ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : ” დავიმსახურეთ გამარჯვება, თუმცა … ”

უამრავი მითქმა მოთქმა გამოიწვია გუშინდელმა შეხვედრამ. მატჩის შემდგომ ბუნებრივია ჟურნალისტები ერთი მეორეს მიყოლებით ყველას სთხოვდნენ აზრის დაფიქსირებას ამ ფაქტის გამო. გამონაკლისი ბუნებრივია არც ბიანკონერის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი იყო: ” ინტენსიური თამაში იყო და ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება ვიზეიმეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იუვე რომაზე გაცილებით ძლიერია”.

” ორივე კლუბისთვის ეს უდაოდ გამორჩეული დაპირისპირება იყო. შელაპარაკებაც საკმაო რაოდენობით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ თეატრში წახვიდეთ.კარგი გუნდი გვყავს, თუმცა მეტოქეც ძალიან ძლიერია. ჩემმა შეგირდებმა ნაყოფიერად ჩაატარეს ორივე ტაიმი და დაიმსახურეს გამარჯვება, მაგრამ უშუალოდ მატჩი თანაბარი იყო და შეიძლებოდა აბსოლიტურად ნებისმიერი ანგარიშით დასრულებულიყო ” .

შეხვედრაში დაინიშნა სამი პენალტი ( აქედან ორი იუვეს სასარგებლოდ ) . ალეგრის ჰკითხეს გაბრაზდებოდა თუ არა იგი რუდი გარსიას ადგილზე, რომ ყოფილიყო?

” შვიდი წელია სერია ა-ში ვმუშაობ და იშვიათად საკუთარი კარიერის მანძილზე რეფერიზე, რომ გავბრაზებულიყავი. როკის მოქმედებები არ ხსნის 90 წუთის მანძილზე განხორციელებულ მოვლენებს. კეტავდა თუ არა ვიდალი მეკარის ხედვას ბონუჩის დარტყმისას? დიახ, კეტავდა . ამ საღამოს უამრავი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან. საკმაოდ შემოქმედიბითი წინა ხაზი გვყავს. ფეხბურთელები გრძნობენ ერთმანეთს და ჩვენ გაცილებით უკეთესად ვაკონტროლებთ მატჩს ვიდრე სეზონის სტარტისას. უნიკალური გუნდი მერგო, რომელსაც სურს კიდევ უფრო უკეთესად ფეხბურთის თამაში. მათ აქვთ ყველა საჭირო ტექნიკური მონაცემი და იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. როდესაც შენს გუნდში ირიცხებიან ასეთი ფეხბურთელები, მწვრთნელი უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს ” .

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
5 years ago

არ შეჭამეს ეს ალეგრი იგებს ვაიო აგებს უიო რა გინდათ. ერთი ხელისმოსმით იუვე ამ შემადგენლობით ვერ მოუგებდა რომას მაშინ თქვენ თუ სუპერ გუნდი გინდათ ფული უნდა დახარჯოს ანიელიმ

mishka berianidze
5 years ago

ესეც 13 მოგება და კლუბის აბსოლიტური რეკორდი ეხლა კიდევ მინიმუმ 5 გვინდა რომ ინტერს გადავასწროთ იტალიაში თორემ ევროპის რეკორდი კი ბენფიკას ეკუთვნის 29 მოგებით 1971-72 დან 1972-73 სეზონებში სია კი ასე გამოიყურება 2) 28 მოგებით დინამო ზაგრები (ხორვატია)-2006-07 დან 2007-08 3) 25 სელტიკი 2003-04 4) 24 შახტარი 2011-12 დან 2012-13 5) 22 პსვ ეინდჰოვენი 1986-87 დან 1987-88 6) 22 რეინჯერსი 1898-99 დან 1899-00 7) 19 ბაიერნი 2013-14 8) 19 აიაქსი 1994-95 დან 1995-95 9) 19 აიაქსი 1971-72 10) 17 ინტერი 2006-07 11) 17 აიაქსი 1972-73 12) 17 სელტიკი 2011-12 13) 16 ბარსელონა 2010-11 14) 16 პორტუ 2010-11 15) 15 რეალი… Read more »

Lasha Balavadze
5 years ago
Reply to  bero-juve10

ანუ კიდე 15 თამაში უნდა მოვიგოთ ზედიზედ ? თუ რა უნდა ქნან რო რეკორდი მოიხსნას ?

Vega
5 years ago

და მორატამ სუფთად ითამაშა მაგ მომენტში, იმენა ბურთზე იყო თამაში. მანოლასმა თვითონ წამოსდო ფეხი. წითელის ღირსი არ იყო მორატა მაგ მომენტისთვის. მე მომწონს ეს თვისება როცა აქვს თავდამსხმელს ფორზააა მორატა შენი იმედი მაქვს და იმედიაა გაამართლებ. მთავარია ამ მოცინარმა პინგვინმა შანსი მოგცეს.

jjj jjj
5 years ago

მაგრამ ალეგრი რო იდიოტია რად უნდა საუბარი

jjj jjj
5 years ago

ბონუჩის სუფთა გოლი იყო ამას მხოლოდ ბრმები ვერ დაინახავენ!

Di Francesco # 1
5 years ago

ხო ვიდალი რო იდგა თუარა უეჭველი აიღებდა იმ ბურთს, თამაშგარე იქნეოდა მაშინ, გადმოვარდნილ ბურთზე პირდაპირ რო არ დაეტყა და ბურთის გორება და კომბინაციის გათამაშება რო დაეწყო ბონუჩის, იქ ისე მალე მოხდა ყველაფერი, ვიდალმა უბრალოდ ვერ მოასწრო თამაშგარედან ამოსვლა

pintu-ricchio
5 years ago

ხოდა კვერცხია ალეგრი, ასეთ კომენტარს არ უნდა აკეთებდეს იუვეს მწვრთნელი მაგ ეპიზოდზე

გათიშვა

8
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<