ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელი:”ჩეფერინი ჩემი შვილის ნათლია არის”

ანდრეა ანიელი

ფედერიკო კერუბინის და მაურისიო არივაბენეს შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ანდრეა ანიელიმ უპასუხა:

ალექსანდერ ჩეფერინთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. იგი ჩემი შვილის ნათლიაა და დარწმუნებული ვარ, მომავალში შევძლებთ ჩვეული ურთიერთობის აღდგენას.

პიროვნულ დონეზე მის მიმართ მუდამ დიდი პატივისცემა გამაჩნდა და ეს მომავალშიც ასე იქნება. უბრალოდ საქმიან სამყაროში ხდება ისეთი რამეები, რომლებიც ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა დღესაც ვთვლი რომ აბსოლუტურად სწორი ვარ საკუთარ გადაწყვეტილებაში.

უეფასგან უკვე მივიღეთ შესაბამისი წერილი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ! ნამდვილად არ გვეშინია მუქარების და ზეწოლის, რომელიც აქამდე განხორციელდა. იმედი გვაქვს სასამართლოში შეტანილი რამდენიმე სარჩელი საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მოგვცემს.

დირექტორთა საბჭომ დეტალურად განიხილა გასული წლის პრობლემები და პოსტ პანდემიური პერიოდი.. აქედან გამომდინარე კაპიტალი 320 მილიონიდან 400 მილიონამდე გაიზარდა.

უეფა ვერ აკონტროლებს სიტუაციას და მის მიერ გატარებული პოლიტიკა, დაახლოებით 120 ევროპულ კლუბს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს და საბოლოო ჯამში გაბანკროტდნენ.

უკვე ყველასათვის გახდა ცნობილი იმ ვალებზე რომლებიც ბარსელონას, ინტერს, ვესტ ჰემს და პორტოს აქვთ.. მეორეს მხრივ ატლეტიკომ და რომამ კაპიტალი გაზარდეს.. ჩვენც აქ ვართ.

პაველ ნედვედმა 2018 წლიდან დაწყებული მეტად საპასუხისმგებლო პროცესებში ჩაერთო და მისი მახასიათებლები კლუბის განვითარებაზე კარგად ისახება. მაურისიო არივაბენეს უდიდესი გამოცდილება აქვს.. მას სხვადასხვა სფეროში წარმატებული გზა აქვს გავლილი. 

ფედერიკო კერუბინი ბოლო ხანებში ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე. კერუბინი საამაყო ფიგურაა კლუბისთვის, რადგან პირველი მწვრთნელია რომელიც იუვემ მოამზადა.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x