ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : ” არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება ”

” ბერძნების წინააღმდეგ ნამდვილად იასპარეზებენ ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ოგბონა, ვიდალი და ტევესი. დანარჩენ პოზიციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება “ . ჟურნალისტებთან საუბარში ალეგრი გულახდილად ასახელებს ძირითადი შემადგენლობის უმეტესობას. თუმცა უმთავრესი კითხვა არის თუ ვინ შეწყვილდება ტევესი თავდასხმაში: ” მორატა უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც დაჯილდოებულია სხვადასხვა დადებითი საფეხბურთო მახასიათებლებით. გადავწყვიტავ უშუალოდ მატჩის დაწყების წინ ვინ იასპარეზებს ტევესთან ტანდემში. ვიდალმა ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და შედეგად მისი ფიზიკური კონდიციები უკეთესისკენ შეიცვალა. მართალია იგი არ არის 100 %-ით მზად, თუმცა არტუროს მოედანზე ყოფნა გუნდისთვის დადებითი მოვლენაა ” .

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია განწყობა, რითაც გუნდი მოედანზე გავა …

” მერწმუნეთ საუბარი იმაზე, რომ ბერძნებს არ ვაფასებთ სისულელეა. პირიქით ეს არის გუნდი, რომელმაც ატლეტიკოს შანსი არ დაუტოვა და ახალი თავკაცის დახმარებით ესპანურ სტილში ასპარეზობენ. ბურთის ფლობა და პრესინგი თითოეულ მილიმეტრზე, რითაც შეუძლიათ ნებისმიერს შეუქმნან პრობლემები. ერთი სიტყვით ძლიერი მეტოქე დაგვიპირისპირდება და უნდა ვეცადოთ, რომ მან არ გამოიყენოს საკუთარი საუკეთესო მხარეები. გადამწყვეტს ამ შეხვედრას ვერ დავარქმევთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნამდვილად არის. ბერძნებთან ორ უახლოეს შეხვედრაში გადაწყდება პლეი ოფის ბედი, ამიტომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალური ქულები ავიღოთ მათთან დაპირისპირებისას. აუცილებელია მობილიზიბე რადგან ჯგუფიდან გასვლა ფუნდამეტალური საქმეა და არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ცხელი მიღება გველის და არც უნდა გაგვიკვირდეს სტუმრად გვიწევს ასპარეზობა. თუმცა, მოედანზე გადიან ფეხბურთელები, რომლემაც უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაღალ პროფესიონალურად მიუდგნენ მას. ლამაზი ფეხბურთი ტაქტიკური კუთხით გახდება წარმატების საწინდარი ” .

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maxo gvazava
5 years ago

იტალიამ გუში სირცხვილი ჭამა იმედია იუვე გამოასწორებს ყოველივეს მორატა და 4-3-3 მაგარი გაასწორებს მე მიმაჩნია გუნდში ხვალ პირლოს ყოფნა აუცილებელია
:forza: :forza: :loool: :juvee: :juvee:

vakhtang karchava
მოდერატორი
5 years ago

კასერესი მწყობრშია თუ იცით?

vakhtang karchava
მოდერატორი
5 years ago

ევრა არ დააყენოს სასტავში და სხვა ნებისმიერი შემადგენლობა ითამაშებს,მთავარია სწორი ტაქტიკა დაუპირისპიროს,დიდი უბედური გუნდია შინ…4ქულაზეც არ ვიტყოდი უარს ამათთან… :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
5 years ago

არაფერსაც არ ცვლის 3-5-2 Buffon; Ogbonna, Bonucci, Chiellini; Lichtsteiner, Pogba, Marchisio, Vidal, Asamoah; Tevez, Morata

pintu-ricchio
5 years ago

ლორენტე თუ არ ყავს ეს არაფრის შეცვლაა? :lool:

Di Francesco # 1
5 years ago
Reply to  pintu-ricchio

ლორენტეზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს :lool:

Di Francesco # 1
5 years ago

4 მცველში ალბათ იმას გულისხმობს რო მოედანზე ლიხშტაინერლი ბონუჩი კიელინი და ოგბონა დადგება თუმცა ამ ოთხი მცველითაც შეიძლება 3-5-2ის თამაში ნახევარმცველ ასამოას თუ დაუმატებს

pintu-ricchio
5 years ago

Я уверен, что сыграют четыре защитника, однако это не значит, что все четверо сыграют в линии обороны.
4-4-2 თუ თამშობს
ცენტრში 4-ივე ნახევარმცმელის დაყენება შეიძლება (პირლო, მარკიზიო, ვიდალი, პოგბა)
ტევესი და სავარაუდოდ ისევ ლორენტეს დააყენებს

Di Francesco # 1
5 years ago

მარკიზიოს არააქ გარანტირებული? თუ ასახელებ შემადგენლობას ბოლომდე თქვი თუარადა ასე ფეხბურთელების გამორჩევა 2 დღით ადრე არასწორია
ვიდალს და პოგბასააქ თურმე ადგილი გარანტირებული და მარკიზიოს და პირლოს არა, ვიდალი თუ არაა ფორმასი რატო ათამაშებ? ვიდალის მოედანზე უბრალოდ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ პირლოსი? ან თუნდაც მაკიზიოსი?
ხო არ იყო შარშან მარკიზიო ფორმაში და ხო იჯდა სკამზე? ხოდა წელს ის დაჯდეს ვინც ფორმაში არაა, რომელი დელ პიერო ვიდალია მისი მოედანზე უბრალოდ ყოფნა რო რამეს ნიშნავდეს?

AKAKI nozadze
5 years ago

უნდა მოვიგოთ ძაან დიდი პაზორი ჭამა იტალიამ :italy:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

11
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<