ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ანიელიზე, იუვეზე და რონალდუზე..

მაქს ალეგრიმ იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ნანობს იუვედან წასვლას:

აბსოლუტურად არანაირი სინანულის გრძნობა არ გამაჩნია.

5 წლიანი ინტენსიური პერიოდის შემდეგ, დადგა დრო რომ მცირე ხნიანი პაუზა ამეღო და შესაძლოა პრეზიდენტმა ეს ჩემზე ადრე იგრძნო.

ანდრეა ანიელისთან ბრწყინვალე ურთიერთობა გამაჩნია და მასთან ერთად ზაფხულში გარკვეული პერიოდი ერთადაც კი გავატარე.

იგი ბრწყინვალე ახალგაზრდა პიროვნებაა, რომელსაც შესანიშნავი ხედვები აქვს ევროპული ფეხბურთის განვითარების კუთხით. ამასთან ერთად ანდრეა მაქსიმუმს აკეთებს, რათა იტალიური ფეხბურთი ძირძველ პოზიციას დაუბრუნდეს.

ჯუზეპე მაროტა საკუთარი საქმის პროფესიონალია, რომელთან ერთადაც მოვიგე სკუდეტო, მაგრამ იგივეს განმეორება მის გარეშეც შევძელი..

ვფიქრობ, ინტერში მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც გუნდი ანტონიო კონტეს ჩააბარა..

კრიშტიანო რონალდუს ძალა მის მენტალიტეტშია.. ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ მიაღწია წარმატებას, მაგრამ 34 წლის ასაკში ყოველდღიურად ახალ მიზნებს ისახავს და მისკენ მიისწრაფვის.. პორტუგალიელი განსაკუთრებული თვისებებით არის დაჯილდოებული.

ვის გაწვრთნას ვისურვებდი – ახალგაზრდა ნიჭიერი ტალანტის თუ რონალდუს? უდაოდ კრიშტიანოსას!

ახლა როდესაც საქმით დაკავებული არ ვარ, შემიძლია ცხოვრებისგან და ფეხბურთის სხვა კუთხით მივიღო სიამოვნება”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 months ago

5 წლიანი ინტენსიური პერიოდის შემდეგ, დადგა დრო რომ მცირე ხნიანი პაუზა ამეღო და შესაძლოა პრეზიდენტმა ეს ჩემზე ადრე იგრძნო :lool: :lool:
ვაი ამის პატრონს პრეზიდენტმა კი არა ბრმაც კი მიხვდა ფეხებზე რო გეკიდა ბოლო მატჩები ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ.5 წელი იყო გუნდში და მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდე თუ ვინ არის ძირითადის სასტავი ნუ კაროჩე რა.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<