ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : ” მნიშვნელოვანი გამარჯვება ”

” აუცილებელი იყო სტუმრად სამი ქულის მოპოვება და თან მაშინ, როდესაც რომამ დათმო საკუთარი შეხვედრა. გარკვეულ ეტაპზე თავის დაცვაც უნდა შეგვეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსი” ვართ. არის მატჩები, როდესაც არ მიდის ისე ყოველივე, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს და აუცილებელია არ აღმოჩნდე ბორტს მიღმა. ჩემი შეგირდებისთვის ეს დავალება შესრულებადი აღმოჩნდა პირველ ნახევარში, როდესაც მაინც და მაინც გააზრებულ იერიშებს ვერ ვახორციელებდით. ვერტიკალურ გადაცემებს ვასრულებდით როდესაც შეგვეძლო ორი-სამი გადაცემით მეტი გავაკეთოთ და უფრო ნაყოფიერად დავემუქროთ მეტოქის კარს. მეორე ნახევარში ემპოლიმ დათმო ინიციატივა, ჩვენ კი პირიქით გავზარდეთ ტემპი და მნიშვნელოვანი გამარჯვება გავიფორმეთ “ – საუბრობს მასიმილიანო ალეგრი მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან.

ჯენოასთან მატჩი კი ჩაბარდა წარსულს, მაგრამ მწვრთნელს სურს შეახსენოს საკუთარ მოთამაშეებს, რომ გენუაში მათ უკეთესო ფეხბურთი აჩვენეს :

” დღეს მოედანზე ისეთივე შემართებით გამოვედით, როგორც ეს გენუაში იყო, თუმცა ფეხბურთის ხარისხი უკეთესი ჯენოასთან ვაჩვენეთ. პარადოქსი კი იმაშია, რომ სამწუხაროდ გასპერინის გუნდთთან დავმარცხდით. მაშინ მაქსიმალურად ვკეტავდით ზონებს და არ ვაძლევდით მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებას. დღეს პირიქით მოხდა, მაგრამ სამი ქულა ჩვენია და დიდი მადლობა ბუფონს ” .

” ჯიოვინკოს თამაშით კმაყოფილი ვარ, მან ორჯერ-სამჯერ მოახერხა დარტყმის განხორციელება და პლიუს ამასთან კარგად მანევრირებდა მინდორზე და თან გაითვალისწინეთ, რომ მორატასთან ტანდემში პირველად იასპარეზა. პირლომ გოლი გაიტანა, ვიდალი უფრო მჭიდროდ ასპარეზობს, ხოლო მარკიზიო ფანტასტიურ ფორმაშია. პადოინი კი ქების ღირსია, როდესაც იგი მოედანზეა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პირველსავე წუთებიდან არის მინდროზე. ის გუნდის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც შეუძლია დახმარების ხელის გაწვდენა გუნდისთვის როცა იგი ამას საჭიროებს. გყავდეს გუნდში ასეთი ტიპის მოთამაშე დიდი ბედნიერებაა ”

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maxo gvazava
5 years ago

მიდი ალე ისე ბალოტელი მაგარი … არის ლივერპულიდანაც გამოაგდებენ მალე და მერ დაჯდეს და იკაიფოს :lool: :lool: :juvee: :forza:

arseni
5 years ago

მოკლედ .. ეს გამოთაყვანებული ბალოტელი რომ არის იტალიის ნაკრების კანდიდატი მაგას ოკაკა ჩუკა ჯობია 10 თავით .. დრევანდელი ფორმით და თან ახალგაზრდულშიც აქვს ნათამაშები და ალბათ მიიწვევს კონტე მალე თუ ასე გააგრძელა ოკაკამ

Di Francesco # 1
5 years ago

მარკიზიოს რო აქებს კაია, მართლა ბევრს აკეთებს მარკიზიო მინდორზე, ყველაზე მეტს რო ინდომებს ადვილად შესამჩნევია, სადაც არის ბურთი იქ არის მარკზიოც

bianconer
5 years ago

ვა საღოლ პადოინი აქებს ალეგრი.ნეტა ღადაობს თუუ :juvee:

emzari beridze
5 years ago
Reply to  bianconer

სტიმული რო მიცეს იმიტო აქებს რო ხელი არ ჩაიქნიოს ფეხბურტზე.ტორე რა იტამაშა რო ასე დააქო

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<