ანდრეა ანიელის სიტყვა გახსნით ცერემონიალზე
“ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სახლში. ” – სწორედ ასე დაიწყო საკუთარი სიტყვა ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ახალი სტადიონისადმი მიძღვნილ გახსნით ცერემონიალზე. გუშინ “ბებერი ქალბატონის” არენის ისტორიის პირველი ფურცელი დაიწერა…
“ მთელ მსოფლიოში ათეულობით მილიონი ვართ, მილიონობით იტალიაში და ასი ათასობით ჩვენს ქალაქში. ჩვენ ვისწავლეთ სიხარული, ტანჯვა, გამარჯვება, ბედთან შეგუება. ჩვენ ერთმანეთს თვალებით ვცნობთ, ეს იმ ხალხის თვალებია, რომელთაც იციან სწორედ ასეთივე მწვანე მინდორზე მიღწეული შედეგისათვის თვალის გასწორება. მასზე გავლებული თეთრი ხაზი ჩვენი ბედის სიმბოლოა, ეს ზოლები არასდროს ცრუობენ, რადგან ჭეშმარიტება მწვანე მინდორში იმალება. ასეთივე მინდორმა იხილა, თუ როგორ ვიზეიმეთ 29 “სკუდეტოს”, 2 “ჩემპიონთა ლიგისა” და ორი მსოფლიოს ჩემპიონის თასის მოპოვება. ”
” დღეს სიმწრისა და სიხარულის ლეგენდარული ისტორიის ახალ თავს ვწერთ, ისტორიისა, რომელიც თაობათა გულებს ათბობდა. ლეგენდა, რომელსაც დღეს უკვე ახალი სახლი აქვს: ეს “იუვენტუსია”. როცა ამ სახლში მოვალთ ჩვენი თვალები შეხვდება ერთმანეთს, ჩვენ ვიცნობთ ამ მზერას და ის მისწვდება ფებურთელების თვალებსაც. თვალები, რომლებშიც გამარჯვების წყურვილი იგრძნობა. რადგან გამარჯვება ჩვენი ხასიათის ნაწილია და არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ეს ხასიათში გქონდეს! ”
” ახლა ერთი წუთით დახუჭეთ თვალები და როცა გაახელთ, კარგად შეხედეთ ხალხს თქვენს ირგვლივ, არ დაივიწყოთ მათი სახეები… ეს “იუვენტუსის” სახეებია, რომლებმაც 114 წლის შემდეგ ახალ სახლში ისევ შეხედეს ერთმანეთს. ჩვენ ახლა საკუთარი სახლი გვაქვს! ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს! ჩვენს ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს! ჩვენ ვართ ერთიანი დღეს და ვიქნებით ხვალ, ვიმღერებთ ერთად, დასასრულამდე...”
დასასრულამდე… Forza Juventus!
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ხელი მიშასავით რო აქვს
ამაურის ვარჯიში აუკრძალესო
ვაიმე რა მაგარი სიტყვებიაა, ბრავო ანიელი
აუ გახსნის ცერემონიალის ვიდეო მიმოხილვა დადეტ რა, გადმოსაწერი ვერსია….
აუ ადმინ ერთი თხოვნა მაქ ძმურად და თუ მოაგვარებ ამ გახსნის ცერემონიიის გადმოსაწერ ლინკს თუ დაითრევ?
მაგრად მინდა დისკზე როგორ არ ჩავიწრო
ფორცა იუვე!
თუ ვნახავთ დავდებთ :)
რა ქვია იუვეს ახალ სტადიონს ხო არ იცით
იუვენტუს არენა
საოცარი ღამე იყო გუშინ
წელს სამი სკუდეტო უნდა მივიღოთ
ბრავო ანდრეა.. ამშკარად ეტყობა რა გვარის წარმომადგენელიც არის.. ანდრეაც და ელკანიც სწორ გზას ადგანან და წარმატებებს ვუსურვებ

ვაუ… ოქროს სიტყვებია… რამის ავტირდო
დასასრულამდე… Forza Juventus!
ამას რომ ვკითხულობდი ცრემლები მომადგა…:cry:
ნეტა ვის დააწერინა :)))
საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ, მსოფლიოში ნომერ პირველ პოლიტიკოსსაც შეშურდებოდა ასეთი სიტყვა….
უილიამ უოლასის ვინაა ეს
ძაან ემოციური გამოსვლა ჰქონდა და მაგრად მაინტერესებდა რას ამბობდა ) მადლობა გიო
შენ მოუშალე კომენტები? თუ რამე მოხდა
არედაქტირებდი ხო წეღან ? ხოდა თავისით გაუთიშა და რატო არ ვიცი
ვაა : |
uiliam uolasis naTesavi viდალია. ეგ ხომ ყველგან არი