ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”საგოლე ეპიზოდებს არ უნდა ვატანდეთ ქარს”

მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ იუვე პირველივე წამებიდან შეუდგეს ატლეტიკოსთან დაპირისპირებისას საქმის კეთებას და იყო გაცხარებული მალმიოსთან გამოუყენებლი საგოლები ეპიზოდების გამო: “კვალიფიკაცია ამით არ დასრულებულა, რადგან წინ ერთი შეხვედრა გვიწევს, რომლის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში შევძლებთ ჯგუფში გამარჯვების მოპოვებას. შესაბამისად ვალდებულნი ვართ სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ საქმეს. რაც შეეხება შეხვედრას პირველ ტაიმში მეტოქე აქტიურ პრესინგს მიმართავდა და მოედნის ცუდი საფარის გამო არ ვიყავით იმდენად ეფექტურნი, რამდენადაც მეორე ნახევარში. აუცილებელი იყო მეტოქის მიჯაჭვება საკუთარ კართან და სასურველი შედეგით დასრულება, რასაც საბედნიეროდ მივაღწიეთ”.

“ლორენტეს მიერ გატანილი გოლის შემდგომ გავცხარდი ხელიდან გაშვებულ შანსზე. ასეთ დროს ნებისმიერ არა სასურველ რიკოშეტს შეუძლია სიტუაციის თავდაყირა დაყენება. ეს ნიუანსი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს მომდევნო შეხვედრაშივე. ზუსტად ასეთი ნეგატიური ფაქტობის გამო დავმარცხდით მადრიდში და საბერძნეთში და თუ გვსურს პროგრესირება, სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია”.

“მიზანი მადრიდელთა წინააღმდეგ? ბუნებრივია კონცენტრირებულნი ვართ გამარჯვებისთვის და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისაკენ. სხვა სპორტულ მიზეზებთან ერთად ეს მოგვცემს შედარებით იოლი მეტოქეს მერვედ ფინალურ დაპირისპირებაში”.

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
5 years ago

ატლეტიკოს მანდვე თუ არ დავადეთ, მერვედფინალში გაგვიჭირდება მაგრად

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<