ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მჯერა ამ გუნდის, რადგან..”

მაქს ალეგრის მოსაზრებით იუვენტუსმა ნაყოფიერი და კარგი შეხვედრა გამართა, სადაც გამარჯვება სრულებით დამსახურებულად მოიპოვა:

“სალერნოში თამაში რთულია და ამ მხრივ ბიჭების გარჯით კმაყოფილი დავრჩი. ატალანტასთანაც ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ერთი უაზრო შეცდომის გამო მარცხი განვიცადეთ.

რისკზე სალერნტინასთანაც წავედით, როდესაც მეორე ტაიმში მათი მხრიდან რამდენიმე ჩაწოდება საჯარიმოში აღმოჩნდა.. ასეთი ელემენტარული უზუსტობის გამოა, მეტოქეს რომ თავის გამოჩენის შანს ვაძლევთ.

ჯორჯო კიელინის სრულებით ვეთანხმები – დღეს მეტი ბურთის გატანა გვმართებდა და ჩვენ გასახდელში ამ თემაზე დეტალურად ვისაუბრებთ. მატჩებში სადაც კითხვის ნიშნები რჩება, შესაბამის დაძაბულობას ტოვებს.. აქედან გამომდინარე ვალდებულები ვართ მეტოქის კართან მეტი სითამამე გამოვიჩინოთ.

ბურთის კონტროლის თვალსაზრისით ნორმალურად გამოვიყურებოდით, მაგრამ როდესაც ბურთი ზონებს შორის გადაადგილდებდა, ჩვენ გაცილებით მაღალ სისწრაზე უნდა ვიმოძრაოთ. 

დღეს ბიჭებს ვუთხარი, რომ შემადგენლობაში ხნიერი მოთამაშე გვეყოლებოდა და თითოეულს მაქსიმუმი გაეღო. თავადაც დამეთანხმებით, როგორი განსხვავებაა კიელინისა და დანარჩენ ფეხბურთელებს შორის.. შეგირდების მოქმედებებით კმაყოფილი ვარ! ეს ეხება ალვარო მორატასაც და პაულო დიბალასაც.. ორივე მათგანმა გაიტანა და ეს გუნდისთვის დადებითი მომენტია!

რა ვუთხარი თამაშის წინ? ატალანტას შემდეგ სულ რაღაც სამი დღე გავიდა და ერთადერთი გუშინდელი დღე მქონდა ვარჯიშის ხეირიანად ჩატარებისთვის. რამდენიმე ასპექტზე ვიმუშავეთ, ხოლო დღეს მენტალურ დონეზე ვისაუბრე..

ბიჭებს იგივე გავუმეორე რაც კიელინიმ და რაც უკვე გითხარით – აქ ახლა ჩვენ ვართ.. შესაბამისად თითოეული ჩვენგანი ვალდებულებულია გამარჯვება მოიპოვოს, გულშემატკივარი გაახაროს და კარგი ატმოსფერო შექმნას. გამარჯვების გარეშე ამის მიღწევა წარმოუდგენელია და აქედან გამომდინარე, ეს უნდა გახდეს მთავარი მიზანი!

ცვლილებები? გასაგებია რომ თავის დროზე წავედი და შემდგომ აქ სხვა პროექტებზე მუშაობდნენ.. ეს საკითხი არ მეხება და არ მსურს მასსზე დროის კარგვა. ორი წლის შემდეგ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი დამიკავშირდა და მთხოვა კვლავ გავმხდარიყავი იუვენტუსის პროექტი..

ეს არის მეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი კოლექტივი, ვიდრე თავის დროზე დავტოვე.. ხელმძღვანელობას ეს კარგად ესმის და ამაზე თავიდანვე ვისაუბრეთ. 

აუცილებელია გუნდი გავიცნო და მანაც გამიცნოს, რადგან ახლა საკმაოდ დინამიურ ეტაპზე ვართ. თამაში, ერთი ვარჯიში და შემდეგ ფრენა – ასეთ დროს კონცენტრირება და იმ იდეების სრულად ამუშავება რთულდება.. მაგრამ წინ დრო გვაქვს, რომელსაც პროდუქტიულად გამოვიყენებთ. ამ მხრივ ოპტიმისტური განწყობა მაქვს.. ამ შემადგენლობას მერწმუნეთ აქვს ყველა რესურსი, რათა გაიზარდოს და დიდ წარმატებას მიაღწიოს.

მენატრება თუ არა ისეთი პიროვნება როგორიც ჯუზეპე მაროტაა? იუვენტუსი წელს არის – პრეზიდენტი რომელიც ყველაფრის ორიენტირია! ასევე აქ არის მაურისიო არივაბენე და ფედერიკო კერუბინი.. ამ უკანასკნელს 30 წელია ვიცნობ.. იგი საკმაოდ გაწონასწორებული და ჩინებული პიროვნებაა.

იუვენტუსში ადამიანები მიდიან და მოდიან, მაგრამ სისხლის შემადგენელი ჯგუფი ყოველთვის ერთია და ვინც აქ ერთხელ მაინც მოხვდება, იგი ამ ყველაფრით წამში იწამლება. 

ვიცოდით ყველამ რაოდენ დიდ პრობლემას წავაწყდებოდით, მაგრამ წარმოუდგენელია ყოველ წელს გაიმარჯვო.. დგება მომენტი, როდესაც ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს.. ამიტომაც შევეჭიდე ამ საქმეს, რადგან მჯერა ამ გუნდის.. პოტენციალი საოცრად დიდია, მიუხედავად იმისა რომ რიგ მოთამაშეებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუთავისებიათ რეალურად რისი მიღწევა ძალუძთ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

2.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVENTUS
JUVENTUS
8 months ago

სტაბილურად გამტანი 9-იანი გვჭირდება, და მაღალი კლასის ნახევარმცველი. ვლაჰოვიჩი + პოგბა ან სერგეი ლაციოდან იქნება სერიოზული ამბავი. ავიწევით ისევ ზედა ლეველზე. მარცხენა მცველსაც თუ ვიპოვით ნორმალურს ან პელეგრინი აჩვენებს პროგრესს მთლად უკეთესი. სანდროს იმედი მგონი აღარ უნდა გვქონდეს, საგრძნობლად უკლებს ყოველ წელს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x