ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვარო მორატა:”მთელი ცხოვრების შანსია”

ალვარო მორატა

დღეს, კონტინასას ბაზაზე ალვარო მორატა ჟურნალისტების წინაშე წარდგა:

“ეს არის მთელი ცხოვრების შანსი!

აქ დაბრუნებით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ანდრეა პირლო დამხვდა!

პირველი ორი საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ჩემთვის ნათელი გახდა რომ მაესტრო მართლაც განსაკუთრებულია.. ის ახლა იუვეს ძალიან ჭირდებოდა და მიხარია აქ ყოფნა თავადაც რომ მომიწია.

მერწმუნეთ ცდას არ დავაკლებ და გუნდს შედეგის მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარები. ჩემი მიზანი გოლების გატანაა და ძალიან მინდა ეს ციფრი 35-მდე ავიყვანო.

ტურინთან ჩემი ემოცია განსაკუთრებულია.. აქ ხომ ჩემი მეუღლე გავიცანი, რომელთანაც ბრწყინვალე ოჯახი შევქმენი. 

სპორტული თვალსაზრისითაც ტურინში ბევრი ტიტული მოვიგე და მენტალურადაც გავიზარდე.. ერთი სიტყვით იუვემ ბევრი რამ მომცა, ხოლო ახლა ობიექტურად ვთვლი რომ უკეთესად ვარ მომზადებული!

კრიშტიანო რონალდუს კარგად ვიცნობ და მას ჩემი აქ ხილვა გაუხარდა. 

რატომ წავედი ტურინიდან? მერწმუნეთ აქ ჩემს ნება სურვილზე დამოკიდებული არაფერი იყო.. არსებობს კონტრაქტი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, რადგან ჩვენ განსაკუთრებული პროფესიონალების სამყაროში ვიმყოფებით.

ატლეტიკოში თავს ბედნიერად ვგრძნობდი და მათ არასდროს დავივიწყებ, თუმცა ახლა ჩემს კარიერაში განსაკუთრებული პერიოდი დადგა და მას დიდი ენთუზიაზმით ვხვდები.

ჩემპიონთა ლიგა რა დონის და მნიშვნელობის ტურნირი არის ყველასთვის კარგად ნაცნობია.. ბუნებრივია მის მოსაპოვებლად ბევრს ვიშრომებთ, მაგრამ მოგება იოლი არ იქნება.. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს გარდა გათამაშებაში მონაწილეობას არაერთი დიდი კლუბი ღებულობს, რომელთაც ანალოგიური მიზნები გააჩნიათ.”

3.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<