი ქონდა, სადაც შეეძლო შეხვედრის ბედის ვადაზე ადრე გადაწყვეტა.

წარმატების მიღწევა ხდება მეტოქისდამი დიდი პატივისცემის გამოხატვით.. ეს ნიშნავს, რომ დრო რაც გვაქვს სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა წვრილმანისთვის ვიყოთ მზად.. უამრავი ქულა გავატანეთ ქარს, სწორედ ისეთ კლუბებთან, რომლებსაც სატურნირო ცხრილის შუაში ან უფრო ქვემოთ ვნახავთ.. ამიტომაც მიდგომა თითოეულ მატჩზე უნდა იყოს იდენტური თუ ვის ან რა ტურნირის ფარგლებში გვიწევს მინდორზე გასვლა.”

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x