ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ბარძალი:”თუ ბურთს წავართმევთ, მაშინ..”

ანდრეა ბარძალი

ანდრეა ბარძალი იტალიელებს განსაკუთრებული ყურადღების დათმობას ჰარი კეინის და რაჰიმ სტერლინგის მიმართ ითხოვს:

“ინგლისელებს ფიზიკურად ძლიერი გუნდი ყავთ, რომლებიც ზონებს ძალიან სწრაფად კვეთენ და მეტოქის კართან რიცხობროვ უპირატესობას ქმნიან.

ჰარი კეინი ბრწყინვალე ფორვარდია, რომელიც არამარტო საჯარიმოშია სახიფათო, არამედ საჯარიმოს გარეთაც არანაკლებ ეფექტურია.. დანიასთან შეხვედრაში ეს ნათლად ვიხილეთ.

თუმცა, თუ ჩვენ ბურთს დავისაკუთრებთ და საიმედოდ გავაკონტროლებთ, მაშინ გამარჯვების დიდი შანსი გვექნება. 

ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის გუნდში ყოფნა, დიდი პლიუსია. უსაზღვროდ გამოცდილი და საიმედო დუეტი, რომელიც წარმატების გარანტია!

მაქს ალეგრის იუვეში დაბრუნება? ფაქტია უკანასკნელი 2 წლის მანძილზე გუნდს ხასიათიც აკლდა და იდეის ნაკლებობაც შეიმჩნეოდა. მაქსმა ზუსტად იცის როგორ უნდა მიაღწიოს გამარჯვებას და იმედია ამას დაუყონებლივ დაიწყებს.

მაურისიო სარი? სიმართლეა რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, მაგრამ ეს კარგი 6 თვე იყო რომელიც მასთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გავატარე. უბრალოდ პანდემიის პერიოდში ბევრ რამეზე დავფიქრდი და მივხვდი რეალურად რისი გაკეთება მსურდა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x