ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელი:”სამყარო პირლოს მარცხს ელის”

ანდრეა ანიელი

დღეს, ჟურნალისტების წინაშე კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი წარსდგა, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მათ შორის ფინანსურ დანაკარგზე, რომელიც COVID-19 ს გამო მისმა კლუბმა ნახა:

“ჯერ კიდევ იანვარში სხვა სქემაზე მიმდინარეობდა მუშაობა.. წარმოიდგინეთ 300 მილიონით გავზარდეთ კაპიტალი, რომელიც უნდა მოხმარებოდა სამ კონკრეტულ მიმართულებას.

ბრენდის პოპულარობის გაზრდა, სხვადასხვა ტექნოლოგიების ჩართულობა და სპორტული შედეგიანობის გაუმჯობესება.. სამწუხაროდ, ეს ფული პანდემიასთან ბრძოლამ წაიღო.

ფაბიო პარატიჩი ახლა გუნდთთან ერთად კარანტინში იმყოფება, რადგან როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ახალ დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. აქედან გამომდინარე დღეს აქ ჩემთან ერთად პაველ ნედვედს და ფედერიკო ჩერუბინს ხედავთ.

თითოეული ჩვენი გუნდის წევრი განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს შედეგისთვის, რომელსაც მივაღწიეთ!

მესმის, რომ საზოგადოება ზედიზედ ცხრა მოგებულ სკუდეტოს არასათანადოდ უყურებს.. თუმცა, გავა წლები და მერწმუნეთ ეს ყოველივე სხვაგვარ გამოხმაურებას პოვებს. 

არავის არ დაგვიწყებია ჩემპიონთა ლიგის ორი წაგებული ფინალი. გახსენება შინაგანად გვწავს.. ეს არის იარა რომელიც არ მოშუშებულა.

მაურისიო სარი პოზიტიური და ჭკვიანი ადამიანია.. თუმცა, გასახდელში უნდა იყოს საჭირო ქიმია, რომელიც არ იგრძნობოდა.

მიუხედავად ყველაფრისა მან მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება შეძლო და ფანებს ის როგორც გამარჯვებული სპეციალისტი ისე დაამახსოვრდება.

20 წლის მანძილზე საფეხბურთო სამყაროში, კაპიტალი იზრდებოდა.. მარტო სპონსორებისგან გასულ სეზონში 130 მილიონი გამოვიმუშავეთ..

თუმცა, დღეისათვის არსებულმა მდგომარეობამ დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა, რომელთანაც გამკლავება იოლი არ არის.. უამრავ კლუბს შეექმნა სერიოზული ფინანსური თავისტკივილი.

მას შემდეგ რაც იუვენტუსის პრეზიდენტად დავინიშნე – ჩვენ და ორივე მილანური გუნდი ერთი მიმართულებით მივდივართ.. 

მიმართულება არის მარტივი – შრომა სერია ა-სთვის.. არსებობს გეგმა, რომელიც არ არის დაზღვეული კოლაფსიდან, მაგრამ იდეა და სურვილი საერთოა, რისთვისაც ჩანს და პოლ სიგეროს ელიოტ ჯგუფიდან მადლობა მინდა გადავუხადო.

კრიშტიანო რონალდუს ისევე როგორც დანარჩენ ფეხბურთელებს, სრული თავისუფლება ქონდათ მინიჭებული და მათ სანაკრებო ბატალიების პერიოდში ნებისმიერ სასურველ ადგილზე შეეძლოთ წასვლა.

აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ მიზეზს თუ რის გამო უნდა ეთქვა პორტუგალიელს ეროვნულ გუნდში ასპარეზობაზე უარი.. ამაზე ხომ ყველა პროფესიონალი ოცნებობს?

აქციონერთა საბჭოს შეკრებაზე, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე არ შემდგარა ერთმანეთის პირისპირ, ბევრ საინტერესო თემას დაეთმო.

უპირველესყოვლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წელს 89.7 მილიონიანი დანაკარგი გვაქვს. 

მიმდინარე საფეხბურთო სეზონი? ჩამომიყალიბდა შთაბეჭდილება, რომ სამყარო ელის ანდრეა პირლოს მარცხს, რათა შემდეგ მიწასთან გაასწოროს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სიტუაციიდან გამომდინარე არ გვქონდა სათანადო დრო სეზონისთვის მოვმზადებულიყავით. 

დამეთანხმებით წინასასეზონო მომზამდება წარმატებული ციკლისთვის ფუნდამენტურია.. აქედან გამომდინარე მოთმინება გვმართებს.

დღეს, პირველად ვხედავ კოლექტივს რომლის თითოეულმა წევრმა ზედმიწევნით იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს.. მათ მკაფიო დავალება აქვთ, რომელსაც მიუყვებიან.

იუვენტუსი ნაპოლის შეხვედრაზე უკვე ბევრი ითქვა. არსებობს პროტოკოლი რომელსაც იუვენტუსი აღიარებს და პატივსცემს. შესაბამისად სხვა საკითხები ჩვენს კომპეტენციაში არ შედის და არც გვაინტერესებს.”

 

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
14 days ago

პანდემიასაც დავამარცხებთ და ჩასაფრებულებსაც,დარწმუნებული ვარ წინ დიდი თავგადასავლები და უამრავი საინტერესო სიურპრიზები გველოდება,მჯერა ამ კაცის..

ბაქარი
ბაქარი
14 days ago
Reply to  batumski

მეც მჯერა მეგობრა პირლო როგორც ტრენერი იუვეს ისტორიაში მალე ჩაეწერება ახლა ოღონ პირველ სეზონში ეთად ლიგას და სკუდეტოს ნუ მოვთხოთ ტიტული იქნება რომელი ამას დრო აჩვენებს

ბაქარი
ბაქარი
14 days ago
Reply to  batumski

ბოდიში მანდამაინც იქ შემეშალა

batumski
batumski
14 days ago

საბოდიშო არც არაფერია მეგობარო,აქ ყველას იუვეს სიყვარული გვაერთიანებს მიუხედავად რიგ შემთხვევებში აზრთა სხვადასხვაობისა..

ბაქარი
ბაქარი
14 days ago
Reply to  batumski

არც მომიხდია მაგის გამო ბოდიში იქ მეგობრა მეწერა მეგობარო მინდოდა დამეწერა

batumski
batumski
14 days ago

ყველაფერი კარგად იქნება

Last edited 14 days ago by batumski
batumski
batumski
14 days ago

საუკეთესო მენეჯერი,ბრწყინვალე ორგანიზატორი და შემოქმედი,ანიელთა კლანის ღირსეული მემკვიდრე და წარმომადგენელი,უამრავი პროექტის თანაავტორი..

ბაქარი
ბაქარი
15 days ago

ელოდონ კიდე დიდი ხანი არ წააგებს პირლოს თავკაცობით იუვე

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

8
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<