ალესანდრო დელ პიერო: “ფინალში თამაში ჩვენ უფრო გვინდოდა”
ანტონიო კონტეს სიტყვები მატჩის წინა პრესკონფერენციაზე: „ეს იქნება ალესანდრო დელ პიეროს თამაში“ და კაპიტანმაც გუნდი არ დააღალატა, გაიტანა რა ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობის გოლი „მილანელთა“ კარში. „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამოთი. ჩვენ ძალიან გვინდოდა გვეთამაშა იტალიის თასის ფინალში და ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები არაა, მემგონი მოედანზე ნათლად ჩანდა ჩვენი სურვილი“ – განაცხადა მატჩის შემდგომ კაპიტანმა.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი დროის მიწურულს „მილანელებმა“ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს „იუვენტუსი“ მაინც არ შეეგუა შედეგს და დამატებით დროში ანტონიო კონტეს შეგირდებმა სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. „ჩვენ ორივე შეხვედრაში ოფლის უკანასკნელ წვეთამდე დავიხარჯეთ და იგივე შეიძლება ითქვას ალბათ „მილანზეც“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ დამატებითი დრო სამართლიანი იყო. შეიძლება „მილანი“ უფრო მეტად შეთამაშებული და ორგანიზებული გუნდია დღესდღეობით, მაგრამ ფინალში თამაში ჩვენ უფრო გვინდოდა“ -აცხადებს ალესანდრო დელ პიერო.
120 წუთი მაღალ ტემპში თამაში რათქმაუნდა რთულია როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, თუმცა საბოლოო შედეგმა და ფინალში გასვლამ უფრო მეტი შემართება მოიტანა სამომავლოდ. „ეხლა ჩვენ ეს მიღწევა და ენთუზიაზმი კვირის მატჩისათვის უნდა გამოვიყენოთ, რომელიც მეორე მილანურ გუნდთან „ინტერთან“ გვექნება. დღევანდელი შედეგი რათქმაუნდა დამატებითი სტიმულია მომდევნო მატჩისათვის და ჩემპიონატშიც ასევე წარმატებულად უნდა გავაგრძელოთ სვლა. რათქმაუნდა „მილანი“ ძლიერი გუნდია და ისინი ჩვენზე 4 ქულით წინ იმყოფებიან სატურნირო ცხრილში, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და არაფერი დავიშუროთ გამარჯვებებისათვის“ – აცხადებს გუნდის კაპიტანი და ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო.
წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი
წარმოიდგინეთ ანიელი სიურპრიზს რო გვიმზადებს და სეზონის ბოლოს რო კიდევ ერთი წლით გაუგრძელოს კონტრაქტი………….უხხხხ გრანდე ალე.
ბიჩებოოოოო რაგაც ვუჩინიჩის კომენტარი არ ჩაააანს, სტორარიმ ხო არ გაიგდოოოოოოოოო

უბრალოდ მადლობა კაპიტანო ყოველი შენი მატჩისთვის, რომელიც იუვენტუსის მაისურით ჩაგიტარებია და ამდენი გლშემატკივარი გაგიხარებია.
ეს ყველაპერი კაი, მაგრამ ტორესის ყიდვაზე რა აზრის ხართ? ჩემი აზრიტ კაი იქნება რადგან თანდათან ფორმაში შედის
სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში
კოპა იტალია ჩვენი იქნება და სკუდეტოც დაინახავთ ამას
დასაწყისისთვის კოპა იტალიაც კარგი იქნება რომ მოვიგოთ.. სკუდეტო ჯობია მარა გაგვიჭირდება… ხოარ იცით კოპა იტალიის ფინალიც ორ მატჩიანია?
მემგონი ერთმატჩიანია რომის ოლიპიურ სტადიონზე იქნება ფინალი
ინტერი ბეჭებზე უნდა დავდოთ!!!