ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექსანდერ ჩეფერინი ევრო 2021 -ს ჩატარებასთან დაკავშირებით

UEFA

მართალია აღნიშნული სიახლე იუვენტუსსთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნამდვილად საინტერესოა უეფას პრეზიდენტის – ალექსანდერ ჩეფერინის მოსაზრება ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე.

ცოტახნისწინ ერთ-ერთ გამომცემლობასთან საუბრისას, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პირველმა პირმა მკაფიო განცხადება გააკეთა:

“ბუნებრივია ადამიანების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დგას. 

თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ევრო 2021 აუცილებლად გაიმართება.

ერთადერთი გადასაწყვეტი საკითხი არის ის თუ რამდენი ქალაქი უმასპინძლებს.. იქნება ეს 12, 11 თუ საერთოდაც ერთი კონკრეტული..

დაიშვებიან თუ არა გულშემატკივრები? ეს ყოველივე დამოკიდებულია ეპიდ ვითარებაზე, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში იქნება.. 

ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება გაივსება სტადიონი, რაღაც რაოდენობა თუ საერთოდ დაიკეტება ქომაგებისთვის.. მაგრამ ჩემპიონატი ჩატარდება.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებს ისტორიული მიზნის მისაღწევად ერთადერთი ნაბიჯის გადადგმა აკლია.

12 ნოემბერს დინამო არენაზე ჩვენი ნაკრები ჩრდ.მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც გაარკვევს კიდევაც ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედს.

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<