ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “მაქსიმალური კონცენტრაცია წარმატებისთვის”

სანაკრებო მატჩები დასრულდა და უკვე ხვალ სერია ა-ს მორიგი ტური გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად გამართავს მატჩს დედაქალაქური “ლაციოს” წინააღმდეგ და როგორც მასიმილიანო ალეგრის მისი გუნდისთვის იოლი გასეირნება ეს ნამდვილად არ იქნება : “მინდა გითხრათ, რომ დედაქალაქელებთან მოლაპარაკებებს ზაფხულში მართლაც ვაწარმოებდი, თუმცა ლოტიტოსთან გამართულა შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო და საბედნიეროდ ეხლა ტურინში ვიმყოფები. მეტოქეზე იმის თქმა შემიძლია, რომ უზომოდ ორგანიზებული დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ. ჩემი პირადი მოსაზრებით მათ თავისუფლად შეუძლიათ მესამე პოზიციისთვის ბრძოლა. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც არიან კანდრევა, მაური, კლოზე, კეიტა და ჯორჯევიჩი ეს ლოგიკური შედეგი იქნება”.

“ნაპოლი? ადრეც ვამბობდი, როდესაც ბენიტესის კრებული სატურნირო ცხრილის შუა ზოლში იმყოფებოდა და ეხლაც მითუმეტეს თამამად გავიმეორებ, რომე ნეაპოლიტანელები ჩემპიონობისთვის აუცილებლად იბრძოლებენ. ხარისხიანი და აგრესიული კლუბი, რომელიც არასოდეს ნებდება. მათ დაძლიეს კრიზისი და მზად არიან რომაელებთან ერთად სკუდეტოსთვის ბოლო წამამდე გვებრძოლონ”.

“მალმიო? უმჯობესია ფოკუსირება ხვალინდელ დაპირისპირებაზე მოვახდინოთ, ხოლო რაც შეეხება ლიგას მასზე ფიქრს უკვე კვირიდან დავიწყებთ. ისე კი ნამდვილად გვაქვს პოტენციალი მინიმუმ 1/4 ფინალში ვიასპარეზოთ, მაგრამ ამისათვის 6 ქულის დაგროვებაა აუცილებელი რაც ისეთ გათამაშებაში, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა დიდ პრობლემებთან და თავსატეხების ამოხსნასთან არის დაკავშირებული. ატლეტიკოსაც და ოლიმპიაკოსაც კარგი შანსები გააჩნიათ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ამიტომ ჯერჯერობით ჯგუფიდან გასვლის საკითხი არ არის გადაწყვეტილი და მისთვის არავინ არაფერს დაიშურებს”.

“ინტერი? როდესაც გუნდს საქმე არ მისდის როგორც საჭიროა დამნშავის მოძებნა რთული არ არის და ასეთ დროს მწვრთნელი პირველ რიგში იწირება. ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი თავადაც, როდესაც როსონერის ვწვრთნიდი. მანჩინი უდაოდ გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც მნიშვნელოვან ფასეულობებს შესძენს ინტერს. არ ვიცი რამდენად მოახერხებენ ისინი ჩემპიონობისთვის გაბრძოლებას, მაგრამ ჩემპიონატს, რომ ერთ-ერთ ზედა საფეხურზე, რომ დაასრულებენ ეს ფაქტია”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maxo gvazava
5 years ago

მიდი ალე მინიმუმ 1\4 კი არა ნახევარ ფინალი და მაქსიმუმ უკვე შენც მიხვდები :lool: :lool: :lool: ისე დღეს ლაციომ დიდი ანგარიშით უნდა წააგოს ხოლო რომა იმედია არ შერცხვება მაინც :lool: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :chuvak:

AKAKI nozadze
5 years ago

ხოარ უბერავს ეს??? ინტერის ბედი რაში უნდა გადარდებდეს მითუმეტეს იუვენტუსის მწვრთნელს????? ინტერს ისევ მილანია ჯობია რო შეძვრეს სამეულში ევროზონის პონტში იუვე-რომა-მილანი ეს მინდა ლიგაზე გაისად ყველაზე კაი ვარიანტი ეგ იქნება :italy:

irakli28
5 years ago

ატლეტიკოს სახლში უნდა მოვუგოთ თორე სირცხვილია უკვე…. ინტერი კიდე სადაც არის ისიც ზედმეტია მაგისთვის, ნუ ხარ შენ კლი*მა

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<